2 სამუელი 5:1—25

5  გავიდა დრო. მივიდა ისრაელის ყველა ტომი დავითთან+ ხებრონში+ და უთხრა: „ჩვენ შენი ძვალი და ხორცი ვართ.+  გუშინაც და გუშინწინაც,+ როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა ჩვენზე, შენ გამოგყავდა და შეგყავდა+ ისრაელი. იეჰოვამ გითხრა, შენ დამწყემსავო+ ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი“.+  მივიდნენ ისრაელის უხუცესები+ მეფესთან ხებრონში და იქ დაუდო მათ შეთანხმება+ მეფე დავითმა იეჰოვას წინაშე, რის შემდეგაც მათ ისრაელის მეფედ+ სცხეს+ დავითი.  ოცდაათი წლისა გამეფდა დავითი და ორმოცი წელი+ იმეფა.  ხებრონიდან შვიდი წელი და ექვსი თვე განაგებდა იუდას,+ იერუსალიმიდან+ კი — ოცდაცამეტი წელი მთელ ისრაელსა და იუდას.  წავიდნენ მეფე და მისი ხალხი იერუსალიმისკენ იქ მცხოვრებ იებუსელებთან+ შესაბრძოლებლად; უთხრეს მათ დავითს: „აქ ვერ შემოხვალ! ბრმები და კოჭლები გაგაბრუნებენ,+ იტყვიან, ვერ შემოვაო დავითი“,  მაგრამ მაინც დაიპყრო დავითმა სიონის ციხესიმაგრე,+ დავითის ქალაქი.+  იმ დღეს დავითმა თქვა: „ვინც დასცემს იებუსელებს,+ წყლის გვირაბით+ მიადგეს კოჭლებსა და ბრმებს, რომლებიც სძულს დავითის სულს!“ ამიტომაც ამბობენ, ბრმა და კოჭლი სახლში ვერ შემოვაო.  დასახლდა დავითი ციხესიმაგრეში და მას დავითის ქალაქი დაერქვა; დაიწყო დავითმა მშენებლობა მილოს*+ გარშემო და შიგნით. 10  უფრო და უფრო განდიდდა+ დავითი და ლაშქართა ღმერთი+ იეჰოვა იყო მასთან.+ 11  ტვიროსის მეფე ხირამმა+ მაცნეები+ გაუგზავნა დავითს; გაუგზავნა კედრის ხეები,+ ხეზე და ქვაზე მომუშავენი კედლების საშენებლად და დაიწყეს დავითის სასახლის+ შენება. 12  მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დაყენებული იეჰოვას იგი ისრაელის მეფედ,+ და რომ მან განადიდა+ ისრაელი ხალხის გულისთვის მისი სამეფო.+ 13  ხებრონიდან წამოსვლის შემდეგ დავითმა კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან ხარჭები+ და ცოლები+ და შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები. 14  იერუსალიმში შეეძინა: შამუა,+ შობაბი,+ ნათანი,+ სოლომონი,+ 15  იბხარი, ელიშუა,+ ნეფეგი,+ იაფია,+ 16  ელიშამა,+ ელიადა და ელიფელეტი.+ 17  გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და ძებნა დაუწყეს ფილისტიმელებმა დავითს. გაიგო ეს დავითმა და მიუდგომელ ადგილზე წავიდა.+ 18  მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე+ დათარეშობდნენ. 19  დაეკითხა+ დავითი იეჰოვას: „გავიდე ფილისტიმელების წინააღმდეგ? ჩამიგდებ ხელში?“ მიუგო იეჰოვამ დავითს: „გადი და ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს“.+ 20  მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და იქ გაანადგურა ისინი. მან თქვა: „ისე გაარღვია ჩემ წინ იეჰოვამ ჩემი მტრის რიგები,+ თითქოს წყალმა გაარღვიაო“. ამიტომ უწოდა იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი.+ 21  იქ დატოვეს მათ თავიანთი კერპები,+ დავითმა და მისმა ხალხმა კი წაიღეს ისინი.+ 22  მოგვიანებით კიდევ ავიდნენ ფილისტიმელები+ და რეფაიმის ველზე+ დათარეშობდნენ. 23  დაეკითხა+ დავითი იეჰოვას, მან კი მიუგო: „არ გახვიდე, შემოუარე, უკნიდან მიადექი და ბაქა-ბუჩქებთან*+ დაესხი თავს. 24  როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმას გაიგებ, მტკიცედ იმოქმედე,+ რადგან იეჰოვა წაგიძღვება ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად“.+ 25  დავითიც ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უბრძანა+ და გებიდან+ გეზერამდე+ გაანადგურა+ ფილისტიმელები.

სქოლიოები

ნიშნავს მიწაყრილს.
„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.