2 სამუელი 6:1—23

6  კვლავ შეკრიბა დავითმა ისრაელის ყველა რჩეული კაცი,+ სულ ოცდაათი ათასი.  ადგნენ დავითი და მისი ხალხი და ბაალე-იუდაში+ წავიდნენ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის+ წამოსაღებად, რომელიც ქერუბიმებზე+ მჯდომი ლაშქართა* ღვთის,+ იეჰოვას სახელით+ იწოდება.  ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ახალ ურემზე+ დადეს და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან,+ რომელიც გორაზე იდგა. ახალ ურემს აბინადაბის ვაჟები, უზა და ახიო+ მიუძღოდნენ.  წამოიღეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი აბინადაბის სახლიდან, რომელიც გორაზე იდგა; კიდობანს ახიო მიუძღოდა.  ზეიმობდნენ დავითი და ისრაელის მთელი სახლი იეჰოვას წინაშე; უკრავდნენ ღვიის ხის ყველანაირ საკრავზე, ქნარებზე,+ სხვა სიმებიან საკრავებზე,+ დაირებზე,+ ბობღნებსა და წინწილებზე.+  ნაქონის კალოსთან რომ მივიდნენ, უზამ+ ხელი შეაშველა+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ ჩამოაგდო საქონელმა.  აენთო უზაზე იეჰოვას რისხვა+ და იქვე დასცა+ ის ჭეშმარიტმა ღმერთმა უპატივცემულო საქციელისთვის; იქვე მოკვდა ის ჭეშმარიტი ღვთის კიდობანთან.+  განრისხდა დავითი, იეჰოვას რისხვა რომ აენთო უზაზე, და იმ ადგილს დღემდე+ ფერეც-უზა* ეწოდება.  შეეშინდა იმ დღეს დავითს იეჰოვასი+ და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე იეჰოვას კიდობანი?“+ 10  არ მოისურვა დავითმა იეჰოვას კიდობნის თავისთან გადატანა, დავითის ქალაქში,+ და ის გათელი+ ობედ-ედომის+ სახლში გადაიტანა. 11  სამ თვეს იყო იეჰოვას კიდობანი გათელი ობედ-ედომის სახლში; კურთხევას არ აკლებდა+ იეჰოვა ობედ-ედომს და მთელ მის სახლეულობას.+ 12  ბოლოს შეატყობინეს მეფე დავითს, აკურთხაო იეჰოვამ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის გამო ობედ-ედომის სახლი და მისი ქონება. ამიტომ გადაწყვიტა დავითმა, წასულიყო, წამოეღო ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ობედ-ედომის სახლიდან და მხიარულებით გადაეტანა დავითის ქალაქში.+ 13  ექვსი ნაბიჯი ჰქონდათ იეჰოვას კიდობნის დამტარებლებს+ გადადგმული, რომ მან ხარი და ნასუქი ხბო+ შესწირა. 14  ცეკვავდა დავითი იეჰოვას წინაშე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა; სელის ეფოდი+ ემოსა დავითს. 15  დავითსა და მთელი ისრაელის სახლს მხიარული ყიჟინითა+ და საყვირის+ თანხლებით მიჰქონდათ იეჰოვას კიდობანი.+ 16  დავითის ქალაქში რომ მიიტანეს იეჰოვას კიდობანი, საულის ასულმა მიქალმა+ სარკმლიდან დაინახა დავითი, რომელიც ხტოდა და ცეკვავდა იეჰოვას წინაშე, და გულში+ აბუჩად აიგდო+ იგი. 17  შეიტანეს იეჰოვას კიდობანი და იმ კარავში დადგეს, რომელიც დავითს კიდობნისთვის ჰქონდა გაშლილი.+ შესწირა დავითმა იეჰოვას წინაშე დასაწვავი მსხვერპლი+ და მშვიდობის მსხვერპლი*.+ 18  დაასრულა დავითმა დასაწვავი მსხვერპლისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა და აკურთხა+ ხალხი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას+ სახელით. 19  ჩამოურიგა+ მთელ ხალხს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსაც და ქალსაც, თითო რგოლისებური პური, ფინიკის თითო კვერი და ქიშმიშის თითო კვერი,+ რის შემდეგაც ყველა თავის სახლში წავიდა. 20  დავითიც დაბრუნდა, რომ თავისი სახლეულობა ეკურთხებინა;+ გამოეგება მას საულის ასული მიქალი+ და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე,+ ქარაფშუტასავით რომ გაშიშვლდა თავის მსახურთა მხევლების თვალწინ!“+ 21  მიუგო დავითმა მიქალს: „იეჰოვას წინაშე ვიზეიმე, რომელმაც მე ამომირჩია და არა მამაშენი და მისი სახლეულობა, რომ იეჰოვას ხალხის, ისრაელის წინამძღოლი ვყოფილიყავი,+ და კიდევ ვიზეიმებ იეჰოვას წინაშე.+ 22  ამაზე მეტად დავმცირდები+ და დავმდაბლდები ჩემს თვალში, იმ მხევლების თვალში კი, შენ რომ ახსენე, უფრო განვდიდდები“.+ 23  უშვილოდ მოკვდა საულის ასული მიქალი.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.
ნიშნავს: გარღვევა უზას საუბედუროდ.
ან საზიარო მსხვერპლი.