2 სამუელი 7:1—29

7  როცა მეფემ თავის სასახლეში დაიწყო ცხოვრება+ და დაასვენა იგი იეჰოვამ ირგვლივ მყოფი მტრებისგან,+  უთხრა მეფემ ნათან+ წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედრის+ სახლში ვცხოვრობ, ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი კი კარავშია“.+  მიუგო ნათანმა მეფეს: „წადი, გააკეთე,+ რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა იეჰოვა“.  იმ ღამით იეჰოვას სიტყვა+ გამოეცხადა ნათანს:  «წადი და უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ უნდა ამიშენო სახლი დასამკვიდრებლად?+  სახლში არ დავმკვიდრებულვარ ეგვიპტიდან ისრაელის ძეების გამოყვანის დღიდან დღემდე,+ ყოველთვის კარავში+ ვიყავი.+  მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ისრაელის ძეებს შორის დავდიოდი,+ სიტყვა მაინც თუ მითქვამს ისრაელის რომელიმე ტომისთვის,+ რომელსაც ჩემი ხალხის, ისრაელის დამწყემსვა ვუბრძანე, კედრის სახლი რატომ არ ამიშენეთ-მეთქი?“  უთხარი ჩემს მსახურ დავითს, ასე ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე წამოგიყვანე საძოვრიდან და ფარიდან,+ რომ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი+ ყოფილიყავი.  შენთან ვიქნები, სადაც კი წახვალ,+ და მოვსპობ შენს მტრებს.+ სახელს გაგითქვამ,+ როგორც დედამიწის დიდებულებს აქვთ განთქმული. 10  ადგილს მივუჩენ+ ჩემს ხალხს, ისრაელს, დავრგავ+ მათ და იქ დამკვიდრდებიან, სადაც არიან, და აღარავინ შეაწუხებთ. უწინდებურად ვეღარ დაჩაგრავენ უმართლობის ძეები,+ 11  როგორც მაშინ, როცა მსაჯულები+ დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. ყველა მტრისგან დაგასვენებ.+ იეჰოვამ გითხრა, რომ სახლს+ აგიშენებს იეჰოვა. 12  როცა შეივსება შენი დღეები+ და განისვენებ შენი მამა-პაპის გვერდით,+ გამოვაჩენ შენი საზარდულიდან გამოსულ შთამომავალს და განვამტკიცებ მის სამეფოს.+ 13  ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე+ და მარადიულად განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს.+ 14  მე ვიქნები მისი მამა+ და ის იქნება ჩემი ძე.+ როცა არასწორად მოიქცევა, კაცთა ჯოხითა+ და ადამის ძეთა დარტყმებით შევაგონებ. 15  არ წაერთმევა მას ჩემი სიკეთე*, როგორც წავართვი საულს,+ რომელიც შენი გულისთვის ჩამოვაგდე. 16  მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“».+ 17  ყველაფერს მოუყვა ნათანი დავითს ამ სიტყვებისა და ხილვის თანახმად.+ 18  მივიდა მეფე დავითი, იეჰოვას წინაშე დაჯდა და თქვა: „ვინა ვარ მე,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, და რა არის ჩემი სახლი, რომ აქამდე მომიყვანე? 19  თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს, უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ შენი მსახურის სახლის შორეულ მომავალზეც ლაპარაკობ. უზენაესო უფალო, იეჰოვა,+ ეს არის კანონი ადამიანთა მოდგმისთვის.+ 20  მეტი რა გითხრას დავითმა? შენ კარგად იცნობ შენს მსახურს,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, 21  შენი სიტყვისა+ და შენი გულის სურვილისამებრ+ მოიმოქმედე ეს დიდი საქმეები, რომ სცოდნოდა ისინი შენს მსახურს.+ 22  ამიტომაც ხარ დიდებული,+ უზენაესო უფალო, იეჰოვა, არავინაა შენი მსგავსი,+ არავინაა ღმერთი შენ გარდა+ მათგან, ვისზეც გვსმენია. 23  რომელი ერია დედამიწაზე შენი ხალხის, ისრაელის მსგავსი,+ რომელიც ღმერთმა თავისთვის გამოისყიდა,+ გაითქვა სახელი+ და მათთვის დიდი და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა?+ შენ განდევნე ერები და მათი ღმერთები შენი ხალხის გულისთვის, რომელიც შენთვის გამოისყიდე+ ეგვიპტიდან. 24  შენ სამარადისოდ განამტკიცე შენი ხალხი, ისრაელი+ და, შენ გახდი, იეჰოვა, მათი ღმერთი.+ 25  იეჰოვა ღმერთო, სამარადისოდ აღასრულე შენი სიტყვა, შენს მსახურსა და მის სახლზე ნათქვამი, და იმოქმედე ნათქვამისამებრ!+ 26  სამარადისოდ განდიდდეს შენი სახელი,+ რომ თქვან, ლაშქართა ღმერთი იეჰოვააო ისრაელის ღმერთი,+ და განმტკიცდეს შენი მსახურის, დავითის სახლი შენ წინაშე.+ 27  ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შენ გამოუცხადე შენს მსახურს, სახლს აგიშენებო+ და ამიტომაც გაბედა შენმა მსახურმა ასე ლოცვა.+ 28  უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი! იყოს შენი სიტყვებიც ჭეშმარიტი,+ რადგან ყოველივე კარგს დაჰპირდი შენს მსახურს.+ 29  იმოქმედე და აკურთხე+ შენი მსახურის სახლი, რომ მარადიულად იდგეს შენ წინაშე,+ რადგან შენ წარმოთქვი დაპირება, უზენაესო უფალო, იეჰოვა, და შენი კურთხევით იყოს შენი მსახურის სახლი სამარადისოდ კურთხეული!“+

სქოლიოები

იხილეთ 2:5-ის სქოლიო.