2 სამუელი 8:1—18
8 ამის შემდეგ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები,+ დაიმორჩილა ისინი+ და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს მეთეგ-ამა.
2 დაამარცხა მოაბელებიც+ და მიწაზე დააწვინა ისინი, რომ ბაწრით გადაეზომა; ორი ბაწარი დასახოცად გადაზომა და ერთი მთლიანი ბაწარი — ცოცხლად დასატოვებლად.+ მოაბელები დავითის მსახურები+ და მოხარკეები+ გახდნენ.
3 დავითმა ჰადადეზერიც+ დაამარცხა, ცობის+ მეფის, რეხობის ვაჟი, როცა იგი მდინარე ევფრატზე+ ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
4 წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი;+ მყესები გადაუჭრა+ დავითმა ეტლის ცხენებს,+ მხოლოდ ასი ეტლის ცხენი დატოვა.
5 როცა ცობის მეფე ჰადადეზერს დამასკოელი+ სირიელები დაეხმარნენ, დავითმა ოცდაორი ათასი სირიელი გაანადგურა.+
6 ჯარი+ ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში, და სირიელებიც დავითის მორჩილნი და მოხარკენი+ გახდნენ. სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+
7 აიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები+ და იერუსალიმში ჩაიტანა,
8 ჰადადეზერის ქალაქებიდან კი, ბეტახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო.+
9 გაიგო თოიმ, ხამათის+ მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ჰადადეზერის ჯარი,+
10 და გაუგზავნა თოიმ დავით მეფეს თავისი ვაჟი იორამი მოსაკითხად+ და ჰადადეზერის ბრძოლაში დამარცხების მისალოცად (რადგან არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოისთან). ხელთ ჰქონდა ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის ნივთები.+
11 ესენიც განწმინდა დავით მეფემ იეჰოვასთვის იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც წაართვა დამორჩილებულ ერებს:+
12 სირიას, მოაბს,+ ამონის ძეებს, ფილისტიმელებს,+ ამალეკსა+ და ცობის მეფის, რეხობის ვაჟს — ჰადადეზერს.+
13 სახელი გაითქვა დავითმა მარილოვან ველზე+ თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.+
14 მან ჯარიც ჩააყენა ედომში.+ მთელ ედომში ჯარი იყო ჩაყენებული; ედომელები დავითის მორჩილები გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+
15 მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართალსა და სიმართლეს+ აღასრულებდა თავისი ხალხისთვის.+
16 იოაბი,+ ცერუიას ვაჟი მხედართმთავარი იყო, იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, კი — მემატიანე.
17 ცადოკი,+ ახიტუბის ვაჟი, და ახიმელექი,+ აბიათარის ვაჟი, მღვდლები იყვნენ, სერაია კი მწერალი იყო.
18 იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ ქერეთელებისა+ და ფელეთელების+ გამგებელი იყო, დავითის ვაჟები კი მღვდლები* გახდნენ.+
სქოლიოები
^ ანუ მთავრები.