2 სამუელი 9:1—13
9 იკითხა დავითმა: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე*+ ვუყო იონათანის გულისთვის?“+
2 საულის სახლში იყო ერთი მსახური, სახელად ციბა.+ მიიყვანეს იგი დავითთან და ჰკითხა მას მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ მან მიუგო: „მე ვარ, შენი მსახური“.
3 კვლავ ჰკითხა მეფემ: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ ღვთის სიკეთე ვუყო?“+ მიუგო ციბამ მეფეს: „იონათანის კოჭლი ვაჟი“.+
4 მეფემ ჰკითხა მას: „სად არის?“ ციბამ მიუგო: „ამიელის ვაჟის, მაქირის+ სახლშია ლო-დებარში“.+
5 მაშინვე გაგზავნა კაცები დავით მეფემ და მოაყვანინა იგი ამიელის ვაჟის, მაქირის სახლიდან, ლო-დებარიდან.
6 მივიდა თუ არა დავითთან საულის ვაჟის, იონათანის ვაჟი მეფიბოშეთი, პირქვე დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა.+ დავითმა უთხრა: „მეფიბოშეთ!“ მან მიუგო: „აქ არის შენი მსახური“.
7 დავითმა უთხრა: „ნუ გეშინია, სიკეთეს+ გიზამ იონათანის, მამაშენის გულისთვის.+ დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის მამულებს+ და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“.+
8 მან მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა: „ვინ არის შენი მსახური, რომ მოხედე ჩემნაირ მკვდარ ძაღლს?“+
9 მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს და უთხრა მას: „საულისა და მთელი მისი სახლის ქონებას შენი ბატონის შვილიშვილს ვაძლევ.+
10 დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა მსახურებმა, აიღეთ მოსავალი, რომ საჭმელად ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილის ხალხს. ისინი შეჭამენ, მეფიბოშეთი კი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემი სუფრიდან შეჭამს“.+
ციბას თხუთმეტი ვაჟი და ოცი მსახური ჰყავდა.+
11 უთხრა ციბამ მეფეს: „მეფე-ბატონის ბრძანებისამებრ გააკეთებს ყველაფერს შენი მსახური, მაგრამ მეფიბოშეთი+ ჩემი სუფრიდან* ჭამს, როგორც ერთ-ერთი უფლისწულთაგანი“.
12 ერთი ვაჟი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა,+ და ციბას სახლში მცხოვრებლები ყველანი მეფიბოშეთის მსახურები იყვნენ.
13 თვითონ მეფიბოშეთი იერუსალიმში ცხოვრობდა, რადგან მუდამ მეფის სუფრიდან ჭამდა.+ ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
^ „ჩემი სუფრა“ — მასორულ ტექსტში და კლემენტინის ვულგატაში, „დავითის სუფრა“ — სეპტუაგინტაში; „მეფის სუფრა“ — სირიულ თარგმანში. არსებობს მოსაზრება, რომ „ჩემი სუფრის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „დავითის სუფრა“. დასაშვებია ისიც, რომ ციბამ დავითის სიტყვები გაიმეორა.