2 ტიმოთე 2:1—26
2 შენ კი, შვილო,+ კვლავაც გაძლიერდი+ წყალობაში,+ რომელიც ქრისტე იესოშია,
2 და ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით,+ მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ.+
3 როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა,+ შენც მოითმინე ბოროტება.+
4 არც ერთი მეომარი+ არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში,+ რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო.
5 ვერც ერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს,+ თუ შეჯიბრების წესებს არ დაიცავს.
6 მშრომელმა მიწათმოქმედმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფი.+
7 გამუდმებით იფიქრე იმაზე, რასაც გეუბნები. უფალი მოგცემს გამჭრიახობას+ ყველაფერში.
8 გახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა+ და დავითის შთამომავალი იყო სასიხარულო ცნობის თანახმად,+ რომელსაც ვქადაგებ+
9 და რომლის გამოც ბოროტებას ვითმენ და საპყრობილის ბორკილებიც+ კი მადევს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო. ღვთის სიტყვა კი შებორკილი არ არის.+
10 ამიტომ ყველაფერს რჩეულთათვის ვითმენ,+ რათა მათაც მიაღწიონ ხსნას ქრისტე იესოში მარადიულ დიდებასთან ერთად.+
11 სარწმუნოა სიტყვა:+ თუ ერთად დავიხოცეთ, ერთადაც ვიცოცხლებთ.+
12 თუ ვითმენთ, ერთადაც ვიმეფებთ,+ ხოლო, თუ უარვყოფთ,+ ისიც უარგვყოფს.
13 თუ ორგულები ვართ, ის მაინც ერთგული რჩება,+ რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.
14 მუდამ შეახსენე+ მათ ეს ყველაფერი და, როგორც მოწმემ,+ ღვთის წინაშე უთხარი,+ რომ არ იკინკლაონ სიტყვების გამო,+ რაც სრულიად უსარგებლოა, რადგან დამანგრევლად მოქმედებს მსმენელებზე.
15 ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო+ მოსაწონ მუშად,+ რომელიც სასირცხვილოს არაფერს+ აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას.+
16 თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს,+ რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ+
17 და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება.+ მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე.+
18 ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ.+ ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო+ და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს.+
19 ღვთის მყარი საფუძველი კი მტკიცედ დგას+ და ასეთი ბეჭედი აქვს დასმული: „იეჰოვა იცნობს თავისას“+ და „განუდგეს უმართლობას+ ყველა, ვინც იეჰოვას სახელს+ ახსენებს“.
20 დიდ სახლში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა ხისა და თიხის ჭურჭელიც არის, და ზოგი საპატიო მიზნისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი — არასაპატიო მიზნისთვის.+
21 ვინც ამ უკანასკნელთაგან თავს სუფთად შეინახავს, საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი და პატრონისთვის სასარგებლო, ყოველი კარგი საქმისთვის გამზადებული.+
22 ამიტომ გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს+ და ესწრაფე სიმართლეს,+ რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას+ მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს.+
23 მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს.+ როგორც იცი, ეს დავას იწვევს.+
24 უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს,+ არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს;+ უნდა შეეძლოს სწავლება+ და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება;+
25 რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს+ და ისე არიგებდეს. იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს,+ რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ,+
26 და იქნებ გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს,+ როცა დაინახავენ, რომ მას ისინი ცოცხლად ჰყავდა დაჭერილი+ და თავის ნებაზე ატარებდა.