2 ტიმოთე 3:1—17
3 იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება.+
2 ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები,+ უმადურები, ორგულები,+
3 თბილ გრძნობებს მოკლებულები,+ მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება,+ იქნებიან ცილისმწამებლები,+ თავშეუკავებლები, სასტიკები,+ კარგის მოძულეები,+
4 გამცემები,+ თავნებები, გაყოყოჩებულები,+ უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა.+
5 ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან,+ მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე.+ ასეთებს ზურგი აქციე.+
6 სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან+ და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს,+
7 რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას.+
8 როგორც იანე და იამბრე+ შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს გონებით სრულიად გახრწნილი+ და რწმენისთვის უვარგისი კაცები+ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას,+
9 მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება ყველასთვის თვალნათელი გახდება, როგორც იმ ორი კაცისა.+
10 შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში,+ განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში
11 და ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას, რაც ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში+ შემემთხვა, ისეთ დევნას, როგორიც მე გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან დამიხსნა უფალმა.+
12 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.+
13 ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+
14 შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ,+ რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე,+
15 თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით+ შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+
16 მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად,+ გამოსასწორებლად+ და სიმართლეში აღსაზრდელად,+
17 რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული+ და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.+