ძირითადი ბიბლიური საკითხები
დღეს ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება. სწორედ ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ გავიხაროთ სიცოცხლით და როგორ ვასიამოვნოთ ღმერთს. ბიბლია შემდეგ კითხვებსაც სცემს პასუხს:
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲘᲞᲝᲕᲝᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘ
ბიბლია 66 წიგნისგან შედგება. ის ორ ნაწილად იყოფა — ებრაულ-არამეულ წერილებად („ძველი აღთქმა“) და ბერძნულ წერილებად („ახალი აღთქმა“). ბიბლიის თითოეული წიგნი კი თავებად და მუხლებადაა დაყოფილი. როდესაც მოყვანილია ციტატა, ბიბლიის წიგნის სახელწოდების შემდეგ მოცემული ციფრი წიგნის თავზე მიუთითებს, მის შემდეგ მოყვანილი ციფრი ან ციფრები კი — მუხლებზე. მაგალითად, დაბადება 1:1 ნიშნავს, რომ ეს არის დაბადების 1-ლი თავის 1-ლი მუხლი.