აბდია 1:1—21

  • ამაყი ედომი დამცირდება (1—9).

  • ედომის ძალადობა იაკობზე (10—14).

  • იეჰოვა გაილაშქრებს ყველა ხალხის წინააღმდეგ (15, 16).

  • იაკობის შთამომავლები თავის მიწა-წყალს დაუბრუნდებიან (17—21).

    • იაკობი ედომს ცეცხლივით შთანთქავს (18).

    • „იეჰოვასი იქნება მეფობა“ (21).

 აბდიას* ხილვა. აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა ედომზე:+ „ცნობა მივიღეთ იეჰოვასგან.დესპანია გაგზავნილი ხალხებთან და ამბობს, ადექით, მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვემზადოთო.+   ხალხებს შორის დაგამცირე;მოძულებული ხარ.+   შენმა კადნიერმა გულმა გაცდუნა,+კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო,მაღლობზე დამკვიდრებულო, გულში რომ ამბობ,ვინ ჩამომაგდებსო მიწაზე?!   არწივივით მაღლაც რომ დამკვიდრდე*,ვარსკვლავებს შორისაც რომ დაიდო ბუდე,იქიდანაც ჩამოგაგდებ, — ამბობს იეჰოვა. —   ქურდები რომ მოსულიყვნენ შენთან, ღამით ყაჩაღები რომ დაგცემოდნენ,განა მხოლოდ იმდენს არ მოიპარავდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ?! ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან, განა მოსამცვრევს მაინც არ დაგიტოვებდნენ?!+შენ კი გაჩანაგდები და მერე როგორ*!   როგორ გაიჩხრიკა ესავი! როგორ მიაგნეს მის გადამალულ განძს!   საზღვრამდე მიგრეკეს მათ; ყველა შენმა მოკავშირემ მოგატყუა, გძლიეს მათ, ვისთანაც მშვიდობა გქონდა. შენთან ერთად პურის გამტეხნი ბადეს დაგიგებენ ფეხქვეშ,მაგრამ შენ ვერ მიხვდები ამას.   განა არ მოვსპობ იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, —ბრძენკაცებს ედომში+და გამჭრიახებს — ესავის მთიან მხარეში?!   შეძრწუნდებიან+ შენი მეომრები, თემანო,+რადგან ყველა დაეცემა ხოცვა-ჟლეტის დროს ესავის მთიან მხარეში.+ 10  რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე,+ძლიერ შერცხვები+და სამუდამოდ გადაშენდები.+ 11  იმ დღეს, როცა გვერდზე გადექი,იმ დღეს, როცა უცხოელებმა ტყვედ წაასხეს მისი ჯარი,+როცა უცხოტომელები შევიდნენ მის კარიბჭეში და წილი ყარეს იერუსალიმზე,+შენც ერთ-ერთი მათგანივით იქცეოდი. 12  სეირისთვის არ უნდა გეყურებინა შენი ძმის უბედურების დღეს,+არ უნდა გეხარა იუდას ხალხის შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს+და ამპარტავნულად არ უნდა გელაპარაკა მათი გასაჭირის დღეს. 13  არ უნდა შესულიყავი ჩემი ხალხის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს,+არ უნდა გაგეხარა მისი გასაჭირით მისი უბედურების დღესდა ხელი არ უნდა გეხლო მისი სიმდიდრისთვის მისი უბედურების დღეს.+ 14  გზის გასაყარზე არ უნდა მდგარიყავი გამოქცეულთა დასახოცად,+მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა გასაჭირის დღეს გადარჩენილნი.+ 15  ახლოს არის იეჰოვას დღე, როცა ის გაილაშქრებს ყველა ხალხის წინააღმდეგ.+ როგორც შენ მოიქეცი, შენც ისევე მოგექცევიან;+ როგორც შენ ეპყრობოდი სხვებს, შენც ისევე მოგეპყრობიან. 16  როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმინდა მთაზე,ისე მოუწევთ ჩემი რისხვის სასმისის სმა ხალხებს;+ შესვამენ და დაცლიან სასმისსდა ისე გაუჩინარდებიან, თითქოს არც კი უარსებიათ. 17  გადარჩენილები სიონის მთაზე იქნებიან,+წმინდა იქნება ის.+კუთვნილს დაეუფლებიან იაკობის შთამომავლები.+ 18  ცეცხლად იქცევიან იაკობის შთამომავლები,ცეცხლის ალად — იოსების შთამომავლებიდა ნამჯად — ესავის შთამომავლები;მოედებიან მას და შთანთქავენ,არავინ გადარჩება ესავის შთამომავალთაგან,+რადგან იეჰოვა ამბობს ამას. 19  ისინი დაეუფლებიან ნეგებს და ესავის მთიან მხარეს,+შეფელასა და ფილისტიმელთა მიწას.+ ისინი დაეუფლებიან ეფრემისა და სამარიის ველებს,+ბენიამინი კი გალაადს დაეუფლება. 20  ამ მიწაყრილიდან გადასახლებულების,+ისრაელების გახდება ქანაანელების მიწა სარეფთამდე;+ იერუსალიმიდან გადასახლებულები, სეფარადში რომ მკვიდრობდნენ, ნეგების+ ქალაქებს დაეპატრონებიან. 21  ავლენ მხსნელები სიონის მთაზეესავის მთიანი მხარის გასასამართლებლად,+და იეჰოვასი იქნება მეფობა!“+

სქოლიოები

ნიშნავს „იეჰოვას მსახურს“.
ან შესაძლოა: „აფრინდე“.
ან შესაძლოა: „განა რამდენს გააჩანაგებდნენ?!“