ამოსი 1:1—15

  • ამოსი იღებს ცნობას იეჰოვასგან (1, 2).

  • განაჩენი არაერთი ურჩობისთვის (3—15).

    • სირია (3—5), ფილისტიმი (6—8), ტვიროსი (9, 10), ედომი (11, 12), ამონი (13—15).

1  ამოსის*, თეკოელი+ მეცხვარის, სიტყვები, რომლებიც მას ხილვაში გაუცხადდა ისრაელის შესახებ იუდას მეფე უზიასა+ და ისრაელის მეფე იერობოამის,+ იოაშის+ ძის დროს, მიწისძვრამდე+ ორი წლით ადრე.  მან თქვა: „სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვადა იერუსალიმიდან დაიქუხებს. იგლოვებენ მწყემსთა საძოვრებიდა გადახმება ქარმელის მწვერვალი“.+   აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას,რადგან არაერთხელ მეურჩა დამასკო, რკინის კევრებით ლეწავდა გალაადს.+   ამიტომ ცეცხლს მივცემ ხაზაელის სახლს+და შთანთქავს ის ბენ-ჰადადის გამაგრებულ კოშკებს;+   დავამტვრევ დამასკოს ურდულებს,+მოვსპობ ბიკათ-ავენის მკვიდრებსდა ბეთ-ედენის მმართველს. სირიის მკვიდრთ კირში გადაასახლებენ,“+ — ამბობს იეჰოვა.   აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას,რადგან არაერთხელ მეურჩა ღაზა,+ ტყვედ წამოასხა ყველა,+ ედომისთვის რომ ჩაეგდო ხელში.   ამიტომ ცეცხლს მივცემ ღაზის+ გალავანსდა შთანთქავს ის მის გამაგრებულ კოშკებს;   მოვსპობ აშდოდის+ მკვიდრებსდა აშკელონის+ მმართველს.ხელს მოვუღერებ ეკრონს+და დაიღუპებიან დარჩენილი ფილისტიმელები,“+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.   აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა ტვიროსი,+ ყველა ტყვე ედომს ჩაუგდო ხელშიდა არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება.+ 10  ამიტომ ცეცხლს მივცემ ტვიროსის გალავანსდა შთანთქავს ის მის გამაგრებულ კოშკებს“.+ 11  აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა ედომი,+მახვილით დევნიდა თავის ძმას+და გული გაიქვავა;გააფთრებული გლეჯს მათდა არ ცხრება მისი რისხვა.+ 12  ამიტომ ცეცხლს მივცემ თემანს+და შთანთქავს ის ბოცრის გამაგრებულ კოშკებს“.+ 13  აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩნენ ამონელები,+გალაადელ ორსულებს ფატრავდნენ თავიანთი სამფლობელოს გასაფართოებლად.+ 14  ამიტომ ცეცხლს მივცემ რაბის+ გალავანსდა შთანთქავს ის მის გამაგრებულ კოშკებს;განგაში ატყდება ბრძოლის დღესდა გრიგალი ამოვარდება ქარიშხლის დღეს. 15  მათ მეფეს თავის მთავრებთან ერთად გადაასახლებენ“,+ — ამბობს იეჰოვა.

სქოლიოები

ნიშნავს „ტვირთს“ ან „დატვირთულს“.