ამოსი 2:1—16

  • განაჩენი არაერთი ურჩობისთვის (1—16).

    • მოაბი (1—3), იუდა (4, 5), ისრაელი (6—16).

2  «აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა მოაბი+ და კირად აქცია ედომის მეფის ძვლები.   ცეცხლს მივცემ მოაბს და შთანთქავს ის კერიოთის+ გამაგრებულ კოშკებს;ხმაურში დაიღუპება მოაბი,საომარი ყიჟინისა და საყვირის ხმაზე.+   მოვსპობ მის მმართველს*და მასთან ერთად დავხოცავ ყველა მის მთავარს“,+ — ამბობს იეჰოვა.   აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა იუდა,+უარყო იეჰოვას კანონიდა არ დაიცვა მისი წესები;+მათაც ის სიცრუე დაიჯერეს, მათ მამა-პაპას რომ ურევდა გზა-კვალს.+   ცეცხლს მივცემ იუდასდა შთანთქავს ის იერუსალიმის გამაგრებულ კოშკებს“.+   აი, რას ამბობს იეჰოვა:„არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან არაერთხელ მეურჩა ისრაელი,+ვერცხლზე ყიდის მართალსდა წყვილი სანდლის ფასად — ღარიბს.+   ისინი მიწის მტვერივით თელავენ უბრალო ხალხს,+გზას უხერგავენ თვინიერებს.+ მამა-შვილი ერთ ქალთან დადისდა ბღალავს ჩემს სახელს.   გირაოდ გამორთმეულ ტანსაცმელზე+ გართხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან+და დაჯარიმებულთა ფულით ნაყიდ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების ტაძარში.   მე კი მათ თვალწინ მოვსპე ამორეველები,+კედარივით მაღლები და მუხასავით მძლავრები რომ იყვნენ;მაღლა ნაყოფი მოვუსპე და დაბლა — ფესვები.+ 10  მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან+და 40 წელი გატარებდით უდაბნოში,+რათა დაუფლებოდით ამორეველების მიწას. 11  თქვენს ძეთაგან ზოგი წინასწარმეტყველად დავნიშნე,+თქვენს ჭაბუკთაგან ზოგი — ნაზირად*.+ განა ასე არ იყო, ისრაელებო?! — ამბობს იეჰოვა. — 12  თქვენ კი ნაზირებს ღვინოს ასმევდით+და წინასწარმეტყველებს უბრძანებდით, არ იწინასწარმეტყველოთო.+ 13  აი, ისე გაგსრესთ თქვენივე ადგილას,როგორც მარცვლეულის ძნებით სავსე ურემი სრესს ყველაფერს, რაც მის ქვეშ მოყვება. 14  სწრაფს აღარ ექნება გასაქცევი,+ძლიერს აღარ შერჩება ძალა,ვეღარც მეომარი უშველის თავს. 15  მშვილდოსანი ვერ გაძლებს ბრძოლაში,ვერც ფეხმარდი გადარჩებადა ვერც მხედარი გადაირჩენს თავს. 16  მეომართა შორის ყველაზე გულმაგარიც კიშიშველი გაიქცევა იმ დღეს“,+ — ამბობს იეჰოვა».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მოსამართლეს“.
ებრ. „ნაზირ“, ნიშნავს „გამორჩეულს“, „გამოცალკევებულს“, „მიძღვნილს“.