ამოსი 4:1—13

  • ბაშანის ფურებისთვის გამოტანილი განაჩენი (1—3).

  • იეჰოვა დასცინის ისრაელებს ცრუ თაყვანისმცემლობის გამო (4, 5).

  • ისრაელი ჭკუას არ სწავლობს (6—13).

    • „გაემზადე შენი ღვთის დასახვედრად“ (12).

    • „ადამიანისთვის თავისი ფიქრის განმცხადებელი“ (13).

4  «ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო,სამარიის მთის მკვიდრნო,+საწყლებს რომ სძალავთ,+ ღარიბებს რომ ჩაგრავთდა თქვენს ქმრებს ეუბნებით, რამე მოიტანე და დავლიოთო!   უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი სიწმინდე დაიფიცა:„დაგიდგებათ დრო, როცა თქვენ ყასბის კაუჭებით აგწევენ,თქვენგან დარჩენილ ნაწილს კი — ანკესებით;   თითოეული პირდაპირ გარღვეულ კედელში გახვალთ;ჰარმონისკენ გაგყრიან“, — ამბობს იეჰოვა.   „მოდით ბეთელში, რომ შესცოდოთ,+მოდით გილგალში და მოუხშირეთ ცოდვებს!+ დილით მოიტანეთ თქვენი მსხვერპლი,+მესამე დღეს+ — მეათედები.   დაწვით სამადლობელ მსხვერპლად საფუვრიანი პური,+ რომ აბოლდეს,გაახმაურეთ, როცა ნებაყოფლობითი შესაწირავი მიგაქვთ, რადგან გიყვართ ამის კეთება, ისრაელებო“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.   „შიმშილისგან კბილები აგიკაწკაწეთ თქვენს ქალაქებშიდა პური გამოილია თქვენს სახლებში,+მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.   „მკამდე სამი თვით ადრე შეგიწყვიტეთ წვიმა,+ერთ ქალაქს ვაწვიმებდი, მეორეს კი — არა; მიწის ერთ ნაკვეთს აწვიმდა,უწვიმოდ დარჩენილი კი ხმებოდა.   ორი ან სამი ქალაქი ერთი ქალაქისკენ მიბარბაცებდა წყლის დასალევად+და წყურვილს ვერ იკლავდა;მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.   „ხორშაკი და ჭრაქი მოგივლინეთ.+ იშენებდით ბაღ-ვენახებს,მაგრამ ლეღვსა და ზეთისხილს კალია გიჩანაგებდათ;+მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა. 10  „ისეთი ჭირი შეგყარეთ, ეგვიპტეს რომ მოვუვლინე;+ მახვილით დავხოცე თქვენი ჭაბუკები+ და თქვენი ცხენები გავატაცებინე.+ თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე,+მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“, — ამბობს იეჰოვა. 11  „ისე გავაპარტახე თქვენი მიწა,როგორც სოდომი და გომორა.+ ცეცხლიდან გამოღებულ კუნძს ჰგავდით,მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა. 12  „ამიტომ ასე დაგსჯი, ისრაელო! რაკი ეს უნდა დაგმართო,გაემზადე შენი ღვთის დასახვედრად, ისრაელო! 13  მთათა შემქმნელი+ და ქარის შემოქმედი,+ადამიანისთვის თავისი ფიქრის განმცხადებელი,განთიადის წყვდიადად გადამქცეველი+და დედამიწის მაღლობების გამთელავი,+ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი!“»

სქოლიოები