ამოსი 6:1—14

  • ვაი თავდაჯერებულთ (1—14).

    • სპილოს ძვლის ტახტები და ღვინით სავსე თასები (4, 6).

6  „ვაი თავდაჯერებულთ სიონში,თავს უსაფრთხოდ რომ გრძნობთ სამარიის მთაზე,+რჩეული ერის დიდებულთ,რომლებთანაც მიდიან ისრაელები!   გადადით ქალნეში და ნახეთ, იქიდან წადით დიდ ხამათში+და ფილისტიმელთა გათში ჩადით. განა სჯობიან ისინი ამ სამეფოებს*?!განა მათი მიწა თქვენსაზე დიდია?!   დაგივიწყებიათ უბედურების დღე+და ძალადობა გაბატონებულა თქვენთან.+   სპილოს ძვლის+ ტახტებზე წამოწოლილხართ და საწოლებზე გაშხლართულხართ,+ფარის ვერძებსა და ნასუქ ხბოებს ჭამთ,+   სიმღერებს ქმნით ქნარზე+და დავითივით საკრავებს იგონებთ,+   ღვინით სავსე თასებს ცლით,+საუკეთესო ზეთს იცხებთ და არ განაღვლებთ იოსების უბედურება.+   ამიტომ პირველებს თქვენ გადაგასახლებენ,+ბოლო მოეღება გაშხლართულთა ღრეობას.   უზენაესმა უფალმა იეჰოვამ საკუთარი თავი დაიფიცა,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, —მძაგს იაკობის სიამაყე+და შევიძულე მისი გამაგრებული კოშკები,+მტერს ჩავუგდებ ხელში ქალაქს და ყველაფერს, რაც მასშია.+  ათი კაციც რომ დარჩეს ერთ სახლში, მაინც დაიხოცებიან. 10  მოვა ერთ-ერთის ბიძა, რომ ყველა სათითაოდ გამოიტანოს და დაწვას. როცა სახლიდან გამოიტანს მათ ძვლებს, ჰკითხავს სახლში მყოფს, კიდევ არისო ვინმე შენთან; ის კი მიუგებს, არავინ არისო. მაშინ ეტყვის: ჩუმად იყავი, რადგან ახლა არ არისო იეჰოვას სახელის ხსენების დრო. 11  აი, იეჰოვა ბრძანებს+და ის ნანგრევებად აქცევს დიდ სახლსდა გააცამტვერებს პატარა სახლს.+ 12  განა დარბიან კლდეზე ცხენებიანდა ხნავენ იქ ხარებით?! შხამიან მცენარედ გიქცევიათ სამართალიდა აბზინდად — სიმართლის ნაყოფი.+ 13  არარაობით ხარობთდა ამბობთ: განა საკუთარი ძალით არ მოვიპოვეთო ძლევამოსილება?!+ 14  ისრაელო, აი, შენ წინააღმდეგ აღვძრავ ხალხს,+ —ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, — ისინი შეგავიწროებენ ლებო-ხამათიდან+ არაბის ხევამდე“.

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება იუდასა და ისრაელის სამეფოები.