ამოსი 8:1—14

  • ხილვაში ნანახი საზაფხულო ხილით სავსე კალათა (1—3).

  • მჩაგვრელებს მსჯავრი ედებათ (4—14).

    • სულიერი შიმშილი (11).

8  უზენაესმა უფალმა იეჰოვამ მოწეული საზაფხულო ხილით სავსე კალათა მახილვინა.  მან მკითხა: „რას ხედავ, ამოს?“ მივუგე, მოწეული საზაფხულო ხილით სავსე კალათას-მეთქი. იეჰოვამ მითხრა: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა, მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+  ტაძრის სიმღერები მოთქმად იქცევა იმ დღეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ყველგან გვამები ეყრება.+ სიჩუმემ დაისადგუროს!   ისმინეთ ეს, თქვენ, ვინც ფეხქვეშ თელავთ ღარიბსდა ბოლოს უღებთ თვინიერთ ამ ქვეყანაში.+   ამბობთ: როდის ჩაივლის ახალმთვარობა,+ რომ მარცვლეული გავყიდოთ,როდის ჩაივლის შაბათი,+რომ პურეული გამოვიტანოთ გასაყიდად, რომ შევამციროთ ეფის საწყაო,მოვუმატოთ შეკელს წონადა მატყუარა სასწორით ვწონოთ,+   რომ ვერცხლით ვიყიდოთ გაჭირვებული,ღარიბი — წყვილი სანდლის ფასად,+და უვარგისი მარცვალი გავყიდოთო“.   იეჰოვამ, იაკობის დიდებამ, საკუთარი თავი დაიფიცა:+„არასდროს დავივიწყებ მათ საქმეებს!+   ამის გამო შეირყევა მიწადა იგლოვებს ყველა მისი მკვიდრი.+ ადიდდება ნილოსივით,აღელდება და შემდეგ დაშოშმინდება ეგვიპტის ნილოსივით“.+   „იმ დღეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, —შუადღის მზეს ჩავიყვანდა ნათელ დღეს დავაბნელებ.+ 10  დღესასწაულებს გოდებად გიქცევთ+და სადიდებელ სიმღერებს — სამგლოვიარო სიმღერებად; ყველას ჯვალოს შემოგახვევთ წელზედა თავებს გაგიქაჩლებთ. ისეთ დღეში ჩაგყრით, თითქოს ერთადერთ ვაჟს გლოვობდეთ,მწარე იქნება ამ დღის ბოლო. 11  მოდის დრო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, —როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას, შიმშილს, მაგრამ არა პურისასდა წყურვილს, მაგრამ არა წყლისას,არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს.+ 12  იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდედა ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; ყველგან დაუწყებენ ძებნას იეჰოვას სიტყვას, მაგრამ ვერსად იპოვიან. 13  იმ დღეს წყურვილისგან გული წაუვათლამაზ ქალწულებსა და ჭაბუკებს, 14  რომლებიც სამარიის+ დანაშაულს იფიცებენ და ამბობენ:ვფიცავ შენს ღმერთს, დან,+ და ვფიცავ ბეერ-შების+ გზას! დაეცემიან ისინი და ვეღარ ადგებიან“.+

სქოლიოები