ამოსი 9:1—15

  • ღვთის განაჩენი გარდაუვალია (1—10).

  • დავითის დაცემული კარვის აღმართვა (11—15).

9  ვიხილე იეჰოვა+ სამსხვერპლოს თავზე გაჩერებული. მან თქვა: „დაჰკარი ბუღაურს და შეირყევა ზღურბლები, წაჰკვეთე სვეტებს თავები. დარჩენილ ხალხს მახვილით დავხოცავ. გაქცეული თავს ვერ უშველის, ვერავინ გადაირჩენს თავს.+   სამარეშიც* რომ ჩაძვრნენ,იქიდანაც ამოვიყვან მათ ჩემი ხელით,ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან.   ქარმელის მწვერვალზეც რომ დაიმალონ,იქაც მოვძებნი და ჩამოვიყვან,+ ზღვის ფსკერზეც რომ დაემალონ ჩემს თვალს,ვუბრძანებ გველს და იქ დაკბენს მათ.   ტყვეობაშიც რომ წაასხან მტრებმა,ვუბრძანებ მახვილს და იქ დახოცავს მათ;+თვალს დავიჭერ მათზე მათდა საუბედუროდ და არა სასიკეთოდ.+   უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ეხება დედამიწას და დნება იგი;+იგლოვებს ყველა მისი მკვიდრი,+მთლიანად ადიდდება ნილოსივითდა დაშოშმინდება ეგვიპტის ნილოსივით.+   ის თავისთვის აგებს საფეხურებს ზეცაშიდა თაღს ჭიმავს დედამიწის თავზე,უხმობს ზღვის წყლებს, რათა გადმოღვაროს მიწის პირზე+იეჰოვაა მისი სახელი.+   განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელებო?! — ამბობს იეჰოვა. — განა მე არ გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან,+ფილისტიმელები — კრეტიდან+ და სირია — კირიდან?!+   უზენაესი უფლის, იეჰოვას, თვალები დაჰყურებს ცოდვილ სამეფოსდა აღგვის მას მიწის პირიდან.+ მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ იაკობის შთამომავლებს,+ — ამბობს იეჰოვა. —   აი, ვბრძანებდა გავაბნევ* ისრაელის შთამომავლებს ყველა ხალხში,+როგორც საცერს არხევენ ხოლმე და კენჭიც არ ვარდება მიწაზე. 10  მახვილით დაიხოცება ყველა ცოდვილი ჩემს ხალხში,რომლებიც ამბობენ, არ მოგვეკარება და არ გვეწევაო უბედურება. 11  იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს,+ამოვავსებ ბზარებს,აღვადგენ მის ნანგრევებსდა ისეთს ავაშენებ, როგორიც ძველად იყო,+ 12  რათა დაეპატრონონ ედომიდან გადარჩენილთ,+და ყველა ერს, ჩემი სახელით წოდებულს, — ამბობს იეჰოვა, რომელიც ამას იქმს. 13  დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, —როცა მხვნელი თავს წამოადგება მომკელს,ყურძნის მწურავი კი — მთესველს;+ახალი ღვინო მთებიდან ჩამოწვეთავს+და გორებიდან იდინებს.+ 14  ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს, ისრაელს,+ისინი აღადგენენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ,+ჩაყრიან ვაზს და მის ღვინოს დალევენ,+გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.+ 15  დავრგავ მათ მათივე მიწაზედა მეტად აღარ ამოიძირკვებიან მიწიდან,რომელიც მათ მივეცი,+ — ამბობს იეჰოვა, შენი ღმერთი“.

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „შევარხევ“.