ანგია 1:1—15

  • ისრაელების გაკიცხვა იმის გამო, რომ არ აღადგინეს ტაძარი (1—11).

    • „იმის დროა, რომ ... ხით მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ?!“ (4).

    • „დაუკვირდით თქვენს საქმეებს!“ (5).

    • „ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით“ (6).

  • ხალხმა დაუჯერა იეჰოვას (12—15).

1  დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-6 თვის პირველ დღეს, ანგია*+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას სიტყვა ეუწყა იუდას გამგებელ ზერუბაბელს,+ შეალთიელის ვაჟს, და მღვდელმთავარ იეჰოშუას, იეჰოცადაკის ვაჟს:  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას ტაძრის შენების დრო“».+  კვლავ ეუწყა იეჰოვას სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას:+  «აბა იმის დროა, რომ თქვენ ხით მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს ტაძარი კი დანგრეული იყოს?!+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს!  ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით;+ ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ კმაყოფილდებით; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. მოჯამაგირე თავის ჯამაგირს გახვრეტილ ქისაში დებს“».  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს!  წადით მთაში, ჩამოიტანეთ ხე-ტყე+ და ააშენეთ ჩემი მოსაწონი ტაძარი+ ჩემ განსადიდებლად,+ — ამბობს იეჰოვა. —  ბევრს ელოდით, მაგრამ ცოტა მიიღეთ; კი დააბინავეთ, მაგრამ მე გაგინიავეთ.+ რატომ? — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — იმიტომ რომ დანგრეულია ჩემი ტაძარი, თქვენ კი თქვენს სახლებს დაჰფოფინებთ.+ 10  ამიტომაც დაგიკავათ ცამ ნამი და მიწამ — მოსავალი. 11  გვალვას ვუვლენდი მიწას, მთებს, მარცვლეულს, ახალ ღვინოს, ზეთს, მიწის მოსავალს, კაცსა და პირუტყვს, მთელ თქვენს ნაშრომს“». 12  ზერუბაბელმა,+ შეალთიელის+ ვაჟმა, მღვდელმთავარმა იეჰოშუამ, იეჰოცადაკის+ ვაჟმა, და მთელმა ხალხმა მოუსმინეს თავიანთ ღმერთს, იეჰოვას, და ანგია წინასწარმეტყველს, რადგან იეჰოვას, მათი ღვთის, გამოგზავნილი იყო იგი; ხალხს იეჰოვასადმი კრძალვა გაუჩნდა. 13  შემდეგ ანგიამ, იეჰოვას მაცნემ, ხალხს იეჰოვას დავალებით მისი ცნობა გადასცა: „თქვენთანა ვარ!+ — ამბობს იეჰოვა“. 14  აღძრა იეჰოვამ+ იუდას გამგებელი ზერუბაბელი,+ შეალთიელის ვაჟი, მღვდელმთავარი იეჰოშუა,+ იეჰოცადაკის ვაჟი, და მთელი ხალხი, რომ წამოეწყოთ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თავიანთი ღვთის, ტაძრის მშენებლობა.+ 15  ეს მოხდა დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-6 თვის 24-ე დღეს.+

სქოლიოები

ნიშნავს „დღესასწაულზე დაბადებულს“.