ანგია 2:1—23

  • აღდგენილი ტაძარი ღვთის დიდებით აივსება (1—9).

    • „შევძრავ ხალხებს“ (7).

    • „მოვა ხალხთა საუნჯე“ (7).

  • ტაძრის აღდგენას კურთხევები მოჰყვება (10—19).

    • წმინდასთან შეხებით არაფერი იწმინდება (10—14).

  • ცნობა ზერუბაბელის საყურადღებოდ (20—23).

    • „ბეჭდად გაქცევ“ (23).

2  მე-7 თვის 21-ე დღეს ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა ეუწყა:  «უთხარი იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის + ვაჟს, და მთელ ხალხს:  „რომელს გახსოვთ ეს ტაძარი და მისი უწინდელი დიდება?+ ახლა როგორია? უწინდელთან ახლოსაც ვერ მივა!+  ზერუბაბელ, გამაგრდი, — ამბობს იეჰოვა, — მღვდელმთავარო იეჰოშუა, იეჰოცადაკის ვაჟო, შენც გამაგრდი! ამ მიწის მკვიდრნო, გამაგრდით,+ — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ! მე თქვენთანა ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  გაიხსენეთ, რას დაგპირდით, როცა ეგვიპტიდან გამოხვედით;+ ჩემი სული თქვენთანაა*.+ ნუ შეშინდებით!“+  აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს;+  შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე ამ ტაძარში;+ დიდებით ავავსებ მას,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  ვერცხლიც ჩემია და ოქროც, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  ამ ტაძრის სიდიადე უწინდელი ტაძრის სიდიადეზე აღმატებული იქნება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — მშვიდობას დავავანებ ამ ადგილზე“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა». 10  დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-9 თვის 24-ე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა ეუწყა: 11  «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჰკითხე მღვდლებს, რა წერია კანონში:+ 12  კაცს სამოსის კალთით წმინდა ხორცი რომ მიჰქონდეს და სამოსით შეეხოს პურს, შეჭამანდს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, განიწმინდება რომელიმე მათგანი?“» მღვდლებმა მიუგეს: „არა!“ 13  შემდეგ ანგიამ მათ ჰკითხა: „აქედან რომელიმეს რომ შეეხოს მიცვალებულთან შეხებით გაუწმინდურებული, გაუწმინდურდება ის, რასაც შეეხება?“+ მღვდლებმა მიუგეს: „გაუწმინდურდება“. 14  ანგიამ მათ უთხრა: „აი, ასეთია ეს ხალხი, ასეთია ეს ერი ჩემთვის, — ამბობს იეჰოვა, — ასეთია მთელი მათი ნაშრომი. ყველაფერი, რაც იქ მიაქვთ, უწმინდურია. 15  იფიქრეთ იმაზე, რა მოხდა ამ დღიდან მოყოლებული: ვიდრე იეჰოვას ტაძარში ქვა ქვაზე დაიდებოდა,+ 16  რა ხდებოდა მაშინ? 20 საწყაო მარცვლეულის გროვასთან რომ მივიდოდნენ, 10 საწყაო მარცვლეული ხვდებოდათ; საწნახელთან რომ მივიდოდნენ 50 საწყაოს ამოსახაპავად, 20 საწყაო ხვდებოდათ.+ 17  ხორშაკით, ჭრაქითა და სეტყვით გაგინადგურეთ მთელი ნაშრომი,+ მაგრამ არცერთი თქვენგანი არ დაბრუნებულა ჩემთან, — ამბობს იეჰოვა. — 18  იფიქრეთ იმაზე, რა ხდებოდა ამ დღიდან, მე-9 თვის 24-ე დღიდან, მოყოლებული, რა დღესაც საძირკველი ჩაეყარა იეჰოვას ტაძარს;+ იფიქრეთ ამაზე: 19  დარჩა თესლი საცავში?!+ გამოიღო ნაყოფი ვაზმა, ლეღვმა, ბროწეულმა ან ზეთისხილმა?! მაგრამ დღეიდან გაკურთხებთ“.+ 20  იმ თვის 24-ე დღეს იეჰოვას სიტყვა ანგიას მეორედ ეუწყა:+ 21  «უთხარი იუდას გამგებელ ზერუბაბელს: „შევძრავ ცასა და მიწას.+ 22  დავამხობ სამეფო ტახტებს და ბოლოს მოვუღებ ხალხთა სამეფოების ძლიერებას,+ გადავაყირავებ ეტლს მხედრებითურთ, ცხენებიც დაეცემიან მხედრებიანად, თითოეული თავისი ძმის მახვილით განიგმირება.+ 23  იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — აგიყვან, ზერუბაბელ,+ შეალთიელის+ ვაჟო, ჩემო მსახურო, — ამბობს იეჰოვა, — და ბეჭდად* გაქცევ, რადგან შენა ხარ ჩემი რჩეული“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ჩემი სული თქვენთან იყო“.
იგულისხმება საბეჭდავი ბეჭედი.