გალატელების მიმართ 1:1—24
1 პავლე — მოციქული, არც ადამიანთა მიერ წარგზავნილი და არც ადამიანის მიერ დანიშნული, არამედ იესო ქრისტესა+ და ღვთის, მამის მიერ,+ რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი —
2 და ჩემთან მყოფი ყველა ძმა, გალატიის კრებებს:
3 წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეთ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან!
4 მან თავი გაწირა ჩვენი ცოდვებისთვის,+ რათა დავეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან*+ ჩვენი ღვთისა და მამის ნება-სურვილით,+
5 რომელსაც ეკუთვნის დიდება სამარადისოდ. ამინ!
6 მიკვირს, ასე სწრაფად რომ შორდებით მას, ვინც ქრისტეს წყალობით მოგიწოდათ, და ყურს უგდებთ სხვა სასიხარულო ცნობას.+
7 არადა, არ არსებობს სხვა სასიხარულო ცნობა; ეს ზოგიერთებს შემოაქვთ არეულობა თქვენში,+ რომელთაც ქრისტეს შესახებ ცნობის დამახინჯება სურთ,
8 თუმცა ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმაც რომ გაუწყოთ იმისგან განსხვავებული ცნობა, რაც ჩვენ გაუწყეთ, წყეული იყოს!
9 ვთქვით, და ვიმეორებ: ვინც იმისგან განსხვავებულ რამეს გაუწყებთ, რაც მიიღეთ, წყეული იყოს!
10 ახლა ადამიანების გულის მოგებას ვცდილობ თუ ღვთისას?! იქნებ ვცდილობ, ადამიანებს ვაამო?! კვლავ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.
11 მინდა, იცოდეთ, ძმებო, რომ სასიხარულო ცნობა, რომელიც გაუწყეთ, ადამიანისგან არაა,+
12 რადგან ადამიანისგან კი არ მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტემ გამიცხადა.
13 რა თქმა უნდა, გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ადრე, როცა იუდეველი ვიყავი+ და სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის კრებას;+
14 ჩემს მოძმეთა შორის ბევრ ჩემს თანატოლზე თავგამოდებული იუდეველი ვიყავი, რადგან წინაპართა ადათ-წესებს მათზე მეტი მონდომებით ვიცავდი.+
15 მაგრამ, როცა ღმერთმა, რომელმაც ამქვეყნად გამაჩინა, თავისი წყალობით+ მომიწოდა და მოისურვა,
16 რომ ჩემი მეშვეობით გაეცხადებინა თავისი ძის შესახებ და უცხოტომელებისთვის მეხარებინა მასზე,+ ადამიანთან არ გავქცეულვარ რჩევის საკითხავად.
17 არც იერუსალიმში ჩავსულვარ მათთან, ვინც ჩემამდე იყვნენ მოციქულები; ჯერ არაბეთში წავედი, შემდეგ კი დამასკოში დავბრუნდი.+
18 სამი წლის შემდეგ ჩავედი იერუსალიმში+ კეფას*+ სანახავად და 15 დღე დავრჩი მასთან,
19 სხვა მოციქულთაგან კი არავინ მინახავს, მხოლოდ უფლის ძმა იაკობი+ ვნახე.
20 ღვთის წინაშე ვამბობ: რასაც გწერთ, სრული სიმართლეა.
21 ამის შემდეგ სირიისა და კილიკიის მხარეებში წავედი.+
22 მაშინ ქრისტეს კრებები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ;
23 მათ მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ, კაცი, რომელიც ერთ დროს გვდევნიდა,+ ახლა იმ რწმენის შესახებ ახარებს, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობდაო.+
24 ამიტომ ადიდებდნენ ღმერთს ჩემი ამბის გამო.