გამოსვლა 20:1—26

  • ათი მცნება (1—17).

  • შიშის მომგვრელი სანახაობა (18—21).

  • მითითებები თაყვანისცემასთან დაკავშირებით (22—26).

20  აი, რა თქვა ღმერთმა:+  „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი.+  არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა.+  არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.+  არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას.+ ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო ვსჯი მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე,  მაგრამ მეათასე თაობამდე ვიჩენ სიყვარულს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.+  არ მოიხსენიო უპატივცემულოდ* შენი ღვთის სახელი, იეჰოვა,+ რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უპატივცემულოდ მოიხსენიებს მის სახელს.+  გახსოვდეს შაბათი დღე, წმინდა იყოს ის შენთვის.+  ექვსი დღე იმუშავე და აკეთე შენი საქმეები,+ 10  მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას, შაბათია. არ იმუშაოთ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა შინაურმა ცხოველმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა,+ 11  ვინაიდან ექვსი დღე ქმნიდა იეჰოვა ცას, დედამიწას, ზღვასა და ყველაფერს, რაც მათშია, და მეშვიდე დღეს დაისვენა*.+ ამიტომ აკურთხა იეჰოვამ შაბათი დღე და წმინდად გამოაცხადა ის. 12  პატივი ეცი მამას და დედას,+ რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს.+ 13  არ მოკლა.+ 14  არ იმრუშო.+ 15  არ იქურდო.+ 16  არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+ 17  არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არც მისი ცოლი,+ არც მონა, არც მხევალი, არც ხარი, არც ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+ 18  ესმოდა მთელ ხალხს ქუხილისა და საყვირის ხმა და ხედავდნენ ელვასა და კვამლს, რომელიც მთას ასდიოდა. ამ ყოველივეს გამო ხალხი თრთოდა და მოშორებით იდგა.+ 19  მათ მოსეს უთხრეს: „შენ გველაპარაკე და შენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“.+ 20  მოსემ ხალხს მიუგო: „ნუ გეშინიათ, რადგან თქვენ გამოსაცდელად მოვიდა ჭეშმარიტი ღმერთი,+ რათა გეშინოდეთ მისი და არ შესცოდოთ“.+ 21  ხალხი მოშორებით იდგა, მოსე კი მიუახლოვდა შავ ღრუბელს, სადაც ჭეშმარიტი ღმერთი იყო.+ 22  იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „თქვენი თვალით ნახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკეთ.+ 23  არ გაიკეთოთ ვერცხლისა და ოქროს ღმერთები, რადგან ჩემ გარდა სხვა ღმერთი არ უნდა გყავდეთ.+ 24  მიწისგან ამიგეთ სამსხვერპლო და ზედ შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი, თქვენი ცხვარ-ძროხა. რომელ ადგილსაც ავირჩევ ჩემი სახელის სახსენებლად,+ იქ მოვალ და გაკურთხებთ. 25  თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებთ, თლილი ქვით არ ააგოთ.+ სატეხი არ მიაკაროთ, თორემ შებღალავთ. 26  არ გაუკეთოთ ჩემს სამსხვერპლოს საფეხურები, რათა არ გამოჩნდეს მასზე თქვენი სიშიშვლე“».

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სხვაგვარად — „ფუჭად“, „უღირსად“.
სხვაგვარად — „დაიწყო დასვენება“. დედანში გამოყენებული ზმნა გამოხატავს განგრძობით მოქმედებას.