გამოსვლა 33:1—23

  • შეგონება ღვთისგან (1—6).

  • შეხვედრის კარვის გაშლა ბანაკის გარეთ (7—11).

  • მოსე იეჰოვას სიდიადის ხილვას ითხოვს (12—23).

33  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აქედან წადით იმ ხალხთან ერთად, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, და მიდით იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როცა ვუთხარი, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი.+  წინ ანგელოზს წაგიმძღვარებ+ და განვდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+  მიდით იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე არ ვივლი თქვენ შორის, რომ გზაში არ გაგანადგუროთ,+ რადგან ჯიუტი ხალხი ხართ“.+  როცა ხალხმა ეს მკაცრი სიტყვები მოისმინა, გლოვა დაიწყეს და არც სამკაულები გაუკეთებია ვინმეს.  იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „ჯიუტი ხალხი ხართ.+ თვალის დახამხამებაში გავივლიდი თქვენ შორის და გაგანადგურებდით.+ სანამ არ გადავწყვეტ, როგორ მოგექცეთ, არ გაიკეთოთ სამკაულები“».  ისრაელებმა ხორების მთასთან მოიხსნეს სამკაულები და მას შემდეგ აღარ გაუკეთებიათ.  აიღო მოსემ თავისი კარავი და ბანაკის გარეთ, მოშორებით, გაშალა. მას შეხვედრის კარავი უწოდა. ყველა, ვისაც იეჰოვას აზრის გაგება სურდა,+ შეხვედრის კარავთან მიდიოდა, რომელიც ბანაკის გარეთ იყო.  როცა მოსე კარვისკენ გაემართებოდა, მთელი ხალხი დგებოდა, თავ-თავისი კარვის შესასვლელთან ჩერდებოდა და უყურებდა მოსეს, ვიდრე კარავში შევიდოდა.  როგორც კი მოსე კარავში შევიდოდა, კარვის შესასვლელთან ღრუბლის სვეტი+ ეშვებოდა და ჩერდებოდა მანამ, სანამ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა.+ 10  როდესაც ხალხი კარვის შესასვლელთან გაჩერებულ ღრუბლის სვეტს ხედავდა, თითოეული თავ-თავისი კარვის შესასვლელთან პირქვე ემხობოდა. 11  იეჰოვა მოსეს პირისპირ ელაპარაკებოდა,+ ისე როგორც კაცი კაცს. როდესაც მოსე ბანაკში ბრუნდებოდა, მისი მსახური+ იესო ნავეს ძე+ კარავს არ შორდებოდა. 12  მოსემ იეჰოვას უთხრა: „მეუბნები, წაუძეხი ამ ხალხსო, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის გამომაყოლებ. ისიც მითხარი, კარგად გიცნობ და ჩემს თვალში წყალობა პოვეო. 13  თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, გამაგებინე შენი გზები,+ რომ გიცნობდე და არ დავკარგო შენი წყალობა. ნურც იმას დაივიწყებ, რომ ეს ერი შენი ხალხია“.+ 14  მან უთხრა: „მე თვითონ გამოგყვები+ და მშვიდობას მოგცემ“.+ 15  მოსემ მიუგო: „თუ შენ თვითონ არ გამოგვყვები, აქედან ნუ წაგვიყვან. 16  როგორ გავიგო, რომ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ხალხმა, თუ არ გამოგვყვები+ და არ გამოგვყოფ მე და შენს ხალხს დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ხალხისგან?!“+ 17  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ამ სათხოვარსაც შეგისრულებ, რადგან კარგად გიცნობ და წყალობა პოვე ჩემს თვალში“. 18  მოსემ სთხოვა: „მაჩვენე შენი სიდიადე“. 19  მან უთხრა: „შენ წინ ჩავივლი და იხილავ ჩემს სიდიადეს*; შენ წინაშე გავაცხადებ ჩემს სახელს, იეჰოვას.+ ვისაც მოვიწონებ, მოვიწონებ და ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ“.+ 20  შემდეგ უთხრა: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“. 21  შემდეგ იეჰოვამ უთხრა: „აი აქ, ჩემთან ახლოს, კლდეზე დადექი. 22  კლდის ნაპრალში დაგაყენებ და ვიდრე ჩემი სიდიადით ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. 23  ხელს რომ მოგაშორებ, ჩემს ზურგს იხილავ, ჩემს სახეს კი ვერ იხილავ“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სიკარგეს“.