გამოსვლა 4:1—31

  • სამი სასწაული, რომელიც მოსემ უნდა მოახდინოს (1—9).

  • მოსე დავალების შესასრულებლად თავს შეუფერებლად თვლის (10—17).

  • მოსე ეგვიპტეში ბრუნდება (18—26).

  • მოსესა და აარონის შეხვედრა (27—31).

4  მოსემ უთხრა: „რომ არ მომისმინონ, არ დამიჯერონ+ და მითხრან, არ გამოგცხადებიაო იეჰოვა?“  იეჰოვამ ჰკითხა: „რა გიჭირავს ხელში?“ მან მიუგო: „ჯოხი“.  შემდეგ უთხრა: „დააგდე ჯოხი მიწაზე!“ მანაც დააგდო და ჯოხი გველად გადაიქცა;+ მოსე განზე გახტა.  იეჰოვამ უთხრა: „გაიწოდე ხელი და კუდზე წაავლე“. მანაც გაიწოდა, წაავლო და გველი ისევ ჯოხად გადაიქცა.  შემდეგ ღმერთმა უთხრა: „ასე დაიჯერებენ, რომ იეჰოვა, მათი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთი+ გამოგეცხადა“.+  მერე იეჰოვამ უთხრა: „უბეში ჩაიყავი ხელი!“ მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! კეთრისგან თოვლივით გასთეთრებოდა.+  ღმერთმა უთხრა: „ისევ ჩაიყავი უბეში ხელი!“ მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! ხელს ხორცისფერი დაჰბრუნებოდა.  ღმერთმა უთხრა: „თუ არ დაგიჯერებენ და პირველ სასწაულს არად ჩააგდებენ, მეორე სასწაულის მერე მაინც დაგიჯერებენ.+  მაგრამ, თუ მაინც არ მოგისმენენ და არცერთი სასწაულის შემდეგ არ გერწმუნებიან, ამოიღე წყალი მდინარე ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე; შენი ამოღებული წყალი სისხლად იქცევა ხმელეთზე“.+ 10  მოსემ იეჰოვას უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ მჭევრმეტყველი — არც მანამდე და არც მას შემდეგ, რაც შენს მსახურს ელაპარაკე, რადგან მიჭირს ლაპარაკი*“.+ 11  იეჰოვამ მიუგო: „ვინ მისცა კაცს ბაგე?! ვინ ართმევს ადამიანს ლაპარაკის უნარს და სმენას, ვინ აძლევს მხედველობას ან ვინ ართმევს თვალისჩინს?! განა მე არა, იეჰოვა?! 12  ახლა წადი; მე დაგეხმარები და ილაპარაკებ; მე დაგარიგებ, რა უნდა თქვა“.+ 13  მოსემ უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ იქნებ სხვა გაგზავნო“. 14  განრისხდა იეჰოვა მოსეზე და უთხრა: „ლევიანი აარონი+ შენი ძმა არ არის?! ვიცი, რომ მას ლაპარაკი არ უჭირს. აი, მოდის კიდეც შენთან შესახვედრად. რომ დაგინახავს, ძალიან გაიხარებს.+ 15  ელაპარაკე და გადაეცი, რაც გითხარი.+ მე დაგეხმარებით და ილაპარაკებთ;+ მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ. 16  შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. შენს სათქმელს ის იტყვის, შენ კი ღმერთი* იქნები მისთვის.+ 17  ეს ჯოხი შენ გექნება და სასწაულებს შენ მოახდენ“.+ 18  დაბრუნდა მოსე ითროსთან, თავის სიმამრთან,+ და სთხოვა: „წავალ ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, როგორ არიან“. ითრომ მოსეს მიუგო: „მშვიდობით იარე“. 19  მიდიანში იეჰოვამ მოსეს უთხრა: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველა, ვინც მოკვლას გიპირებდა, მკვდარია“.+ 20  შესხა ვირზე მოსემ თავისი ცოლ-შვილი და დაადგა ეგვიპტის გზას. მას ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი ეჭირა. 21  იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ეგვიპტეში რომ დაბრუნდები, ფარაონის წინაშე მოახდინე ყველა ის სასწაული, რომელთა მოხდენის ძალაც მოგეცი.+ მაგრამ გავაჯიუტებ* ფარაონს+ და არ გაუშვებს ხალხს.+ 22  უთხარი ფარაონს, ასე შემოგითვალა-თქო იეჰოვამ: „ისრაელი ჩემი ძეა, ჩემი პირმშო.+ 23  გეუბნები, გაუშვი ჩემი ძე, რომ მემსახუროს, თორემ, თუ არ გაუშვებ, მოვკლავ შენს ძეს, შენს პირმშოს“».+ 24  გზაზე, ღამის გასათევ ადგილას, იეჰოვა*+ მივიდა მასთან* და მოკვლა დაუპირა.+ 25  აიღო ციფორამ+ კაჟი, წინადაცვითა თავისი ვაჟი, ფეხზე შეახო მას* და თქვა: „ჩემი ნეფე ხარ სისხლით“. 26  გაუშვა ღმერთმა იგი. მაშინ ციფორამ წინადაცვეთის გამო თქვა: „სისხლით ნეფე“. 27  იეჰოვამ აარონს უთხრა: „წადი უდაბნოში და შეხვდი მოსეს“.+ წავიდა იგი, შეხვდა მას ჭეშმარიტი ღვთის+ მთასთან და გადაკოცნა. 28  გადასცა მოსემ აარონს იეჰოვას, თავისი გამგზავნელის, სიტყვები+ და უთხრა, რა სასწაულები უნდა მოეხდინა მისი ბრძანებისამებრ.+ 29  წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ყველა უხუცესი.+ 30  მოუყვა აარონი მათ ყველაფერს, რაც იეჰოვამ მოსეს უთხრა, და მან ის სასწაულები+ მათ თვალწინ მოახდინა. 31  ხალხმაც ირწმუნა.+ როცა გაიგეს, რომ იეჰოვამ მოხედა ისრაელებს+ და დაინახა მათი გაჭირვება,+ მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“.
სხვაგვარად — „ღვთის წარმომადგენელი“.
სხვაგვარად — „დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს“.
იგულისხმება ანგელოზი, იეჰოვას წარმომადგენელი.
სავარაუდოდ, იგულისხმება მოსეს ვაჟი.
სავარაუდოდ, იგულისხმება ანგელოზი.