იოანეს გამოცხადება 12:1—17
12 გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი: მზით შემოსილი ქალი,+ რომლის ფეხქვეშაც მთვარე იყო და რომელსაც თავზე 12 ვარსკვლავის გვირგვინი ედგა;
2 ორსულად იყო და კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
3 სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: დიდი ალისფერი დრაკონი,+ რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, თავებზე კი შვიდი გვირგვინი ედგა.
4 მან კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების+ მესამედს და დედამიწაზე+ გადმოყარა. დრაკონი მშობიარე ქალის+ წინ იდგა, რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა მისი ბავშვი.
5 ქალმა შვა ვაჟი,+ რომელმაც რკინის კვერთხით+ უნდა დამწყემსოს ყველა ერი. ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან.
6 ქალი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც ღმერთს მისთვის ადგილი ჰქონდა მომზადებული, რათა იქ 1 260 დღის განმავლობაში გამოეკვებათ.+
7 ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი*+ და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონიც და მისი ანგელოზებიც,
8 მაგრამ ვერ სძლიეს და აღარც ადგილი დარჩა მათთვის ზეცაში.
9 გადმოაგდეს დიდი დრაკონი,+ ძველი გველი,+ რომელსაც ეშმაკი+ და სატანა+ ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო,+ გადმოაგდეს დედამიწაზე+ და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს.
10 გავიგონე ციდან დიდი ხმა:
„აი, დაგვიხსნა ძლევამოსილმა ღმერთმა;+ დამყარდა მისი სამეფო+ და მისი ცხებულის* ძალაუფლება, რადგან გადააგდეს ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც დღე და ღამე ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე!+
11 სძლიეს+ მას კრავის სისხლითა+ და ქადაგებით;+ სიცოცხლის* დაკარგვის მაშინაც არ შეშინებიათ,+ როცა სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ.
12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და ზეცის მკვიდრნო! ვაი მიწასა და ზღვას!+ თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.+
13 დედამიწაზე გადმოგდებულმა დრაკონმა+ დევნა დაუწყო ქალს,+ რომელმაც ვაჟი შვა.
14 მიეცა ქალს დიდი არწივის+ ორი ფრთა, რათა უდაბნოში მისთვის მომზადებულ ადგილას გადაფრენილიყო, სადაც უნდა გამოეკვებათ დროის, დროებისა და ნახევარი დროის*+ განმავლობაში, გველისგან+ მოშორებით.
15 გველმა ქალის კვალდაკვალ პირიდან ამოანთხია წყალი, მდინარის მსგავსი, რათა მდინარეს დაეხრჩო იგი,
16 მაგრამ ქალს მიწამ უშველა; დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც დრაკონმა ამოანთხია.
17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა მის შთამომავალთაგან+ დანარჩენებს შებრძოლებოდა, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც იესოს შესახებ ქადაგების საქმე აკისრიათ.+
სქოლიოები
^ ნიშნავს: „ვინ არის ღვთის მსგავსი?“
^ სიტყვასიტყვით — „ქრისტეს“.
^ ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ანუ სამ-ნახევარი დრო.