იოანეს გამოცხადება 14:1—20

  • კრავი და 144 000 (1—5).

  • ცნობა სამი ანგელოზისგან (6—12).

    • ანგელოზს, რომელიც ცაში დაფრინავდა, სასიხარულო ცნობა ჰქონდა (6, 7).

  • ბედნიერნი იქნებიან ისინი, ვინც უფალთან ერთობაში კვდებიან (13).

  • დედამიწის ორჯერ მომკა (14—20).

14  გავიხედე და დავინახე, რომ კრავი+ სიონის მთაზე+ იდგა და მასთან ერთად იყო 144 000,+ რომლებსაც შუბლებზე მისი სახელი და მისი მამის სახელი+ ეწერათ.  გავიგონე ციდან ხმა, რომელიც წყალთა ხმაურის, ძლიერი ქუხილისა და მომღერალ მექნარეთა ხმას ჰგავდა.  ისინი თითქოს ახალ სიმღერას+ მღეროდნენ ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა+ და უხუცესების+ წინაშე; ამ სიმღერის შესწავლა დედამიწიდან ნაყიდი 144 000-ის+ გარდა არავის შეეძლო.  მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან, უბიწოები*+ არიან. სადაც არ უნდა წავიდეს კრავი,+ ყველგან მიჰყვებიან.+ ისინი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი+ ღვთისა და კრავისთვის.  მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა, უმანკონი არიან.+  ვიხილე ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა; მას მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რათა ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის.+  ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა ხალხის გასამართლების საათი!+ თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა+ და წყაროების შემქმნელს!“  მოჰყვა მას მეორე ანგელოზი, რომელიც აცხადებდა: „დაეცა!+ დაეცა დიდი ბაბილონი,+ რომელიც ვნებამორეული ასმევდა თავისი გარყვნილების ღვინოს ყველა ერს!“+  მოჰყვა მათ მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „თუ ვინმე თაყვანს სცემს მხეცსა+ და მის ქანდაკებას და დაიდებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,+ 10  მას ღვთის რისხვის ღვინის დალევაც მოუწევს, რომელიც გაუზავებლად ისხმება მისი რისხვის სასმისში,+ და ცეცხლითა და გოგირდით+ დაიტანჯება წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ! 11  მათი ტანჯვის კვამლი არასოდეს შეწყდება;+ მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვისაც ნიშნად აქვს მისი სახელი დადებული, დღე და ღამე არ ექნებათ მოსვენება!+ 12  ამიტომაც სჭირდებათ მოთმინება წმინდებს,+ რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს რწმენას+ მიჰყვებიან“. 13  გავიგონე ციდან ხმა: „დაწერე: ამიერიდან ბედნიერნი იქნებიან ისინი, ვინც უფალთან ერთობაში კვდებიან.+ ასე ამბობს სული: დაისვენონ თავიანთი შრომისგან, რადგან მათი საქმეები დავიწყებას არ მისცემია*“. 14  გავიხედე და დავინახე თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც კაცის ძის მსგავსი+ იჯდა, თავზე ოქროს გვირგვინი ედგა და ხელში ბასრი ნამგალი ეჭირა. 15  გამოვიდა ტაძრიდან ანგელოზი, რომელმაც ღრუბელზე მჯდომს ხმამაღლა მიმართა: „მოიმარჯვე ნამგალი და მომკე; მოვიდა მკის საათი, რადგან დედამიწაზე სამკალი მზადაა მოსამკელად!“+ 16  ღრუბელზე მჯდომმა მოუქნია თავისი ნამგალი დედამიწას და მოიმკა დედამიწა. 17  ზეციერი ტაძრიდან სხვა ანგელოზიც გამოვიდა. მასაც ბასრი ნამგალი ეჭირა. 18  სამსხვერპლოდან კიდევ ერთი ანგელოზი გამოვიდა, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ცეცხლზე, და ხმამაღლა მიმართა ბასრი ნამგლის მქონეს: „მოიმარჯვე ბასრი ნამგალი და მოაგროვე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან უკვე მწიფეა მათი მარცვლები!“+ 19  მოუქნია ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწას, მოაგროვა დედამიწის ვაზი და ღვთის რისხვის დიდ საწნახელში ჩაყარა.+ 20  დაიწნეხა ყურძენი საწნახელში ქალაქგარეთ და სისხლი გამოვიდა საწნახლიდან ცხენის ლაგმის სიმაღლეზე და 1 600 სტადიონზე*.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ქალწულები“.
სიტყვასიტყვით — „რაც მათ გააკეთეს, თან გაჰყვა მათ“.
დაახლ. 300 კმ. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.