იოანეს გამოცხადება 15:1—8
15 ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საოცარი, შვიდი ანგელოზი,+ შვიდი უკანასკნელი უბედურების მომტანი, რითაც სრულდება ღვთის რისხვა.+
2 ვიხილე ცეცხლნარევი, მინის ზღვის+ მსგავსი რამ. მხეცზე, მის ქანდაკებასა+ და მისი სახელის+ რიცხვზე გამარჯვებულნი+ მინის ზღვასთან იდგნენ, ხელში ღვთის ქნარები ეჭირათ
3 და ღვთის მონის, მოსეს,+ სიმღერასა და კრავის+ სიმღერას მღეროდნენ:
„დიდი და საოცარია შენი საქმენი,+ იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ.+ სამართლიანი და ჭეშმარიტია შენი გზები,+ მარადიულობის მეფევ!+
4 ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა*, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?! მხოლოდ შენა ხარ ერთგული!+ ყველა ხალხი შენ თაყვანსაცემად მოვა,+ რადგან გაცხადდა შენი სამართალი“.
5 ამის შემდეგ დავინახე, რომ გაიღო ტაძარი+ ზეცაში+
6 და იქიდან შვიდი უბედურების მომტანი შვიდი ანგელოზი+ გამოვიდა, რომლებსაც სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი ეცვათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.
7 ოთხი ცოცხალი არსებიდან ერთ-ერთმა ამ შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, რომლებიც მარად ცოცხალი ღვთის რისხვით იყო სავსე.+
8 ღვთის დიდებამ და ძლიერებამ ტაძარი კვამლით აავსო+ და არავის შეეძლო შიგნით შესვლა, სანამ შვიდი ანგელოზის შვიდი უბედურება+ არ დასრულდა.