იოანეს გამოცხადება 2:1—29

  • წერილები ეფესოს (1—7), სმირნის (8—11), პერგამონის (12—17) და თიატირის (18—29) კრებებს.

2  «ეფესოს+ კრების ანგელოზს+ მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უჭირავს მარჯვენა ხელში და ვინც შვიდ ოქროს სალამპრეს+ შორის მიმოდის:  „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა, მოთმინება და ის, რომ ბოროტთა საქციელს არ იწყნარებ; ვიცი, რომ გამოსცადე ისინი, ვინც მოციქულობას იჩემებენ,+ და დაინახე, რომ მატყუარები არიან.  შენ მოთმინებას იჩენ; რა არ აიტანე ჩემი სახელის გულისთვის,+ მაგრამ არ დაქანცულხარ.+  თუმცა უკმაყოფილო ვარ იმით, რომ აღარ გაქვს თავდაპირველი სიყვარული.  ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე+ და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არ მოინანიებ,+ მოვალ და მოვაცილებ შენს სალამპრეს+ თავისი ადგილიდან.  თუმცა კარგიც გაქვს, გძულს ნიკოლაელთა სექტის+ საქმეები, რაც მეც მძულს.  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს:+ მძლეველს+ ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან,+ რომელიც ღვთის სამოთხეშია“.  სმირნის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო „პირველი და უკანასკნელი“,+ რომელიც მოკვდა, მაგრამ გაცოცხლდა:+  „ვიცი შენი გასაჭირისა და სიღარიბის შესახებ, თუმცა მდიდარი ხარ.+ მათი მკრეხელობის შესახებაც ვიცი, ვინც იუდეველობას იჩემებენ, მაგრამ სინამდვილეში სატანის სინაგოგიდან არიან.+ 10  ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს.+ ეშმაკი ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ; თქვენი გასაჭირი ათი დღე გასტანს. სიკვდილამდე მიერთგულე და სიცოცხლის გვირგვინს გიბოძებ.+ 11  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს,+ რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს+ ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“.+ 12  პერგამონის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც ბასრი, დიდი ორლესული მახვილი აქვს:+ 13  „ვიცი, სადაც ცხოვრობ, იქ, სადაც სატანის ტახტია, და მაინც ეჭიდები ჩემს სახელს;+ შენ არ უარყავი ჩემდამი რწმენა+ იმ დროსაც კი, როცა ჩემი ერთგული მოწმე+ ანტიპა თქვენს ქალაქში მოკლეს,+ სადაც სატანა მკვიდრობს. 14  მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ თქვენგან ზოგიერთი ბალაამის მოძღვრებას+ იზიარებს, რომელიც ბალაკს+ მოუწოდებდა, ისრაელებისთვის დაბრკოლების ლოდი დაედო — ეჭამათ კერპთშენაწირი და გარყვნილება*+ ჩაედინათ. 15  თქვენთან ისეთებიც არიან, ნიკოლაელთა სექტის+ სწავლებებს რომ იზიარებენ. 16  მაშ, მოინანიეთ, თორემ მალე მოვალ და შევებრძოლები მათ ჩემი პირიდან გამოსული დიდი მახვილით!+ 17  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს:+ მძლეველს+ მივცემ დაფარულ მანანას+ და პატარა თეთრ ქვას, რომელზეც ახალი სახელი ეწერება; ეს სახელი მხოლოდ მას ეცოდინება, ვინც მას მიიღებს“. 18  თიატირის+ კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს+ მიუგავს, ფეხები კი — სუფთა სპილენძს:+ 19  „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირვანდელზე უკეთესია. 20  მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ თავის ნებაზე უშვებ იზებელს,+ ქალს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად მიიჩნევს, და თავისი სწავლებით აცდუნებს ჩემს მონებს, რომ გარყვნილება* ჩაიდინონ+ და კერპთშენაწირი ჭამონ. 21  დრო მივეცი მოსანანიებლად, მაგრამ არ სურს ჩადენილი გარყვნილების* მონანიება. 22  მას ლოგინად ჩავაგდებ და ვინც მასთან ერთად მრუშობს, დიდ გასაჭირს მოვუვლენ, თუ არ მოინანიებენ იმ საქმეებს, რაც მან ჩაადენინა. 23  შვილებს სასიკვდილო ჭირით დავუხოცავ და ყველა კრება გაიგებს, რომ გულთამხილავი* ვარ; თითოეულ თქვენგანს თქვენი საქმეებისამებრ მოგიზღავთ.+ 24  დანარჩენებს კი, ვინც თიატირაში ხართ, ყველას, ვინც ამ მოძღვრებას არ იზიარებთ, მათ, ვისაც არ გსურთ, „სატანის სიღრმეებს“+ გაეცნოთ, გეუბნებით: მეტს აღარაფერს გაკისრებთ. 25  ჩემ მოსვლამდე კი კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ.+ 26  მძლეველსა და ჩემი გზებით მავალს მივცემ ისეთ ძალაუფლებას ხალხებზე,+ 27  როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით+ და ისინი თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან. 28  მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.+ 29  ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“».

სქოლიოები

იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ვიკვლევ თირკმელებსა და გულს“.