იოანეს გამოცხადება 20:1—15
20 ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები+ და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში.
2 შეიპყრო მან დრაკონი,+ ძველი გველი,+ ეშმაკი+ და სატანა,+ და შებოჭა იგი 1 000 წლით.
3 ჩააგდო ის უფსკრულში,+ რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ 1 000 წელი არ გავა. ამის შემდეგ კი ის ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს.+
4 ვიხილე ტახტები; ტახტებზე მსხდომთ გასამართლების უფლებამოსილება ჰქონდათ მიცემული. ვიხილე აგრეთვე იესოსა და ღვთის შესახებ ქადაგების გამო სიკვდილით დასჯილები*, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი დაიდეს შუბლსა და ხელზე.+ ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად მეფობდნენ+ 1 000 წელი
5 (დანარჩენი მკვდრები+ არ გაცოცხლდნენ, სანამ 1 000 წელი არ გავიდა). ეს არის პირველი აღდგომა.+
6 ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში.+ მათ მეორე სიკვდილი+ არ ემუქრებათ.+ ისინი ღვთისა და ქრისტეს მღვდლები იქნებიან+ და მასთან ერთად იმეფებენ 1 000 წელი.+
7 როგორც კი გავა 1 000 წელი, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან
8 და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავით იქნება.
9 მოედებიან ისინი მთელ დედამიწას და ალყაში მოაქცევენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს, მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვა და შთანთქავს მათ.+
10 ეშმაკს კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩააგდებენ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი+ და ცრუწინასწარმეტყველი იქნებიან.+ ისინი დღედაღამ, მარადიულად დაიტანჯებიან.
11 ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ტახტზე მჯდომი.+ მისგან გაიქცა ცა და დედამიწა,+ და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათთვის.
12 ვიხილე ტახტის წინ მდგომი მკვდრები, დიდი და მცირე, და გაშლილი გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+
13 დააბრუნა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც* დააბრუნეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა.+
14 სიკვდილი და სამარე ჩაყარეს ცეცხლის ტბაში;+ ცეცხლის ტბა+ მეორე სიკვდილს+ განასახიერებს.
15 ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს,+ ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „სიკვდილით დასჯილთა სულები“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).