იოანეს გამოცხადება 22:1—21
22 ანგელოზმა სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა,+ ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის+ ტახტიდან მოედინებოდა
2 ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იდგა, რომლებიც 12-ჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო.+
3 აღარ დაიწყევლება ქალაქი. ღვთისა და კრავის+ ტახტი იქნება იქ და ღმერთს თავისი მონები ემსახურებიან,
4 იხილავენ მის სახეს+ და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ.+
5 ღამე აღარ იქნება+ და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა* ღმერთი მოჰფენს მათ შუქს+ და ისინი მარადიულად იმეფებენ.+
6 მან მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.+ იეჰოვამ*, წინასწარმეტყველთა შთამაგონებელმა ღმერთმა,+ თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს.
7 მალე მოვალ!+ ბედნიერია ის, ვინც ყურად იღებს ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვებს“.+
8 მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი; როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამ ყოველივეს მაჩვენებდა,
9 მაგრამ მან მითხრა: „ნუ იზამ ამას! ღმერთს ეცი თაყვანი! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ, შენი ძმები, წინასწარმეტყველები, და ისინი, ვინც ყურად იღებენ ამ გრაგნილზე დაწერილ სიტყვებს“.+
10 მან აგრეთვე მითხრა: «ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა.
11 დაე უმართლომ კვლავ ჩაიდინოს უმართლობა, უწმინდურმა — უწმინდურება, მართალმა კი კვლავ სიმართლით იაროს და წმინდამ — სიწმინდით.
12 „მალე მოვალ და თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღავ!+
13 მე ვარ ალფა და ომეგა*,+ პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული.
14 ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხეს გრძელი სამოსელი,+ რათა სიცოცხლის ხეებთან+ მისვლის უფლება ჰქონოდათ და კარიბჭეებით ქალაქში შესულიყვნენ.+
15 გარეთ არიან ძაღლები*, სპირიტიზმის მიმდევრები, მეძავები, მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა მატყუარა და თაღლითი“.+
16 „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა გადამეცა ეს ყოველივე კრებებისთვის. მე ვარ დავითის ფესვი+ და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».+
17 სული და პატარძალი+ ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი+ და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.+
18 «ყველას გასაგონად ვამბობ, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას,+ ღმერთი მოუვლენს მას ამ გრაგნილზე დაწერილ ყოველგვარ უბედურებას.+
19 და, თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას, ღმერთიც წაართმევს მას თავის წილს, იმას, რაც ამ გრაგნილშია ჩაწერილი — არ მისცემს სიცოცხლის ხის+ ნაყოფის ჭამისა და წმინდა ქალაქში+ ყოფნის უფლებას.
20 ვინც ამის შესახებ გვაუწყებს, ამბობს: „მალე მოვალ!“»+
ამინ! მოდი, უფალო იესო!
21 უფალ იესო ქრისტეს წყალობა არ მოჰკლებოდეთ წმინდებს!
სქოლიოები
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.
^ იგულისხმებიან ღვთის თვალში ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენნი.