იოანეს გამოცხადება 4:1—11

  • იეჰოვას ზეციერი სამყოფლის ხილვა (1—11).

    • იეჰოვას ტახტი (2).

    • 24 უხუცესი ტახტებზე (4).

    • ოთხი ცოცხალი არსება (6).

4  ამის შემდეგ გავიხედე და ცაში ღია კარი დავინახე. პირველი ხმა, რომელიც მომესმა, საყვირის ხმას ჰგავდა და მეუბნებოდა: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“.  მაშინვე სულმა მომიცვა და დავინახე, რომ ზეცაში ტახტი იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა.+  ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა+ და სარდიონს ჰგავდა და ტახტს ზურმუხტისფერი ცისარტყელა ჰქონდა შემოვლებული.+  ტახტის ირგვლივ 24 ტახტი იყო, რომლებზეც თეთრი სამოსით შემოსილი 24 უხუცესი+ იჯდა და თავზე მათ ოქროს გვირგვინები ედგათ.  ტახტიდან ელვა,+ ქუხილი და ხმები+ გამოდიოდა. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს განასახიერებს.+  ტახტის წინ თითქოს ბროლისებრი მინის ზღვა+ იყო. შუაში, ტახტის ირგვლივ ოთხი ცოცხალი არსება+ იყო, წინიდან და უკნიდან თვალებით დაფარული.  პირველი ცოცხალი არსება ლომს ჰგავდა,+ მეორე — მოზვერს,+ მესამეს+ ადამიანის სახე ჰქონდა, მეოთხე+ კი არწივს+ ჰგავდა.  ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც ზემოდანაც და ქვემოდანაც+ თვალებით იყო დაფარული. ისინი დღედაღამ განუწყვეტლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა*+ ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“.+  როცა ცოცხალი არსებები დიდებასა და პატივს მიაგებდნენ და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, მარად ცოცხალს,+ 10  24 უხუცესი+ ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას, მარად ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ ყრიდნენ და ამბობდნენ: 11  „იეჰოვა*, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება,+ პატივი+ და ძლიერება,+ რადგან ყველაფერი შენ შექმენი,+ შენი ნებით არსებობს და შეიქმნა!“

სქოლიოები