იოანეს გამოცხადება 8:1—13

  • მეშვიდე ბეჭდის ახსნა (1—6).

  • ოთხი საყვირი (7—12).

  • სამი „ვაი“ (13).

8  როცა მან+ მეშვიდე ბეჭედი ახსნა,+ ზეცაში ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა.  ვიხილე შვიდი ანგელოზი,+ რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ; მათ შვიდი საყვირი მიეცათ.  მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელსაც ოქროს საცეცხლური ეჭირა და სამსხვერპლოსთან+ დადგა. მას ბევრი საკმეველი+ მისცეს, რაც მსხვერპლად უნდა მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე,+ ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ.  ანგელოზის ხელიდან საკმევლის კვამლი წმინდების ლოცვებთან+ ერთად ღმერთთან ავიდა.  ანგელოზმა საცეცხლური მაშინვე აავსო სამსხვერპლოს ცეცხლით და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა. დაიწყო ქუხილი და ელვა,+ გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა.  შვიდი ანგელოზი, რომელსაც შვიდი საყვირი+ ჰქონდა, ჩასაბერად მოემზადა.  ჩაჰბერა პირველმა ანგელოზმა საყვირს და დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი წამოვიდა;+ დედამიწისა და ხეების მესამედი და მთელი მწვანე მცენარეულობა გადაიბუგა.+  ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაც ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი ზღვაში ჩავარდა.+ ზღვის მესამედი სისხლად იქცა,+  ზღვის სულდგმულთა მესამედი ამოწყდა+ და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა. 10  ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან მოელვარე ლამპრის მსგავსი დიდი ვარსკვლავი ჩამოვარდა და მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს დაეცა.+ 11  ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა.+ 12  ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედი შეირყა,+ რათა დაბნელებულიყო+ მათი მესამედი და არც დღისა და არც ღამის მესამედი არ ყოფილიყო განათებული. 13  დავინახე ერთი არწივი, რომელიც ცაში დაფრინავდა, და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი,+ ვაი დედამიწის მკვიდრთ, რადგან გაისმება საყვირების ხმა, რომლებსაც დანარჩენი სამი ანგელოზი სადაცაა ჩაჰბერავს!“+

სქოლიოები