გოდება 1:1—22

  • იერუსალიმი ქვრივსაა შედარებული.

    • ის მიტოვებულია და მარტოდმარტო ზის (1).

    • სიონის მძიმე ცოდვები (8, 9).

    • სიონი ღმერთმა უარყო (12—15).

    • სიონს არა ჰყავს ნუგეშისმცემელი (17).

א [ალეფ]* 1  ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!+ როგორ დაემსგავსა ქვრივს ის, ვინც უწინ ერებს შორის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა!+ როგორ შრომობს მონურად ის,ვინც ერთ დროს სამთავროთა ქალბატონი იყო!+ ב [ბეთ]   ღამღამობით გულამოსკვნილი ტირის+ და ღაწვებზე ცრემლი სდის. არცერთი საყვარელი არ ჰყავს გვერდით, რომ ანუგეშოს.+ მეგობრებმა უღალატეს,+ მტრებად ექცნენ. ג [გიმელ]   გადასახლებულია იუდა,+ გაჭირვებული და დამონებულია.+ სხვა ხალხებს შორის უწევს ცხოვრება;+ სიმშვიდეს ვერსად პოულობს. ყველა მდევარი გაჭირვებისას დაეწია. ד [დელეთ]   გლოვობენ სიონის გზები, აღარავინ მიდის დღესასწაულზე.+ განადგურებულია ყველა მისი კარიბჭე,+ ოხრავენ მისი მღვდლები. დამწუხრებულან მისი ქალწულები და თავადაც გამწარებულია. ה [ჰე]   გაუბატონდნენ მტრები, არხეინად არიან.+ იეჰოვამ დაანაღვლიანა ცოდვათა სიმრავლის გამო,+ მისი შვილები მტრებმა ტყვედ წაასხეს.+ ו [ვავ]   მოსცილდა სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება.+ მისი მთავრები ირმებივით არიან, საძოვარს რომ ვერ პოულობენ.ძალაგამოცლილნი მიდიან და მდევარი მიჰყვებათ. ז [ზაინ]   იერუსალიმი გაჭირვებისა და უსახლკარობის დროს იხსენებსიმ ყოველივეს, რაც მისთვის ძვირფასი იყო.+ როცა მისი ხალხი მტერმა დაიპყრო, მშველელი არავინ ჰყავდა;+მოწინააღმდეგეებმა დაინახეს მისი დაცემა და დასცინეს.+ ח [ხეთ]   დიდად შესცოდა იერუსალიმმა+ და ამიტომაც გახდა საძულველი. ვინც პატივს სცემდა, ახლა აბუჩად იგდებს, რადგან დაინახეს მისი სიშიშვლე;+ ოხრავს იგი+ და შერცხვენილი ტრიალდება. ט [ტეთ]   მისი ტანსაცმლის კალთები ააშკარავებს მის უწმინდურებას. არ ფიქრობდა, როგორი მომავალი ელოდა.+ გამაოგნებელი იყო მისი დაცემა; არავინ ჰყავს ნუგეშისმცემელი. იეჰოვა, დაინახე ჩემი გასაჭირი, რადგან გამედიდურდა მტერი!+ י [ჲოდ] 10  მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო მისი ძვირფასეულობა.+ დაინახა იერუსალიმმა, რომ ერები მის წმინდა ადგილზე შევიდნენ,+ისინი, რომელთათვისაც ნაბრძანები გქონდა, რომ არ შესულიყვნენ შენს ხალხში. כ [ქაფ] 11  ოხრავს მთელი ხალხი, პურს დაეძებს.+ ძვირფასეულობას საჭმელში ცვლიან, რომ არ დაიხოცონ. დაინახე, იეჰოვა, რომ უვარგის ქალს დავემსგავსე. ל [ლამედ] 12  ნუთუ ეს ყველაფერი სულერთია თქვენთვის, გამვლელნო?! შეხედეთ და დაინახეთ! ვისთვის მიუყენებიათ ისეთი ტკივილი, მე რომ მომაყენეს, ტკივილი, რითაც იეჰოვამ დამტანჯათავისი მრისხანების დღეს?!+ מ [მემ] 13  ზემოდან მოვლენილი ცეცხლით მიწვავს ძვლებს;+ ატყვევებს თითოეულ მათგანს. ჩემ დასაჭერად ბადე დააგო და უკან დაბრუნება მაიძულა. სასოწარკვეთილ ქალად მაქცია; მთელი დღე ავად ვარ. נ [ნუნ] 14  ჩემი ცოდვები თავისი ხელით შეკრა და უღლად აქცია; კისერზე დამადგა და ძალა მეცლება. იეჰოვამ მათ ხელში ჩამაგდო, ვისაც ვერ ვჯობნი.+ ס [სამეხ] 15  იეჰოვამ ჩამომაშორა ძლიერი კაცები, გვერდში რომ მედგნენ.+ ხალხი შეყარა ჩემ წინააღმდეგ ჩემი ჭაბუკების დასახოცად.+ გათელა იეჰოვამ იუდას ქალწული საწნახელში.+ ע [აინ] 16  ვტირი,+ თვალზე ცრემლი არ მაშრება. ჩემი ნუგეშისმცემელი და გამომაცოცხლებელი შორსაა ჩემგან. ჩემი ვაჟები სასოწარკვეთილნი არიან,რადგან დამჯაბნა მტერმა. פ [ფე] 17  გაწვდილი აქვს ხელი სიონს,+მაგრამ ნუგეშისმცემელი არავინ ჰყავს. იეჰოვამ იაკობის გარშემომყოფთ უბრძანა, რომ უმტრონ მას.+ საძულველი გახდა იერუსალიმი მათთვის.+ צ [ცადე] 18  მართალია იეჰოვა,+ რადგან არ დავემორჩილე მის მცნებებს.+ მისმინეთ, ხალხებო, და ნახეთ, რა ტკივილს განვიცდი! ტყვედ წაასხეს ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები.+ ק [კოფ] 19  მოვუხმე ჩემს საყვარლებს, მაგრამ მიღალატეს.+ დაიხოცნენ ქალაქში ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესები,როცა საჭმელს ეძებდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ.+ ר [რეშ] 20  დაინახე, იეჰოვა, როგორ გასაჭირში ვარ, მიდუღს შიგნეული! შემეძრა გული, რადგან სულ გეურჩებოდი.+ გარეთ მახვილი მართმევს შვილებს+ და სახლშიც სიკვდილია. ש [შინ] 21  ხალხს ესმის ჩემი ოხვრა; არავინ მყავს ნუგეშისმცემელი. ყველა ჩემმა მტერმა გაიგო ჩემი უბედურება. ხარობენ, რადგან შენ დამატეხე ეს ყოველივე.+ თუმცა დადგება შენ მიერ დანიშნული დღე,+ როცა მათაც იგივე დაემართებათ.+ ת [თავ] 22  დაინახე მთელი მათი ბოროტება და მათაც ისევე სასტიკად მოექეცი,+როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო. დღემუდამ ვოხრავ, დამისნეულდა გული.

სქოლიოები

1—4 თავები მოიცავს სამგლოვიარო სიმღერებს, რომელთა სტრიქონებიც ებრაული ანბანის მიხედვითაა დალაგებული.