გოდება 2:1—22
א [ალეფ]
2 ო, როგორ გახვია იეჰოვამ სიონის ასული
თავისი რისხვის ღრუბელში!
ისრაელის ცადაწვდენილი მშვენება მიწაზე დასცა;+
არ გაიხსენა თავისი ფეხსადგამი+ რისხვის დღეს.
ב [ბეთ]
2 შთანთქა იეჰოვამ იაკობის საცხოვრებელი, არ შეიბრალა.
განრისხებულმა დაანგრია იუდას ასულის ციხესიმაგრენი.+
მიწასთან გაასწორა და წაბილწა სამეფო+ და მისი მთავრები.+
ג [გიმელ]
3 ძლიერ გამწყრალმა ძალა* გამოაცალა ისრაელს.
მტერი რომ მოგვადგა, თავისი მარჯვენა შეაკავა;+ყოვლისშთამნთქმელი ცეცხლივით გიზგიზებდა იაკობში.+
ד [დელეთ]
4 როგორც მტერმა, ისე მოზიდა მშვილდი; როგორც მოწინააღმდეგემ, ისე შემართა მარჯვენა.+ხოცავდა ყველას, ვინც ჩვენს თვალში ძვირფასი იყო;+
რისხვა ცეცხლივით გადმოანთხია+ სიონის ასულის კარავზე.+
ה [ჰე]
5 მტრად გვექცა იეჰოვა.+შთანთქა ისრაელი,
შთანთქა მისი კოშკებიდა გაანადგურა მისი ციხესიმაგრენი;
იუდას ასულის გლოვა-გოდებას ბოლო არ უჩანს.
ו [ვავ]
6 ბაღში ჩადგმული ქოხივით დაამხო თავისი კარავი.+
გააუქმა თავისი დღესასწაული;+
ამოძირკვა იეჰოვამ დღესასწაული და შაბათი სიონიდან,განრისხებულმა არც მეფე დაინდო და არც მღვდელი.+
ז [ზაინ]
7 მიაგდო იეჰოვამ თავისი სამსხვერპლო,უგულებელყო თავისი წმინდა ადგილი;+
მტერს ჩაუგდო ხელში მისი ციხე-კოშკები.+
ყიჟინა დასცეს იეჰოვას ტაძარში,+ როგორც დღესასწაულის დროს ხდებოდა.
ח [ხეთ]
8 იეჰოვამ სიონის ასულის გალავნის დანგრევა განიზრახა;+
გადაჭიმა ლარი.+
ხელი არ შეაკავა განადგურებისგან.
გლოვობს მიწაყრილი და გალავანი;
ორივეს გამოეცალა ძალა.
ט [ტეთ]
9 მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭენი;+
მან დალეწა და მოსპო მისი ურდულები.
მისი მეფე და მთავრები სხვა ხალხებს შორის არიან.+
აღარც კანონი არსებობს და აღარც მის წინასწარმეტყველებს აქვთ ხილვები იეჰოვასგან.+
י [ჲოდ]
10 მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესები;+
მტვერს იყრიან თავზე და ჯვალოს სამოსი აცვიათ.+
პირქვე დამხობილან იერუსალიმის ქალწულნი.
כ [ქაფ]
11 ცრემლად ვიღვრები, თვალები დამეღალა,+
მიდუღს შიგნეული.
სულგამწარებული ვარ ჩემი ხალხის ასულის დაცემის გამო+და იმის გამო, რომ გული მისდით ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის მოედნებზე.+
ל [ლამედ]
12 დედებს ეკითხებიან, სად არისო პური და ღვინო,+
რადგან დაჭრილებივით გული მისდით ქალაქის მოედნებზედა დედის მკლავებში ღაფავენ სულს.
מ [მემ]
13 ვისი მაგალითი მოგიყვანო?!ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო?!
ვის გაგატოლო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო?!
ზღვასავით დიდია შენი უბედურება.+ ვინ განგკურნავს?!+
נ [ნუნ]
14 შენი წინასწარმეტყველნი ცრუ, ფუჭ ხილვებს გიყვებოდნენ,+არ გამხელდნენ შენს დანაშაულში,რომ აეცილებინათ შენთვის ტყვეობა,+
ცრუ და ფუჭი ხილვებით გიწინასწარმეტყველებდნენ.+
ס [სამეხ]
15 შენი შემხედვარე ყველა გამვლელი დაცინვის ნიშნადტაშს უკრავს.+
გაოგნებულნი უსტვენენ,+ იერუსალიმის ასულის შემხედვარენი თავს აქნევენ და ამბობენ:
„ეს ის ქალაქი არ არის, რომ ამბობდნენ, ულამაზესი,მთელი დედამიწის საამაყო ქალაქიაო?!“+
פ [ფე]
16 ყველა შენს მტერს ფართოდ გაუღია პირი.
უსტვენენ და კბილებს აღრჭიალებენ, ამბობენ, გადავყლაპეთ,+
ამ დღეს ველოდით,+ მოვესწარით კიდეც და საკუთარი თვალით ვიხილეთო!+
ע [აინ]
17 აღასრულა იეჰოვამ ის, რაც განიზრახა;+ შეასრულა თავისი სიტყვა,+ის, რაც დიდი ხნის წინათ ჰქონდა ნაბრძანები.+
დაანგრია, არ შეიბრალა.+
მტერი გაახარა; ძალა შემატა მოწინააღმდეგეთ.
צ [ცადე]
18 მათი გული შველას სთხოვს იეჰოვას, სიონის ასულის გალავანო.
მდინარესავით ღვარე ცრემლი დღედაღამ,
ნუ გაჩერდები, ნუ დაასვენებ თვალებს!
ק [კოფ]
19 ადექი! იტირე მთელი ღამე, გუშაგობის დაწყებიდან.
წყალივით გადმოღვარე გული იეჰოვას წინაშე;
მისკენ აღაპყარი ხელი და შვილების გადარჩენა სთხოვე,შიმშილისგან ყველა ქუჩის კუთხეში გული რომ მისდით.+
ר [რეშ]
20 იეჰოვა, შეხედე მას, ვისაც ასე სასტიკად მოექეცი.
განა უნდა ჭამდნენ ქალები თავიანთ გაჩენილ შვილებს,+ან უნდა კლავდნენ იეჰოვას ტაძარში მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!+
ש [შინ]
21 დახოცილი ყმაწვილები და მოხუცები ქუჩებში ყრიან.+
მახვილმა მოსპო ჩემი ქალწულები და ჩემი ჭაბუკები.+
შენ დახოცე ისინი შენი რისხვის დღეს, არ შეიბრალე.+
ת [თავ]
22 დღესასწაულზე+ მოწვეული ხალხივითშიშს ყოველი მხრიდან მივლენ.
იეჰოვას რისხვის დღეს თავს ვერავინ უშველა და ვერ გადარჩა;+ვინც გავაჩინე და გავზარდე, მტერმა შემუსრა.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ყოველი რქა“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).