გოდება 3:1—66

  • იერემია საუბრობს საკუთარ განცდებსა და იმედზე.

    • „დავიცდი“ (21).

    • ღვთის წყალობა ყოველ დილით ახლდება (22, 23).

    • კარგია ღმერთი მის მოიმედეთათვის (25).

    • „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“ (27).

    • ღმერთი ღრუბლებით ხერგავს თავისთან მისასვლელს (43, 44).

א [ალეფ] 3  მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხისგან უბედურების მნახველი.   წამიყვანა და სინათლის ნაცვლად სიბნელეში მატარებს.+   მთელი დღე ხელს მიღერებს.+ ב [ბეთ]   გამილია ხორცი და კანი, ძვლები დამილეწა.   ალყაში მომაქცია; გასაჭირი მომივლინა და მომშხამა.+   სიბნელეში მამყოფებს, დიდი ხნის მკვდარს დავემსგავსე. ג [გიმელ]   ქვის კედელი შემომარტყა, ვერსად ვეღარ მივდივარ.სპილენძის მძიმე ბორკილები დამადო.+   როცა სასოწარკვეთილი შველას ვთხოვ, არ ისმენს ჩემს ლოცვას.+   თლილი ქვით ჩამიხერგა გზები;გზასავალი ამირია.+ ד [დელეთ] 10  დათვივით და ლომივით მისაფრდება.+ 11  გზიდან გადამიყვანა, დამგლიჯა* და გამაცამტვერა.+ 12  მოზიდული აქვს მშვილდი და ისრის სამიზნედ მაყენებს. ה [ჰე] 13  თირკმელებში მიყრის თავისი კაპარჭის ისრებს. 14  ხალხის დასაცინი გავხდი, თავიანთ სიმღერებშიც მე დამცინიან. 15  გამამწარა, აბზინდით გამაძღო.+ ו [ვავ] 16  ხრეშით მიმტვრევს კბილებს.ნაცარში გამხვია.+ 17  მშვიდობას მართმევ; კარგი აღარაფერი მახსოვს. 18  ვამბობ, ჩემი დიდება გაითელადა იეჰოვას იმედიც აღარ მაქვს-მეთქი. ז [ზაინ] 19  გაიხსენე ჩემი გაჭირვება და უსახლკარობა,+ აბზინდა და შხამი.+ 20  ვიცი, გამიხსენებ და დაიხრები ჩემკენ.+ 21  გავიხსენებ ამას და დავიცდი.+ ח [ხეთ] 22  იეჰოვას ურყევი სიყვარულის* გამო არ გვეღება ბოლო;+ულევია მისი წყალობა;+ 23  ყოველ დილით ახლდება ის.+ განუზომელია შენი ერთგულება.+ 24  ვთქვი: „იეჰოვაა ჩემი წილი,+ ამიტომ დაველოდები მას“.+ ט [ტეთ] 25  კარგია იეჰოვა მის მოიმედეთათვის,+ მის მძებნელთათვის.+ 26  კარგია, როცა კაცი მდუმარედ ელის+ ხსნას იეჰოვასგან.+ 27  კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს.+ י [ჲოდ] 28  იჯდეს მარტო და დუმდეს, როცა ის აკისრებს მას ტვირთს.+ 29  მტვერში ჩაეფლოს,+ იქნებ ჯერ კიდევ იყოს იმედი.+ 30  ლოყა მიუშვიროს დამრტყმელს და ბოლომდე აიტანოს შეურაცხყოფა. כ [ქაფ] 31  იეჰოვა სამუდამოდ არ მოგვისვრის.+ 32  დაგვამწუხრა, მაგრამ შეგვიწყალებს კიდეც, რადგან უსაზღვრო და ურყევია მისი სიყვარული*.+ 33  არ სურს ადამიანთა დაჩაგვრა და დამწუხრება.+ ל [ლამედ] 34  ფეხქვეშ რომ თელავენ დედამიწის ყველა პატიმარს,+ 35  უსამართლოდ რომ ეპყრობიან კაცს უზენაესის წინაშე+ 36  და სასამართლოში სამართალს რომ არ უჩენენ,ამას იეჰოვა არ იწყნარებს. מ [მემ] 37  ვინ შეძლებს, რომ თქვას და მოახდინოს ის, რაც იეჰოვას არ უბრძანებია?! 38  შეუძლებელია, უზენაესის ბაგიდანგამოვიდეს ცუდიც და კარგიც. 39  რატომ უნდა იწუწუნოს კაცმა თავისი ცოდვის შედეგების გამო?!+ נ [ნუნ] 40  შევამოწმოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი გზები,+ დავუბრუნდეთ იეჰოვას.+ 41  ხელებთან ერთად გულებიც აღვაპყროთ ზეციერი ღვთისკენ:+ 42  „შევცოდეთ და გეურჩეთ;+ შენ არ გიპატიებია.+ ס [სამეხ] 43  რისხვით ჩაგვიხერგე მოსასვლელი,+განგვდევნე და ულმობლად დაგვხოცე.+ 44  ღრუბლებით ჩაგვიხერგე შენამდე მოსასვლელი გზა, ჩვენმა ლოცვებმა შენამდე რომ ვერ მოაღწიოს.+ 45  ნარჩენებად და ნაგვად გვაქციე ხალხებს შორის“. פ [ფე] 46  ყველა ჩვენს მტერს ფართოდ გაუღია პირი.+ 47  შიში და ხაფანგი გვერგო წილად,+ გაპარტახება და დაქცევა.+ 48  ღვარად მდის ცრემლი ჩემი ხალხის ასულის დაცემის გამო.+ ע [აინ] 49  თვალზე ცრემლი არ შემაშრება, გამუდმებით ვიტირებ,+ 50  ვიდრე იეჰოვა არ გადმოგვხედავს ზეციდანდა არ დაგვინახავს.+ 51  ჩემი ქალაქის ასულების დანახვამ დამამწუხრა.+ צ [ცადე] 52  ჩემმა მტრებმა უმიზეზოდ ინადირეს ჩემზე, როგორც ჩიტზე. 53  ორმოში ჩამაგდეს და სიცოცხლე მომისწრაფეს;ზემოდან ქვებს მაყრიდნენ. 54  წყლებმა დამფარა; ვთქვი, დავიღუპე-მეთქი! ק [კოფ] 55  იეჰოვა, ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს.+ 56  ისმინე ჩემი ხმა; დახმარებას და შველას გთხოვ,ყურს ნუ დაიხშობ! 57  შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმე,და მითხარი, ნუ გეშინიაო. ר [რეშ] 58  იეჰოვა, შენ გამომესარჩლე, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.+ 59  იეჰოვა, შენ დაინახე, რა ბოროტებაც გამიკეთეს.გთხოვ, გამიჩინე სამართალი!+ 60  შენ დაინახე, რომ შური იძიეს ჩემზე; ის მზაკვრული გეგმებიც დაინახე, ჩემ წინააღმდეგ რომ ჰქონდათ. ש [სინ] ან [შინ] 61  იეჰოვა, შენ მოისმინე, როგორ დამცინოდნენ და რა მზაკვრულ გეგმებს ადგენდნენ ჩემ წინააღმდეგ.+ 62  შენ ისიც იცი, რომ ჩემი მოწინააღმდეგენი მთელი დღე ჩემზე ლაპარაკობენ და ჩურჩულებენ. 63  შეხედე, სხედან თუ დგანან,თავიანთ სიმღერებში მე დამცინიან! ת [თავ] 64  იეჰოვა, შენ მიუზღავ მათ მათივე საქმეებისამებრ, 65  შენ დაწყევლი მათ და გულს გაუქვავებ, 66  განრისხებული დაედევნებიდა მოსპობ მათ იეჰოვას ცისქვეშეთიდან.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „უმოქმედოდ დამტოვა“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).