გოდება 4:1—22

  • ალყაშემორტყმულ იერუსალიმში მძიმე ვითარებაა.

    • საკვების უკმარისობა (4, 5, 9).

    • ქალები თავიანთ შვილებს ხარშავენ (10).

    • „იეჰოვამ გადმოანთხია თავისი რისხვა“ (11).

א [ალეფ] 4  როგორ დაეკარგა ბზინვარება მბრწყინავ ოქროს, ხალას ოქროს!+ როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში+ წმინდა ქვები!+ ב [ბეთ]   ხალასი ოქროსავით ძვირფასი სიონის ძეებიროგორ დაემსგავსნენ თიხის დოქებს,მექოთნის ნახელავს! ג [გიმელ]   ტურებიც კი აწოვებენ ძუძუს თავიანთ ნაშიერთ;ჩემი ხალხის ასული კი გასასტიკებულია,+ როგორც სირაქლემა უდაბნოში.+ ד [დელეთ]   ძუძუთა ბავშვებს წყურვილისგან ენა სასაზე ეკვრით; ბავშვები პურს ითხოვენ,+ მაგრამ არავინ აძლევთ.+ ה [ჰე]   ვინც ერთ დროს ნუგბარს ჭამდნენ,ახლა ქუჩებში მშივრები წვანან,+ და ვისაც ალისფერი სამოსი ეცვათ,+ ახლა ნაცარში გახვეულან. ו [ვავ]   ჩემი ხალხის ასულის სასჯელი სოდომის სასჯელზე დიდია,+რომელიც უეცრად დაემხო და არავინ მიშველებია.+ ז [ზაინ]   მისი ნაზირები+ თოვლზე სუფთანი, რძეზე თეთრნი და მარჯანზე წითურნი იყვნენ; საფირონივით ბზინავდნენ. ח [ხეთ]   ახლა კი ჭვარტლზე მეტად გაშავებულან, ვეღარ ცნობენ მათ ქუჩებში; კანი გამხმარი ხესავით აქვთ, ძვლებზე მისჭკნობიათ.+ ט [ტეთ]   მახვილით დახოცილებიშიმშილით დახოცილებზე ბედნიერები არიან,+ მათზე, ვისაც მინდვრის ნაყოფი მოაკლდათ და განგმირულებივით ძალა გამოეცალათ. י [ჲოდ] 10  ერთ დროს თანამგრძნობი ქალებისაკუთარი ხელით ხარშავენ თავიანთ შვილებს;+ გლოვის პურად იქცნენ ისინი ჩემი ხალხის ასულის დაცემისას.+ כ [ქაფ] 11  იეჰოვამ გადმოანთხია თავისი რისხვა,გადმოღვარა თავისი მრისხანება,+ ცეცხლი დაანთო სიონში და შთაინთქა მისი საძირკვლები.+ ל [ლამედ] 12  დედამიწის მეფეები და მისი მკვიდრნი არ იჯერებდნენ,რომ მოწინააღმდეგეები და მტრები იერუსალიმის კარიბჭეებში შევიდოდნენ.+ מ [მემ] 13  ეს მის წინასწარმეტყველთა ცოდვებისადა მის მღვდელთა დანაშაულის გამო მოხდა,+ მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ.+ נ [ნუნ] 14  ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში.+ ისე არიან სისხლში ამოსვრილნი,+რომ ვერავინ ეხება მათ სამოსს. ס [სამეხ] 15  „გაგვეცალეთ, უწმინდურებო! — უყვირიან მათ. —გაგვეცალეთ, გაგვეცალეთ! არ შეგვეხოთ!“ უსახლკარონი არიან და დახეტიალებენ. ხალხები ერთმანეთში ლაპარაკობენ:„ჩვენთან ვეღარ იცხოვრებენ;+ פ [ფე] 16  იეჰოვამ დაქსაქსა ისინი;+მოწყალე თვალით აღარ გადმოხედავს მათ. ხალხი პატივისცემით აღარ მოეპყრობა აღარც მღვდლებს+ და აღარც უხუცესებს“.+ ע [აინ] 17  დაგვაწყდა თვალები დახმარების მოლოდინში;+ იმ ერს დავეძებდით, რომელსაც ჩვენი ხსნა არ შეეძლო.+ צ [ცადე] 18  ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვისაფრდებოდნენ,+რომ ჩვენს მოედნებზე ვეღარ გვევლო. მოგვიახლოვდა აღსასრული; გაილია ჩვენი დღეები, დაგვიდგა აღსასრული. ק [კოფ] 19  ცის არწივებზე სწრაფები იყვნენ ჩვენი მდევრები;+ მთა-მთა მოგვდევდნენ და უდაბნოში გვისაფრდებოდნენ. ר [რეშ] 20  ჩვენს ნესტოთა სუნთქვა, იეჰოვას ცხებული,+დიდ ორმოში ჰყავთ დატყვევებული,+ ის, ვისზეც ვამბობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცხოვრებთო ხალხებს შორის. ש [შინ] 21  გაიხარე და იმხიარულე, ედომის ასულო,+ უცის მიწის მკვიდრო! შენამდეც მოვა სასმისი,+ დათვრები და გაშიშვლდები.+ ת [თავ] 22  სიონის ასულო, შენი დანაშაულის გამო სასჯელი მოხდილი გაქვს; ის მეტად აღარ გადაგასახლებს.+ შენ კი, ედომის ასულო, პასუხს მოგთხოვს შენი დანაშაულის გამო; გაამჟღავნებს შენს ცოდვებს.+

სქოლიოები