გოდება 5:1—22

  • ხალხი იერუსალიმის აღდგენაზე ლოცულობს.

    • „გაიხსენე, რა დაგვემართა“ (1).

    • „ვაი ჩვენს თავს, შევცოდეთ!“ (16).

    • „იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან“ (21).

    • „ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ“ (21).

5  იეჰოვა, გაიხსენე, რა დაგვემართა, შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შეურაცხყოფა!+   ჩვენი მემკვიდრეობა უცხოებს გადაეცათ, ჩვენი სახლები — უცხოტომელებს.+   ჩვენ ობლებს დავემსგავსეთ, უმამო ბავშვებს, ჩვენი დედები კი — ქვრივებს.+   სასმელად საკუთარ წყალს ვყიდულობთ+ და საკუთარ შეშაში ფულს ვიხდით.   მდევნელები ლამის კისერში გვწვდნენ;დავიქანცეთ, მაგრამ არავინ გვასვენებს.+   ეგვიპტისა+ და ასურეთისკენ+ გავიშვირეთ ხელი, პურით რომ გავმძღარიყავით.   ჩვენი წინაპრები, რომელთაც შესცოდეს, აღარ არიან, ჩვენ კი მათი დანაშაული უნდა ვატაროთ.   მსახურები ბატონობენ ჩვენზე;არავინაა მათი ხელიდან ჩვენი დამხსნელი.   უდაბნოს მახვილის გამო სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებთ პურის შემოსატანად,+ 10  ღუმელივით გაგვიხურდა კანი შიმშილით დატანჯულებს.+ 11  დაამცირეს ქალები სიონში, ქალწულები — იუდას ქალაქებში.+ 12  მთავრებს ცალი ხელით კიდებდნენ,+ უხუცესებსაც არ სცემდნენ პატივს.+ 13  ჭაბუკებს ხელსაფქვავები დააქვთ, შეშააკიდებული ყმაწვილები კი ბორძიკ-ბორძიკით დადიან. 14  უხუცესები აღარ სხედან კარიბჭესთან+ და ჭაბუკები აღარ უკრავენ.+ 15  გულში სიხარული ჩაგვიკვდა; ცეკვა გლოვად გვექცა.+ 16  თავიდან გვირგვინი ჩამოგვივარდა. ვაი ჩვენს თავს, შევცოდეთ! 17  ამიტომაც დაგვიავადდა გული,+ამიტომაც დაგვაკლდა თვალთ,+ 18  ამიტომაც გაპარტახდა სიონის მთა+ და იქ ახლა მელიები დაძრწიან. 19  შენ კი, იეჰოვა, მარადიულად იმეფებ, შენი მეფობა სამარადისოდ გასტანს!+ 20  რატომ დაგვივიწყე სამუდამოდ და ამდენ ხანს რატომ მიგვატოვე?!+ 21  იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც სიხარულით დაგიბრუნდებით!+ დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ.+ 22  თუმცა შენ უარგვყავი და კვლავაც განრისხებული ხარ ჩვენზე.+

სქოლიოები