არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი ეზეკიელი

თავები

შინაარსი

  • 1

    • ეზეკიელი ბაბილონში ღვთიურ ხილვებს ხედავს (1—3).

    • ხილვაში ნანახი იეჰოვას ზეციერი ეტლი (4—28).

      • ძლიერი ქარი, ღრუბელი და ცეცხლი (4).

      • ოთხი ცოცხალი ქმნილება (5—14).

      • ოთხი ბორბალი (15—21).

      • ყინულივით მოელვარე სივრცე (22—24).

      • იეჰოვას ტახტი (25—28).

  • 2

    • ეზეკიელი წინასწარმეტყველად ინიშნება (1—10).

      • „გინდ მოგისმინონ, გინდ არა“ (5).

      • გრაგნილზე ნაწერი სამგლოვიარო სიმღერები (9, 10).

  • 3

    • ეზეკიელს ღვთისგან ბოძებული გრაგნილი უნდა ეჭამა (1—15).

    • ეზეკიელი ისრაელის გუშაგადაა დაყენებული (16—27).

      • გაფრთხილების უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია (18—21).

  • 4

    • იერუსალიმის ალყის განსახიერება (1—17).

      • დანაშაულის ტვირთვა 390 დღე და 40 დღე (4—7).

  • 5

    • იერუსალიმის დაცემის განსახიერება (1—17).

      • წინასწარმეტყველი თავს იპარსავს და თმას სამ ნაწილად ყოფს (1—4).

      • იერუსალიმის მკვიდრნი მეზობელ ერებზე უარესად იქცევიან (7—9).

      • ურჩთათვის გამოტანილი განაჩენი (12).

  • 6

    • ისრაელის მთათა წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი (1—14).

      • საზიზღარი კერპების დამცირება (4—6).

      • „გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (7).

  • 7

    • აღსასრულის დადგომა (1—27).

      • არნახული უბედურება (5).

      • ქუჩებში ფულის გადაყრა (19).

      • ტაძრის წაბილწვა (22).

  • 8

    • ხილვაში ეზეკიელის იერუსალიმში გადაყვანა (1—4).

    • ტაძარში ნანახი სისაძაგლეები (5—18).

      • ქალები თამუზს დასტირიან (14).

      • კაცები მზეს ეთაყვანებიან (16).

  • 9

    • ექვსი განაჩენის აღმსრულებელი და ერთი სამელნიანი კაცი (1—11).

      • განაჩენის აღსრულება ტაძრიდან იწყება (6).

  • 10

    • მბრუნავ ბორბლებს შორის არსებული ცეცხლის აღება (1—8).

    • ქერუბიმებისა და ბორბლების აღწერა (9—17).

    • ღვთის დიდება ტაძარს სცილდება (18—22).

  • 11

    • განაჩენის აღსრულება ბოროტ მთავრებზე (1—13).

      • ქვაბს შედარებული ქალაქი (3—12).

    • დაპირება დაბრუნების შესახებ (14—21).

      • „ახალ სულს ჩავუდგამ“ (19).

    • ღვთის დიდება იერუსალიმს სცილდება (22, 23).

    • ეზეკიელი ხილვის მეშვეობით ქალდეაში ბრუნდება (24, 25).

  • 12

    • ნაწინასწარმეტყველები გადასახლების განსახიერება (1—20).

      • გადასახლებისთვის გამზადებული ბარგი (1—7).

      • თავკაცი სიბნელეში წავა (8—16).

      • წუხილის პური და შიშის წყალი (17—20).

    • გამონათქვამის სიცრუის გამოაშკარავება (21—28).

      • „ჩემი ყველა სიტყვა დაუყოვნებლივ შესრულდება“ (28).

  • 13

    • ცრუწინასწარმეტყველთათვის გამოტანილი განაჩენი (1—16).

      • გალესილი კედელი ჩამოიქცევა (10—12).

    • განაჩენი ცრუწინასწარმეტყველი ქალების წინააღმდეგ (17—23).

  • 14

    • კერპთაყვანისმცემელთა დასჯა (1—11).

    • იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულება გარდაუვალია (12—23).

      • მართალი ნოე, დანიელი და იობი (14, 20).

  • 15

    • იერუსალიმი — გამოუსადეგარი ვაზი (1—8).

  • 16

    • ღვთის სიყვარული იერუსალიმის მიმართ (1—63).

      • იერუსალიმის შედარება მიტოვებულ ბავშვთან (1—7).

      • ღვთის მიერ იერუსალიმის შემოსვა და მასთან საქორწინო აღთქმის დადება (8—14).

      • იერუსალიმის ორგულობა (15—34).

      • იერუსალიმის მრუშივით დასჯა (35—43).

      • იერუსალიმის სამარიასთან და სოდომთან შედარება (44—58).

      • ღმერთს ეხსომება თავისი შეთანხმება (59—63).

  • 17

    • იგავი ორ არწივსა და ვაზზე (1—21).

    • ყლორტის დიდ კედრად ქცევა (22—24).

  • 18

    • თითოეული საკუთარ ცოდვებზე აგებს პასუხს (1—32).

      • შემცოდველი მოკვდება (4).

      • ვაჟი პასუხს არ აგებს მამის დანაშაულზე (19, 20).

      • ღმერთს არ ახარებს ბოროტის სიკვდილი (23).

      • მომნანიებელი იცოცხლებს (27, 28).

  • 19

    • სამგლოვიარო სიმღერა ისრაელის თავკაცებზე (1—14).

  • 20

    • ისრაელთა ურჩობის ამბავი (1—32).

    • დაპირება ისრაელთა დაბრუნების შესახებ (33—44).

    • წინასწარმეტყველება სამხრეთის წინააღმდეგ (45—49).

  • 21

    • ღვთის მიერ განაჩენის აღსასრულებლად მახვილის აღმართვა (1—17).

    • ბაბილონის მეფის თავდასხმა იერუსალიმზე (18—24).

    • ისრაელის ბოროტი თავკაცის აღსასრული (25—27).

      • „მოიხსენი გვირგვინი“ (26).

      • „სანამ არ მოვა უფლებამოსილი“ (27).

    • ამონელთა წინააღმდეგ მახვილის აღმართვა (28—32).

  • 22

    • იერუსალიმი, სისხლისმღვრელი ქალაქი (1—16).

    • ხენჯად ქცეული ისრაელი (17—22).

    • ისრაელთა და მათ წინამძღოლთა განაჩენი (23—31).

  • 23

    • ორი ორგული და (1—49).

      • ოჰოლას მეძაობა ასურელებთან (5—10).

      • ოჰოლიბას მეძაობა ბაბილონთან და ეგვიპტესთან (11—35).

      • ორი დის დასჯა (36—49).

  • 24

    • იერუსალიმის ჟანგიან ქვაბთან შედარება (1—14).

    • ეზეკიელის მსგავსად არც ისრაელებს უნდა ეგლოვათ (15—27).

  • 25

    • წინასწარმეტყველება ამონის წინააღმდეგ (1—7).

    • წინასწარმეტყველება მოაბის წინააღმდეგ (8—11).

    • წინასწარმეტყველება ედომის წინააღმდეგ (12—14).

    • წინასწარმეტყველება ფილისტიმის წინააღმდეგ (15—17).

  • 26

    • წინასწარმეტყველება ტვიროსის წინააღმდეგ (1—21).

      • ბადეების გასაშრობი ადგილი (5, 14).

      • ქვებისა და ნანგრევების წყალში ჩაყრა (12).

  • 27

    • სამგლოვიარო სიმღერა ტვიროსის ხომალდის ჩაძირვაზე (1—36).

  • 28

    • წინასწარმეტყველება ტვიროსის მეფის წინააღმდეგ (1—10).

      • „ღმერთი ვარ“ (2, 9).

    • სამგლოვიარო სიმღერა ტვიროსის მეფეზე (11—19).

      • „ედემში, ღვთის ბაღში, იყავი“ (13).

      • ფრთაგაშლილი ცხებული ქერუბიმი (14).

      • სიმართლის გზიდან გადახვევა (15).

    • წინასწარმეტყველება სიდონის წინააღმდეგ (20—24).

    • ისრაელების შეკრება (25, 26).

  • 29

    • წინასწარმეტყველება ფარაონის წინააღმდეგ (1—16).

    • ბაბილონს ჯილდოდ ეგვიპტე გადაეცემა (17—21).

  • 30

    • წინასწარმეტყველება ეგვიპტის წინააღმდეგ (1—19).

      • ნაწინასწარმეტყველები ნაბუქოდონოსორის თავდასხმა (10).

    • ფარაონი ძალაუფლებას კარგავს (20—26).

  • 31

    • ეგვიპტის, ტანმაღალი კედრის, დაცემა (1—18).

  • 32

    • სამგლოვიარო სიმღერა ფარაონსა და ეგვიპტეზე (1—16).

    • ეგვიპტე წინადაუცვეთელებთან ერთად დაიმარხება (17—32).

  • 33

    • გუშაგის მოვალეობები (1—20).

    • ცნობა იერუსალიმის დაცემის შესახებ (21, 22).

    • ცნობის გადაცემა ნანგრევების მკვიდრთათვის (23—29).

    • ხალხი არ ეხმაურება ცნობას (30—33).

      • ეზეკიელის შედარება სატრფიალო სიმღერის მომღერალთან (32).

      • „წინასწარმეტყველი იყო მათ შორის“ (33).

  • 34

    • წინასწარმეტყველება ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ (1—10).

    • იეჰოვა ზრუნავს თავის ცხვარზე (11—31).

      • „ჩემი მსახური დავითი“ დამწყემსავს მათ (23).

      • „მშვიდობის შეთანხმება“ (25).

  • 35

    • წინასწარმეტყველება სეირის მთიანი მხარის წინააღმდეგ (1—15).

  • 36

    • წინასწარმეტყველება ისრაელის მთების შესახებ (1—15).

    • ისრაელთა დაბრუნება (16—38).

      • „განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს“ (23).

      • „ედემის ბაღს დაემსგავსა“ (35).

  • 37

    • ხილვა ველზე დაყრილი გამხმარი ძვლების შესახებ (1—14).

    • ორი ჯოხის შეერთება (15—28).

      • ერთ ხალხს ერთი მეფე ეყოლება (22).

      • მშვიდობის მარადიული შეთანხმება (26).

  • 38

    • გოგის თავდასხმა ისრაელზე (1—16).

    • იეჰოვა გოგს ურისხდება (17—23).

      • „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (23).

  • 39

    • გოგისა და მისი რაზმების განადგურება (1—10).

    • სამარხი ჰამონ-გოგის ველზე (11—20).

    • ისრაელთა დაბრუნება (21—29).

      • ღვთის სულის გადმოღვრა ისრაელზე (29).

  • 40

    • ხილვის მეშვეობით ეზეკიელის ისრაელში გადაყვანა (1, 2).

    • ეზეკიელი ხილვაში ხედავს ტაძარს (3, 4).

    • ეზოები და კარიბჭეები (5—47).

      • აღმოსავლეთი კარიბჭე (6—16).

      • გარეთა ეზო; სხვა კარიბჭეები (17—26).

      • შიდა ეზო და კარიბჭეები (27—37).

      • ოთახები ტაძარში მსახურთათვის (38—46).

      • სამსხვერპლო (47).

    • ტაძრის წინკარი (48, 49).

  • 41

    • წმინდა და წმინდათაწმინდა (1—4).

    • კედელი და გვერდითი ოთახები (5—11).

    • დასავლეთით მდგარი შენობა (12).

    • შენობების გაზომვა (13—15ა).

    • წმინდათაწმინდა (15ბ—26).

  • 42

    • სასადილო ოთახები (1—14).

    • ტაძრის ოთხივე მხარის გაზომვა (15—20).

  • 43

    • ტაძარი იეჰოვას დიდებით ივსება (1—12).

    • სამსხვერპლო (13—27).

  • 44

    • აღმოსავლეთი კარიბჭე დაკეტილია (1—3).

    • წესები უცხოტომელთათვის (4—9).

    • წესები ლევიანებისა და მღვდლებისთვის (10—31).

  • 45

    • წმინდა შესაწირავი და ქალაქი (1—6).

    • თავკაცის წილი (7, 8).

    • თავკაცებს პატიოსნება მოეთხოვებათ (9—12).

    • ხალხის შესაწირავი და თავკაცი (13—25).

  • 46

    • შესაწირავები დღესასწაულებზე (1—15).

    • თავკაცის საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემა (16—18).

    • შესაწირავის მოსახარში ადგილები (19—24).

  • 47

    • ტაძრიდან მომდინარე წყალი (1—12).

      • წყალი თანდათანობით ღრმავდება (2—5).

      • მკვდარი ზღვის წყალი იკურნება (8—10).

      • ჭაობები არ იკურნება (11).

      • საჭმელად ვარგისი და განმკურნებელი ხეები (12).

    • მიწის საზღვრები (13—23).

  • 48

    • მიწების დანაწილება (1—29).

    • ქალაქის 12 კარიბჭე (30—35).

      • ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“ (35).