ეზეკიელი 26:1—21

  • წინასწარმეტყველება ტვიროსის წინააღმდეგ (1—21).

    • ბადეების გასაშრობი ადგილი (5, 14).

    • ქვებისა და ნანგრევების წყალში ჩაყრა (12).

26  მე-11 წლის პირველ დღეს იეჰოვას სიტყვა მეუწყა:  «კაცის ძეო, რაკი ტვიროსი იერუსალიმზე ამბობს,+ ახია, ხალხთა კარიბჭე რომ გატყდა,+ ახლა ყველაფერი ჩემდა საკეთილდღეოდ წარიმართება, გავმდიდრდები, რადგან ის განადგურებულიაო,  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შეგებრძოლები, ტვიროსო, და ზღვის ტალღებივით მოვაქცევ მრავალ ერს შენ წინააღმდეგ.  დაანგრევენ ტვიროსის გალავანს და დააქცევენ მის კოშკებს;+ ნანგრევებს მოვაცილებ და მისგან პიტალო კლდეღა დარჩება.  ბადეების გასაშრობ ადგილად იქცევა ის ზღვის შუაგულში.+ მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ერები გაძარცვავენ მას.  მის მიმდებარე ქალაქებს მახვილი მოუღებს ბოლოს, და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“.  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ტვიროსის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან გამოვიხმობ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ მეფეთა მეფეს,+ ცხენებითა+ და საომარი ეტლებით,+ მხედრებით, დიდძალი ლაშქრით.  მახვილით გაანადგურებს შენს მიმდებარე ქალაქებს, ალყად შემოგავლებს კედელს, მიწაყრილს გააკეთებს და ფარებს აღგიმართავს;  კედლის სანგრევ იარაღს დაჰკრავს შენს გალავანს და ცულებით ჩამოაქცევს შენს კოშკებს. 10  მისი ცხენები მტვრის კორიანტელში გაგხვევენ. ის ისე შემოვა შენს კარიბჭეში, როგორც გალავანმორღვეულ ქალაქში შედიან, და მხედრებისა და ეტლების გრიალზე შეზანზარდება შენი გალავანი. 11  მისი ცხენების ფლოქვები ქუჩებს გაგითელავენ;+ მახვილით დაგიხოცავს ის ხალხს; მიწასთან გასწორდება შენი მტკიცე სვეტები. 12  დაიტაცებენ შენს სიმდიდრეს და წაიღებენ შენს საქონელს,+ ჩამოაქცევენ შენს გალავანს და დაანგრევენ შენს ლამაზ სახლებს; შენს ქვებს, ნანგრევებს და ხემასალას წყალში ჩაყრიან. 13  ვეღარც იმღერებთ და აღარც ქნარის ხმა გაისმება.+ 14  პიტალო კლდედ და ბადეების გასაშრობ ადგილად იქცევი;+ ვერასოდეს აღდგები, რადგან მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 15  აი, რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ტვიროსს: „შენი დაცემის ხმაზე, სიკვდილის პირას მყოფნი რომ აკვნესდებიან და სასაკლაო რომ მოეწყობა, კუნძულები შეზანზარდებიან.+ 16  ტახტებიდან ჩამოვლენ ზღვის მთავრები და გაიხდიან მოსასხამებს, გაიძრობენ მოქარგულ ტანსაცმელს და აცახცახდებიან; აკანკალებულნი მიწაზე დასხდებიან და გაოგნებულნი დაგიწყებენ ყურებას.+ 17  სამგლოვიარო სიმღერას გიმღერებენ:+ როგორ დაიღუპე+ ზღვის ხალხით დასახლებულო, სანაქებო ქალაქო,ზღვით გაძლიერებულო, შენც და შენი მკვიდრნიც,+შიშის ზარს რომ სცემდით დედამიწის მკვიდრთ! 18  კუნძულები აცახცახდებიან შენი დაცემის დღეს,ზღვის კუნძულები შეშფოთდებიან, როცა გაუჩინარდები“.+ 19  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გაგანადგურებ და გაუკაცრიელებულ ქალაქებს დაგამსგავსებ, ბობოქარი წყლებით წაგლეკავ და ზვირთებით დაგფარავ;+ 20  ჩაგიყვან სამარეში იქ ჩამსვლელებთან ერთად და მიგიყვან დიდი ხნის წინათ გარდაცვლილებთან; სამარეში ჩამსვლელებთან ერთად დაგასახლებ ყველაზე ღრმა ადგილას,+ იმ უძველესი ქალაქებივით, რომლებიც ერთ დროს გაპარტახდა, რათა აღარასოდეს გაშენდე; შემდეგ კი შევამკობ ცისშქვეშეთს. 21  უბედურებას დაგატეხ და აღარ იქნები;+ ძებნას დაგიწყებენ, მაგრამ ვერ გიპოვიან“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები