ეზეკიელი 32:1—32

  • სამგლოვიარო სიმღერა ფარაონსა და ეგვიპტეზე (1—16).

  • ეგვიპტე წინადაუცვეთელებთან ერთად დაიმარხება (17—32).

32  მე-12 წელს, მე-12 თვის პირველ დღეს, კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე:„უწინ ერებს შორის ლომივით იყავი,მაგრამ ახლა დადუმებული ხარ. ზღვის ურჩხულივით იყავი,+ მდინარეებს აბობოქრებდი, ფეხით წყლებს ამღვრევდი და მდინარეებს აბინძურებდი“.   აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მრავალი ხალხის ხელით გესვრი ჩემს ბადეს,და ამ ბადით ამოგათრევენ ისინი.   მიგატოვებ იმ მიწაზედა ტრიალ მინდორზე დაგაგდებ; შენზე დაიბუდებს ცის ყველა ფრინველიდა შენით გაძღება დედამიწის ყველა მხეცი.+   შენს ხორცს მთებზე მიმოვფანტავდა შენი ნარჩენებით ავავსებ ველებს.+   შენი სისხლით მოვრწყავ მთა-ბარს და ავავსებ ხევებს.   როცა ჩაქრები, ზეცას და ვარსკვლავებს დავაბნელებ; მზეს ღრუბლებით დავფარავ და მთვარე აღარ გაანათებს.+   შენ გამო ციურ მნათობებს დავაბნელებდა შენს მიწას ჩავაბნელებ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —   მრავალ ხალხს შეუკრთება გული,როცა შენს მკვიდრთ მიმოვფანტავ ხალხებში, შენთვის უცნობ ქვეყნებში.+ 10  თავზარს დავცემ მრავალ ხალხს;როცა მახვილს მოვუღერებ, მათი მეფეები შიშისაგან აკანკალდებიან. შენი დაცემის დღეს სიკვდილის შიშით იცახცახებენ“. 11  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ბაბილონის მეფის მახვილს მოგივლენ.+ 12  შენს ხალხს ძლევამოსილ მეომართა მახვილებით შევმუსრავ,ხალხთა შორის ყველაზე სასტიკნი რომ არიან.+ ისინი მოუღებენ ბოლოს ეგვიპტის სიამაყეს და მუსრს გაავლებენ მის მკვიდრთ.+ 13  გავწყვეტ წყალუხვ წყლებთან მყოფ მის პირუტყვს,+წყალს ვეღარც კაცის ფეხი აამღვრევს და ვეღარც პირუტყვის ჩლიქი.+ 14  იმ დროს გავწმენდ მათ წყლებსდა მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 15  როცა გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას, როცა დავაცარიელებ მას+და, როცა მის მკვიდრთ შევმუსრავ, მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 16  ეს არის სამგლოვიარო სიმღერა, რომელსაც ხალხი იმღერებს;იმღერებენ მას ხალხთა ასულები. ეგვიპტეზე და მთელ მის ხალხზე იმღერებენ“, —ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 17  მე-12 წელს, თვის მე-15 დღეს, კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 18  «კაცის ძეო, დაიტირე ეგვიპტელები და მიწის სიღრმეში, სამარეში ჩაიყვანე ეგვიპტე და დიდებულ ხალხთა ასულები იქ ჩამსვლელებთან ერთად. 19  „გგონია, ყველაზე ლამაზი ხარ?! დაბლა ჩადი და წინადაუცვეთელებს მიუწექი! 20  მახვილით დახოცილთა გვერდით დაეცემიან ისინი.+ მახვილს გადაეცა იგი. წაათრიეთ ის და მთელი მისი ხალხი! 21  ძლიერი მეომრები სამარის* შუაგულიდან დაელაპარაკებიან მას და მის შემწეთ. სამარეში ჩავლენ ისინი და მახვილით დახოცილი წინადაუცვეთელებივით დაწვებიან. 22  ასურეთიც იქაა და მისი ხალხიც; მათი საფლავები მის გარშემოა. ყველანი მახვილით დაიხოცნენ.+ 23  მისი სამარხები მიწის სიღრმეშია, მისი ხალხი — მისი სამარხის გარშემო; ყველანი მახვილით დაიხოცნენ, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცისქვეშეთს. 24  ელამი+ და მთელი მისი ხალხიც იქ არიან მისი სამარხის გარშემო; ყველანი მახვილით შეიმუსრნენ. წინადაუცვეთელნი, ერთ დროს შიშის ზარს რომ სცემდნენ ცისქვეშეთს, სიღრმეში ჩავიდნენ. შერცხვებიან ისინი სამარეში ჩამსვლელებთან ერთად. 25  დახოცილთა შორის დაუდგეს საწოლი; მთელი მისი ხალხი მისი საფლავების გარშემოა. ყველანი მახვილით დახოცილი წინადაუცვეთელნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცისქვეშეთს. შერცხვებიან ისინი სამარეში ჩამსვლელებთან ერთად. დახოცილთა შორის მოათავსეს იგი. 26  იქ არიან მეშექი, თუბალი+ და მთელი მათი ხალხი. მის ირგვლივ მათი საფლავებია. ყველანი მახვილით განგმირული წინადაუცვეთელნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცისქვეშეთს. 27  მიუწვებიან ისინი წინადაუცვეთელ მეომრებს, რომლებიც დაეცნენ და სამარეში საბრძოლო იარაღითურთ ჩავიდნენ. თავქვეშ ამოუდებენ მათივე მახვილებს, მათ ძვლებზე იქნება მათივე დანაშაული, რადგან ეს ძლიერი მეომრები თავზარს სცემდნენ ცისქვეშეთს. 28  შენც სხვა წინადაუცვეთელებივით შეიმუსრები და მახვილით დახოცილებს მიუწვები. 29  იქ არიან ედომი,+ მისი მეფეები და ყველა მისი თავკაცი. ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსენი იყვნენ, როცა მახვილით დახოცილებს მიუწვინეს; იწვებიან ისინი წინადაუცვეთელებთან+ და სამარეში ჩამსვლელებთან ერთად. 30  იქ არიან ჩრდილოეთის ყველა მთავარი და ყველა სიდონელი,+ რომლებიც მიწის სიღრმეში შერცხვენილნი ჩავიდნენ დახოცილებთან ერთად, არადა, ერთ დროს თავიანთი ძლევამოსილებით ყველას თავზარს სცემდნენ. იწვებიან წინადაუცვეთელნი მახვილით დახოცილთა შორის და შერცხვენილნი იქნებიან სამარეში ჩამსვლელებთან ერთად. 31  იხილავს მათ ფარაონი და თავს იმით ინუგეშებს, რომ მხოლოდ ის და მისი ხალხი არ განადგურებულან.+ მახვილით დაიხოცებიან ფარაონი და მთელი მისი ჯარი, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 32  დაწვებიან ფარაონი და მთელი მისი ხალხი მახვილით დახოცილ წინადაუცვეთელთა შორის, რადგან შიშის ზარს სცემდა იგი ცისქვეშეთს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).