ეზრა 10:1—44

  • პირობა უცხოტომელი ცოლების გაშვების თაობაზე (1—14).

  • უცხოტომელი ცოლების გაშვება (15—44).

10  ეზრა ღვთის ტაძრის წინ იყო დამხობილი; ტიროდა, ლოცულობდა+ და ცოდვებს აღიარებდა. მოგროვდნენ მასთან ისრაელები, დიდძალი ხალხი — კაცები, ქალები და ბავშვები; ისინიც ცხარე ცრემლით ტიროდნენ.  მაშინ შექანიამ, იეხიელის+ ვაჟმა, ელამის+ საგვარეულოდან, უთხრა ეზრას: „ჩვენ ვუორგულეთ ჩვენს ღმერთს, რადგან ირგვლივ მცხოვრებ ხალხთაგან+ მოვიყვანეთ ცოლები. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს იმედი ისრაელისთვის.  პირობა მივეცით ჩვენს ღმერთს,+ რომ გავუშვებთ ცოლებსა და მათგან შეძენილ შვილებს იეჰოვასა და მისი მცნებების მოშიშთა მითითებისამებრ.+ დაე ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც კანონი მოითხოვს!  ადექი, რადგან შენ გევალება ეს საქმე, ჩვენც შენ გვერდით ვართ. გამაგრდი და იმოქმედე!“  ადგა ეზრა და დააფიცა მღვდლების, ლევიანებისა და მთელი ისრაელის წინამძღოლები, რომ მიცემული პირობისამებრ მოიქცეოდნენ.+ მათაც დადეს ფიცი.  ეზრა, რომელიც ღვთის ტაძრის წინ იდგა, ახლა იეჰოხანანის, ელიაშიბის ვაჟის, ოთახში შევიდა, თუმცა არც პური უჭამია და არც წყალი დაულევია, რადგან გლოვობდა გადასახლებიდან დაბრუნებული ხალხის ორგულობის გამო.+  ამის შემდეგ მთელ იუდასა და იერუსალიმში გამოაცხადეს, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული მთელი ხალხი იერუსალიმში შეკრებილიყო.  მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებისამებრ, მას, ვინც სამ დღეში არ გამოცხადდებოდა, მთელი ქონება ჩამოერთმეოდა და გადასახლებიდან დაბრუნებული ხალხიდან განიდევნებოდა.+  სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ყველა მამაკაცი იუდასა და ბენიამინის ტომებიდან; იდგა მე-9 თვის მე-20 დღე. მთელი ხალხი ღვთის ტაძრის ეზოში ისხდა და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო. 10  ადგა მღვდელი ეზრა და უთხრა მათ: „ორგულად მოიქეცით, უცხოტომელი ცოლები+ რომ მოიყვანეთ და ისრაელის დანაშაულს დანაშაული დაუმატეთ. 11  აღიარეთ ცოდვები იეჰოვას, თქვენი მამა-პაპის ღვთის წინაშე და მოიქეცით მის მოსაწონად. გამოეყავით ამ მიწის მკვიდრთ და გაუშვით უცხოტომელი ცოლები!“+ 12  მთელმა ხალხმა ხმამაღლა მიუგო: „ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ! 13  მაგრამ ხალხი ბევრია, თან ახლა წვიმების დროა და გარეთ დიდხანს ვერ ვიდგებით; თანაც ეს ერთი-ორი დღის საქმე არ არის, რადგან დიდად შევცოდეთ ღმერთს. 14  ამიტომ ჩვენი მთავრები წარდგნენ მთელი ხალხის სახელით;+ ჩვენს ქალაქებში მცხოვრები ის კაცები კი, რომლებსაც უცხოტომელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავ-თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მოსამართლეებთან ერთად, რომ დავაცხროთ ჩვენი ღვთის რისხვა!“ 15  იონათანი, ასაელის ვაჟი, და იახზეია, თიკვას ვაჟი, ამის წინააღმდეგნი იყვნენ; ლევიანები, მეშულამი და შაბეთაიც,+ მათ მიემხრნენ. 16  მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებულები მიცემული პირობისამებრ მოიქცნენ. მე-10 თვის პირველ დღეს ცალკე შეიკრიბნენ ამ საქმის გამოსაკვლევად მღვდელი ეზრა და საგვარეულოთა თავკაცები, რომელთა სახელებიც საგვარეულო ნუსხაში იყო მოცემული. 17  პირველი თვის პირველი დღისთვის მათ დაასრულეს ყველა იმ კაცის საქმის განხილვა, რომელთაც უცხოტომელი ცოლები ჰყავდათ. 18  აღმოჩნდა, რომ უცხოტომელი ცოლი ზოგიერთ მღვდელსაც კი ჰყავდა.+ ესენი იყვნენ იეჰოცადაკის ვაჟის, იეშუას,+ ძეები და ძმები. მათი სახელები იყო: მაასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. 19  მათ პირობა დადეს, რომ ცოლებს გაუშვებდნენ და თავიანთი დანაშაულისთვის ფარიდან ვერძს შესწირავდნენ.+ 20  მღვდლებს შორის სხვა შემცოდველები იყვნენ: ხანანი და ზებადია იმერის+ შთამომავალთაგან, 21  მაასეია, ელია, შემაია, იეხიელი და უზია ხარიმის+ შთამომავალთაგან 22  და ელიოენაი, მაასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელეასა ფაშხურის+ შთამომავალთაგან. 23  ლევიანებს შორის შემცოდველები იყვნენ: იოზაბადი, შიმეი, კელაია ანუ კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი, 24  მგალობლებს შორის — ელიაშიბი, ხოლო კარიბჭის მცველთა შორის — შალუმი, ტელემი და ური. 25  ისრაელ ხალხს შორის შემცოდველები იყვნენ: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია და ბენაია ფაროშის+ შთამომავალთაგან; 26  მათანია, ზაქარია, იეხიელი,+ აბდი, იერემოთი და ელია ელამის+ შთამომავალთაგან; 27  ელიოენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი და აზიზა ზათუს+ შთამომავალთაგან; 28  იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი+ და ათლაი ბებაის შთამომავალთაგან; 29  მეშულამი, მალუქი, ადაია, იაშუბი, შეალი და იერემოთი ბანის შთამომავალთაგან; 30  ადნა, ქელალი, ბენაია, მაასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე ფახათ-მოაბის+ შთამომავალთაგან; 31  ხარიმის+ შთამომავალთაგან — ელიეზერი, იშია, მალქია,+ შემაია, შიმეონი, 32  ბენიამინი, მალუქი და შემარია; 33  ხაშუმის+ შთამომავალთაგან — მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმეი; 34  ბანის შთამომავალთაგან — მაადაი, ამრამი, უელი, 35  ბენაია, ბედეია, ქელუჰი, 36  ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, 37  მათანია, მათენაი და იაასუ; 38  ბინუის შთამომავალთაგან — შიმეი, 39  შელემია, ნათანი, ადაია, 40  მაქნადებაი, შაშაი, შარაი, 41  აზარელი, შელემია, შემარია, 42  შალუმი, ამარია და იოსები, 43  და ნებოს შთამომავალთაგან — იეიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 44  უცხოტომელი ცოლი+ ჰყავდა თითოეულს და გაუშვეს ისინი თავიანთ შვილებთან ერთად.+

სქოლიოები