ეზრა 2:1—70

  • გადასახლებიდან დაბრუნებულთა ნუსხა (1—67).

    • ტაძრის მსახურები (43—54).

    • სოლომონის მსახურთა შთამომავლები (55—57).

  • ნებაყოფლობითი შესაწირავები ღვთის ტაძრისთვის (68—70).

2  ესენი იყვნენ სამთავროში მცხოვრები, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული ხალხი,+ რომლებიც ტყვეობიდან+ გათავისუფლების შემდეგ იერუსალიმსა და იუდაში თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ+  ზერუბაბელთან,+ იეშუასთან,+ ნეემიასთან, სერაიასთან, რეელაიასთან, მორდოქაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაანასთან ერთად. აი ამ ებრაელ მამაკაცთა რიცხვი:+  ფაროშის შთამომავლები — 2 172,  შეფატიას შთამომავლები — 372,  არახის+ შთამომავლები — 775,  ფახათ-მოაბის+ შთამომავლები იეშუასა და იოაბის საგვარეულოებიდან — 2 812,  ელამის+ შთამომავლები — 1 254,  ზათუს+ შთამომავლები — 945,  ზაქაის შთამომავლები — 760, 10  ბანის შთამომავლები — 642, 11  ბებაის შთამომავლები — 623, 12  აზგადის შთამომავლები — 1 222, 13  ადონიკამის შთამომავლები — 666, 14  ბიგვაის შთამომავლები — 2 056, 15  ადინის შთამომავლები — 454, 16  ატერის შთამომავლები ხიზკიას საგვარეულოდან — 98, 17  ბეცაის შთამომავლები — 323, 18  იორას შთამომავლები — 112, 19  ხაშუმის+ შთამომავლები — 223, 20  გიბარის შთამომავლები — 95, 21  ბეთლემელები — 123, 22  ნეტოფელები — 56, 23  ანათოთელები+ — 128, 24  აზმავეთის შთამომავლები — 42, 25  კირიათ-იეარიმელები, ქეფირელები და ბეეროთელები — 743, 26  რამელები+ და გებელები+ — 621, 27  მიქმასელები — 122, 28  ბეთელელები და აიელები+ — 223, 29  ნებოს+ მკვიდრნი — 52, 30  მაგბიშის შთამომავლები — 156, 31  სხვა ელამის შთამომავლები — 1 254, 32  ხარიმის შთამომავლები — 320, 33  ლოდის, ხადიდისა და ონოს მკვიდრნი — 725, 34  იერიხონელები — 345, 35  სენაას შთამომავლები — 3 630. 36  მღვდლები:+ იედაიას+ შთამომავლები იეშუას+ საგვარეულოდან — 973, 37  იმერის+ შთამომავლები — 1 052, 38  ფაშხურის+ შთამომავლები — 1 247, 39  ხარიმის+ შთამომავლები — 1 017. 40  ლევიანები:+ იეშუასა და კადმიელის+ შთამომავლები ჰოდავიას საგვარეულოდან — 74; 41  მგალობლები:+ ასაფის+ შთამომავლები — 128. 42  კარიბჭის მცველები*:+ შალუმის, ატერის, თალმონის,+ აკუბის,+ ხატიტასა და შობაის შთამომავლები — სულ 139. 43  ტაძრის მსახურნი*:+ ციხას, ხასუფას, ტაბაოთის, 44  კეროსის, სიაჰას, ფადონის, 45  ლებანას, ხაგაბას, აკუბის, 46  ხაგაბის, სალმაის, ხანანის, 47  გიდელის, გახარის, რეაიას, 48  რეცინის, ნეკოდას, გაზამის, 49  უზას, ფასეას, ბესაის, 50  ასნას, მეუნიმის, ნეფუსიმის, 51  ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, 52  ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას, 53  ბარკოსის, სისერას, თამახის, 54  ნეციასა და ხატიფას შთამომავლები. 55  სოლომონის მსახურთა შთამომავლები: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას,+ 56  იაალას, დარკონის, გიდელის, 57  შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმისა და ამის შთამომავლები. 58  ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შთამომავლები სულ 392 იყვნენ. 59  აი, ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან წამოსულები, რომლებიც ვერ ამტკიცებდნენ, რომელ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ და იყვნენ თუ არა წარმოშობით ისრაელები:+ 60  დელაიას, ტობიასა და ნეკოდას შთამომავლები — 652. 61  მღვდლების შთამომავალთაგან იყვნენ: ხაბაიას შთამომავლები, ჰაკოცისა+ და იმ ბარზილაის შთამომავლები, რომელმაც გალაადელი ბარზილაის+ ერთ-ერთი ასული მოიყვანა ცოლად და სიმამრის სახელი დაერქვა. 62  ისინი ეძებდნენ ნუსხას თავიანთი წარმომავლობის დასამტკიცებლად, მაგრამ ვერ იპოვეს, ამიტომ მღვდლობისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს.+ 63  თირშათამ* უთხრა მათ, რომ არ ეჭამათ ის, რაც წმინდად ითვლებოდა,+ სანამ მღვდელი ურიმითა და თუმიმით* არ დაეკითხებოდა ღმერთს.+ 64  მთელი ხალხის რიცხვი 42 360-ს შეადგენდა,+ 65  თუ არ ჩავთვლით მათ მონებსა და მხევლებს, რომელთა რიცხვიც 7 337 იყო; მათ 200 მომღერალი კაცი და ქალიც ჰყავდათ, 66  აგრეთვე 736 ცხენი, 245 ჯორი, 67  435 აქლემი და 6 720 ვირი. 68  როცა იერუსალიმში ჩავიდნენ, იმ ადგილას, სადაც ადრე იეჰოვას ტაძარი იდგა, საგვარეულოთა ზოგიერთმა თავკაცმა ნებაყოფლობით გაიღო შესაწირავები+ ღვთის ტაძრისთვის, რათა ის უწინდელ ადგილზე აღედგინათ.+ 69  ყველამ ის გაიღო, რაც შეეძლო; მთლიანობაში ამ სამუშაოებისთვის მათ გაიღეს: 61 000 ოქროს დრაქმა*, 5 000 მინა*+ ვერცხლი და 100 ხელი სამღვდელო სამოსელი. 70  მღვდლები, ლევიანები, მომღერლები, კარიბჭის მცველები, ტაძრის მსახურები თუ სხვა ისრაელები თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ; ასე დასახლდა მთელი ისრაელი თავიანთ ქალაქებში.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „კარიბჭის მცველთა ვაჟები“.
ებრ. „ნეთინიმ“, ნიშნავს „გადაცემულებს“.
მხარის გამგებლის ტიტული სპარსეთში.
მიჩნეულია, რომ ეს იყო სპარსული ოქროს დარიკი, წონით 8,4 გრ. ეს არ არის ბერძნულ წერილებში მოხსენიებული დრაქმა. იხ. დანართი ბ14.
ებრაულ წერილებში მოხსენიებული მინა უდრიდა 570 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.