ეზრა 6:1—22

  • დარიოსის მიერ მოძიებული გრაგნილი და გაცემული განკარგულება (1—12).

  • ტაძრის მშენებლობის დასრულება და მისი ღვთისადმი მიძღვნა (13—18).

  • პასექის აღნიშვნა (19—22).

6  მაშინ მეფე დარიოსის ბრძანებით გაჩხრიკეს საცავები, სადაც ბაბილონის განძეული და ჩანაწერები ინახებოდა.  მიდიის სამთავროში, ეკბატანის ციხესიმაგრეში, იპოვეს გრაგნილი; მასზე დაწერილი ბრძანებულების საფუძველზე ასეთი წერილი დაიწერა:  «თავისი მეფობის პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანება გასცა ღვთის ტაძრის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო:+ „აღდგეს ტაძარი, ადგილი, სადაც მსხვერპლი უნდა იწირებოდეს და განამტკიცონ საძირკველი! სიმაღლითაც და სიგანითაც 60 წყრთა* იყოს;+  სამი წყება ლოდებისგან და ერთი წყება ხის ძელებისგან იყოს ნაშენი.+ ხარჯები სამეფო ხაზინიდან დაიფაროს.+  ღვთის ტაძრის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში მიიტანა,+ თავის ადგილზე დააბრუნონ იერუსალიმში, ღვთის ტაძარში“.+  ახლა კი, გიბრძანებთ თქვენ, მდინარისგაღმელ* გამგებელ თათენაის, შეთარ-ბოზენაისა და თქვენს თანამოაზრეებს, მდინარისგაღმელ სხვა გამგებლებს:+ გაეცალეთ მაგ ადგილს!  ხელი არ შეუშალოთ ღვთის ტაძრის მშენებლობას! იუდეველთა გამგებელი და იუდეველთა უხუცესები ააშენებენ ღვთის ტაძარს იმ ადგილზე, სადაც უწინ იდგა.  ამასთანავე, ვბრძანებ, რომ დაეხმაროთ იუდეველთა უხუცესებს ღვთის ტაძრის აღდგენაში: დაუყოვნებლივ დაიფაროს ამ ხალხის ხარჯები სამეფო ხაზინიდან,+ მდინარის გაღმა აკრეფილი გადასახადებიდან, რათა არ შეწყდეს მშენებლობა.+  იერუსალიმში მყოფი მღვდლების სიტყვისამებრ, ყოველდღიურად უწყვეტად მიეცეს მათ, რაც საჭირო იქნება — მოზვრები,+ ვერძები+ და თოხლები+ დასაწვავ მსხვერპლად ზეციერი ღვთისთვის, აგრეთვე ხორბალი,+ მარილი,+ ღვინო+ და ზეთი,+ 10  რათა მუდმივად მიიტანონ ზეციერი ღვთისთვის საამო შესაწირავი და ილოცონ მეფისა და მისი ვაჟების სიცოცხლისთვის.+ 11  ვბრძანებ, რომ მისი სახლიდან, ვინც დაარღვევს ამ დადგენილებას, გამოიღონ ძელი და მასზე ჩამოკიდონ* იგი, მისი სახლი კი საერთო საპირფარეშოდ* აქციონ! 12  ღმერთმა, რომელმაც იქ თავისი სახელი დაავანა,+ დაამხოს ის მეფე და ის ხალხი, რომლებიც დაარღვევენ ამ ბრძანებას და დაანგრევენ ღვთის ტაძარს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვბრძანებ ამას! დაუყოვნებლივ შესრულდეს ეს!» 13  მაშინ მდინარისგაღმელმა გამგებელმა თათენაიმ, შეთარ-ბოზენაიმ+ და მათმა თანამზრახველებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს მეფე დარიოსის ბრძანება. 14  განაგრძეს იუდეველმა უხუცესებმა მშენებლობა;+ ხელი ემართებოდათ მათ წინასწარმეტყველ ანგიასა+ და იდოს შვილიშვილ ზაქარიას+ წინასწარმეტყველებით გამხნევებულებს. დაასრულეს მათ მშენებლობა ისრაელის ღვთის+ და კიროსის,+ დარიოსისა+ და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს+ ბრძანებისამებრ. 15  დაასრულეს მათ ტაძრის მშენებლობა ადარის თვის მე-3 დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მე-6 წელს. 16  მაშინ ისრაელებმა, მღვდლებმა, ლევიანებმა+ და გადასახლებიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა სიხარულით აღნიშნეს ღვთისთვის ტაძრის მიძღვნა. 17  ღვთისთვის ტაძრის მისაძღვნელად მათ მოიყვანეს 100 მოზვერი, 200 ვერძი და 400 თოხლი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირავად კი — 12 ვაცი, ისრაელის ტომთა რიცხვისამებრ.+ 18  დააყენეს მღვდლები და სხვა ლევიანები თავ-თავიანთი ჯგუფებისამებრ, რათა ღვთისთვის ემსახურათ იერუსალიმში+ მოსეს წიგნში ჩაწერილი მითითების მიხედვით.+ 19  გადასახლებიდან დაბრუნებულმა ხალხმა პირველი თვის მე-14 დღეს აღნიშნა პასექი.+ 20  უკლებლივ განიწმინდა ყველა მღვდელი თუ სხვა ლევიანი; განწმენდილებმა+ საპასექო მსხვერპლი დაკლეს გადასახლებიდან დაბრუნებული ხალხისთვის, სხვა მღვდლებისთვის და თავიანთთვის. 21  ჭამეს ის გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა და ყველამ, ვინც მათ შეუერთდა და ზურგი აქცია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხის უწმინდურ საქმეებს, რათა ისრაელის ღვთისთვის, იეჰოვასთვის, ეცათ თაყვანი.+ 22  მათ შემდეგი შვიდი დღის მანძილზე უფუარობის დღესასწაულიც+ იზეიმეს, რადგან იეჰოვამ გაახარა ისინი და კეთილად განაწყო ასურეთის მეფე მათდამი,+ რათა ხელი მოემართა მათთვის ისრაელის ღვთის, ჭეშმარიტი ღვთის, ტაძრის სამუშაოების შესასრულებლად.

სქოლიოები

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
მდინარეში იგულისხმება ევფრატი.
სხვაგვარად — „ძელზე დასვან“.
ან შესაძლოა: „ნაგავსაყრელად“, „ნეხვის გროვად“.