ეზრა 9:1—15

  • ისრაელების ქორწინება უცხოტომელებზე (1—4).

  • ეზრას ლოცვა და მონანიება (5—15).

9  ამ ამბების შემდეგ მოვიდნენ ჩემთან მთავრები და მითხრეს: „ისრაელი ხალხი, მღვდლები და სხვა ლევიანები არ გამოყოფიან ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს და კვლავ ქანაანელების, ხეთელების, ფერიზელების, იებუსელების, ამონელების, მოაბელების, ეგვიპტელებისა+ და ამორეველების+ მსგავსად საძაგელ საქმეებს+ სჩადიან.  თავადაც მათი ასულები შეირთეს და თავიანთ ვაჟებსაც შერთეს;+ ისინი, წმინდა შთამომავლობა,+ ამ მიწის მკვიდრთ+ შეერივნენ. ყველაზე მეტად მთავრები და მმართველები ორგულობენ ღმერთს“.  ამ ამბის გაგონებაზე ტანსაცმელი შემოვიხიე და თმა-წვერი დავიგლიჯე; ვიჯექი თავზარდაცემული.  ჩემთან მოგროვდა ყველა, ვისაც ღვთის სიტყვისადმი მოწიწება ჰქონდა და წუხდა გადასახლებიდან დაბრუნებული ხალხის ორგულობის გამო, მე კი საღამოს მარცვლეული შესაწირავის შეწირვის დრომდე+ თავზარდაცემული ვიჯექი.  საღამომდე ვგლოვობდი; ავდექი მარცვლეული შესაწირავის+ შეწირვის დროს ტანსაცმელშემოხეული, მუხლი მოვიყარე და ხელები იეჰოვასკენ, ჩემი ღვთისკენ, აღვაპყარი;  ვთქვი: «ჩემო ღმერთო, მრცხვენია და შენკენ ამოხედვასაც ვერ ვბედავ, ჩემო ღმერთო, რადგან ძალზე დიდია ჩვენი დანაშაული და ცას სწვდება.+  დიდია ჩვენი დანაშაული ჩვენი მამა-პაპის დროიდან მოყოლებული დღემდე.+ ჩვენი დანაშაულის გამო ჩვენ, ჩვენს მეფეებსა და მღვდლებს სხვა ქვეყნების მეფეები გვიპყრობდნენ, გვიტევდნენ მახვილით,+ გვატყვევებდნენ,+ გვძარცვავდნენ+ და გვამცირებდნენ, და ეს დღემდე ასეა.+  დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც შეგვიწყალე იეჰოვა, ჩვენო ღმერთო — ტყვეობიდან იხსენი ზოგიერთი ჩვენგანი და უსაფრთხოდ დაგვამკვიდრე შენს წმინდა ადგილზე,+ რათა თვალები გაგვბრწყინებოდა, ჩვენო ღმერთო, და მონობაში მყოფთ ცოტათი მაინც მოგვეთქვა სული.  მონები ვართ,+ მაგრამ არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს მონობაში; მან სიკეთე* გვიყო და წყალობა გვაპოვნინა სპარსეთის მეფეთა თვალში,+ რომ შვება გვეგრძნო და აგვეგო ჩვენი ღვთის ტაძარი,+ ნანგრევებიდან აღგვედგინა იგი და დაცული ვყოფილიყავით* იუდასა და იერუსალიმში. 10  ახლა კი, ამ ყველაფრის მერე, რაღა გვეთქმის, ჩვენო ღმერთო?! აღარ ვიცავთ შენს მცნებებს, 11  შენს მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით რომ მოგვეცი, და გვითხარი: „მიწა, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ, უწმინდურია მის მკვიდრთა უწმინდურების, მათი საძაგელი საქმეების გამო; კიდით კიდემდე წაბილწეს ეს მიწა.+ 12  ამიტომ ნუ მიათხოვებთ თქვენს ასულებს მათ ვაჟებს და ნურც მათ ასულებს მოუყვანთ თქვენს ვაჟებს.+ ნურაფერს გააკეთებთ მათ სამშვიდობოდ და საკეთილდღეოდ,+ რათა გაძლიერდეთ, ჭამოთ იმ მიწის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ ის თქვენს ვაჟებს“. 13  იმის შემდეგ, რაც დაგვემართა ჩვენი ბოროტებისა და მრავალი ცოდვის გამო, თუმცა სრულად არ მოგიკითხავს,+ ღმერთო, ჩვენთვის დანაშაული და მაინც გვიხსენი,+ 14  ნუთუ კვლავ უნდა ვარღვევდეთ შენს მცნებებს და ვუმოყვრდებოდეთ საზიზღარი საქმეების ჩამდენ ხალხებს?!+ განა არ განგვირისხდები და ერთიანად არ გაგვავლებ მუსრს?! 15  შენ მართალი ხარ, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ რადგან შენი წყალობით დღემდე ცოცხალია ზოგიერთი ჩვენგანი. ვიცით, რომ დამნაშავენი ვართ შენ წინაშე და როგორღა გემსახუროთ?!»+

სქოლიოები

სხვაგვარად — „გალავანი შემოერტყა ჩვენთვის“.
 ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).