ეკლესიასტე 8:1—17
8 ვინ შეედრება ბრძენს?! ვის შეუძლია ყველაფრის ახსნა?! სიბრძნე კაცს სახეს უნათებს და კუშტ გამომეტყველებას უცვლის.
2 გეუბნები: „შეასრულე მეფის ბრძანება+ ღვთის წინაშე დადებული ფიცის გამო.+
3 ნუ იჩქარებ მეფისგან წასვლას.+ ცუდ საქმეში ნუ ჩაებმები,+ რადგან ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც კი მოისურვებს.
4 მეფის სიტყვა კანონია;+ ვინ შეჰბედავს მას, რას აკეთებო?!“
5 ბრძანების შემსრულებელს უბედურება არ ეწევა.+ ბრძენმა იცის, როდის და როგორ იმოქმედოს.+
6 ადამიანები ბევრ სირთულეს ხვდებიან, ამიტომ ყველაფერი დროულად და წესისამებრ უნდა გაკეთდეს.+
7 არავინ იცის, რა მოხდება; ამიტომ ვინ ეტყვის კაცს, რა და როგორ მოხდება?!
8 კაცს არა აქვს სულზე* ძალაუფლება და არც მისი შეკავება შეუძლია; არც სიკვდილის დღეზე აქვს ვინმეს ძალაუფლება.+ როგორც მეომარი ვერ დააღწევს თავს ბრძოლის ველს, ისე ბოროტმოქმედი ვერ დააღწევს თავს ბოროტებას*.
9 ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა მთელი გულით დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც ცისქვეშეთში ხდება. კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ.+
10 ისიც მინახავს, რომ დაუმარხავთ ბოროტები — ისინი, ვინც წმინდა ადგილას მოდიოდნენ, შემდეგ მიდიოდნენ, მაგრამ მალე დავიწყებას მიეცნენ იმ ქალაქში, სადაც ბოროტებას სჩადიოდნენ.+ ესეც ამაოებაა.
11 მალევე რომ არ ისჯებიან ბოროტმოქმედნი,+ ამიტომაც ბედავს ხალხი ბოროტების ჩადენას.+
12 ვიცი, რომ ცოდვილმა შეიძლება ასჯერ ჩაიდინოს ბოროტება და მაინც დიდხანს იცოცხლოს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ღვთისმოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ;+
13 ბოროტს კი არ მოემართება ხელი;+ მისი სიცოცხლე ჩრდილივითაა და ვერ შეძლებს მის გახანგრძლივებას,+ რადგან ღვთის შიში არა აქვს.
14 აი კიდევ ერთი ამაოება დედამიწაზე: ზოგ მართალს ისე ეპყრობიან, თითქოს ბოროტმოქმედი იყოს,+ ხოლო ზოგ ბოროტს — ისე, თითქოს მართალი იყოს.+ ვამბობ, რომ ესეც ამაოებაა.
15 რა ჯობია მხიარულებას?!+ ამ ცისქვეშეთში იმაზე კარგი არაფერია, რომ კაცმა ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს არ უნდა მოაკლდეს მძიმედ მშრომელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში,+ რომელიც მას ღმერთმა მისცა ცისქვეშეთში.
16 მთელი გულით შევეცადე, შემეძინა სიბრძნე და მენახა ყველაფერი, რაც დედამიწაზე ხდება,+ რის გამოც არც დღისით მომიხუჭავს თვალი და არც ღამით*.
17 დავუკვირდი ღვთის საქმეებს და მივხვდი, რომ ადამიანები ვერ ჩასწვდებიან იმას, რაც ცისქვეშეთში ხდება;+ რაც არ უნდა ეცადონ, მაინც ვერ ჩასწვდებიან. რომც ამტკიცონ, საამისოდ საკმარისი სიბრძნე გვაქვსო, მაინც ვერ ჩასწვდებიან.+
სქოლიოები
^ ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „ბოროტმოქმედს ვერ გადაარჩენს თავისი ბოროტება“.
^ ან შესაძლოა: „რის გამოც ადამიანები დღისით თუ ღამით თვალს ვერ ხუჭავენ“.