ესაია 26:1—21

  • სიმღერა ნდობასა და ხსნაზე (1—21).

    • „იაჰი, იეჰოვა, კლდეა მარადიულად“ (4).

    • მიწის მკვიდრნი სიმართლეს ისწავლიან (9).

    • „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები“ (19).

    • შიდა ოთახებში დამალვა (20).

26  იმ დღეს ასეთ სიმღერას იმღერებენ+ იუდას მიწაზე:+ „ძლიერი ქალაქი გვაქვს.+ გალავანივით და მიწაყრილივით გვიხსნის ის*.+   გახსენით კარიბჭეები,+ რომ შემოვიდეს მართალი ერი,ერთგული ერი!   დაიცავ შენზე სრულად მონდობილთ*;ყოველთვის მშვიდობით ამყოფებ,+რადგან შენ გენდობიან.+   მუდამ მიენდეთ იეჰოვას,+რადგან იაჰი*, იეჰოვა, კლდეა მარადიულად!+   ის ამდაბლებს მაღლობის მკვიდრთ, ამაღლებულ ქალაქს; ის ამცირებს მას,მიწასთან ასწორებს;აცამტვერებს.   ფეხით გაითელება;დაჩაგრული გათელავს ფეხით, საწყლები გათელავენ მას“.   მართლის გზა სამართლიანია. სამართლიანი ხარ,ამიტომ შენ გაუსწორებ გზასავალს მართალს.   შენი სამართლის გზას ვადგავართ, იეჰოვა,შენზე მონდობილები. ჩვენთვის სანუკვარია შენი სახელი და სახსენებელი.   მთელი არსებით გნატრობ ღამით,მთელი სულით და გულით დაგეძებ;+დედამიწას რომ ასამართლებ,სიმართლეს სწავლობენ მიწის მკვიდრნი.+ 10  ბოროტი რომც შეიწყალონ,სიმართლეს მაინც ვერ ისწავლის;+ მართალთა ქვეყანაშიც კი ბოროტებას ჩაიდენს+და ვერ დაინახავს იეჰოვას დიდებულებას.+ 11  იეჰოვა, ხელი გაქვს მოღერებული, მაგრამ ვერ ხედავენ.+ დაინახავენ შენი ხალხისადმი შენს მოშურნეობას და შერცხვებიან. ცეცხლი შთანთქავს შენს მოწინააღმდეგეებს. 12  იეჰოვა, შენ მოგვცემ მშვიდობას,+რადგან, ყველაფერი, თუკი რამ გვიკეთებია,შენი წყალობით ვაკეთეთ. 13  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გარდა სხვებიც მმართველობდნენ ჩვენზე,+მაგრამ ჩვენ მხოლოდ შენს სახელს ვახსენებთ.+ 14  ისინი მკვდრები არიან, ვერ იცოცხლებენ, მიიცვალნენ და ვერ ადგებიან,+ რადგან შენ განიკითხე ისინი და გაანადგურე,მოსპე მათი სახსენებელი. 15  შენ გაამრავლე ერი, იეჰოვა,შენ გაამრავლე ერი;შენ განდიდდი;+ შენ განავრცე ქვეყნის საზღვრები.+ 16  იეჰოვა, გასაჭირში შენ დაგიწყეს ძებნა.ჩურჩულით ილოცეს, როცა დასაჯე ისინი.+ 17  შენ გამო, იეჰოვა, ორსულს დავემსგავსეთ,სადაცაა რომ უნდა იმშობიაროსდა ტკივილისგან გაჰკივის. 18  დავორსულდით და მშობიარობის ტკივილებიც დაგვეწყო,მაგრამ თითქოს ქარი გავაჩინეთ. ვერ ვიხსენით ქვეყანა,ქვეყნის დამმკვიდრებელი არ დაბადებულა. 19  „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები. წამოდგებიან ჩემი ხალხის გვამები.+ გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ,მტვერში დამკვიდრებულებო!+ თქვენი ნამი დილის ნამივითაა*,მიწა გააცოცხლებს მკვდრებს. 20  წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენს ოთახებშიდა ჩაიკეტეთ კარები!+ ცოტა ხნით დაიმალეთ,სანამ რისხვა გადაივლის.+ 21  აი, იეჰოვა მოდის თავისი სამკვიდროდან,რომ პასუხი მოსთხოვოს ქვეყნის მკვიდრთ დანაშაულისთვის.ქვეყანა გამოაჩენს დაღვრილ სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ“.

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება ღმერთი.
ან შესაძლოა: „მათ, ვისი ზრახვებიც ურყევია“.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ან შესაძლოა: „ბალბის ნამივითაა“.