ესაია 32:1—20

  • სიმართლისთვის იმმართველებენ მეფე და მთავრები (1—8).

  • გაფრთხილება თავმომწონე ქალებს (9—14).

  • კურთხევები, რომლებიც ღვთის სულის გადმოსვლას მოჰყვება (15—20).

32  აი, სიმართლისთვის+ იმეფებს მეფე+და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები.   თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარშიდა საფარი ქარიშხალში,როგორც წყლის ნაკადულები უწყლო მიწაზე,+როგორც დიდი კლდის ჩრდილი გადახრუკულ ადგილას.   მხედველთა თვალები აღარ დაიხუჭება,მსმენელთა ყურები გულდასმით მოისმენს.   მოჩქარეთა გული ჩაუკვირდება ცოდნას,ენაბლუთა ენა გამართულად და გარკვევით ილაპარაკებს.+   უგუნურზე აღარ იტყვიან ხელგაშლილიაო,უსინდისოს აღარ უწოდებენ კეთილშობილს,   ვინაიდან უგუნური უგუნურებას ილაპარაკებსდა მისი გული სიავეს განიზრახავს,+რათა ღმერთს განუდგეს და სიტყვით შეურაცხყოს იეჰოვა,რათა უჭმელი დატოვოს მშიერიდა არ დაალევინოს მწყურვალს.   უსინდისო ბოროტ ხერხებს მიმართავს;+სხვებს სამარცხვინო საქციელისკენ უბიძგებს,რათა სიცრუით დაღუპოს საწყალი,+თუნდაც სიმართლეს ამბობდეს ღარიბი.   ხელგაშლილი ხელგაშლილობას იზრახავსდა მუდამ ხელგაშლილი იქნება.   „ადექით, თავმომწონე ქალებო, და უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულებო,+ ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! 10  წელიწადზე ცოტა მეტ ხანში შეძრწუნდებიან უდარდელები,რადგან დასრულდება რთველი, ნაყოფი კი ვერ შეგროვდება.+ 11  აკანკალდით, თავმომწონე ქალებო! შეძრწუნდით, უდარდელებო! შემოიძარცვეთ ტანისამოსიდა ჯვალო შემოიხვიეთ თეძოებზე!+ 12  მწუხარებისგან მკერდში იცემდეთ ხელსსასურველი მინდვრებისა და ნაყოფიერი ვაზის გამო! 13  ჩემი ხალხის მიწა ეკალბარდებით დაიფარება;მოედება ყველა მხიარულ სახლს,მოზეიმე ქალაქს.+ 14  მიგდებულია გამაგრებული კოშკი,მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი.+ სამუდამოდ გაუკაცრიელდა ოფელი+ და საგუშაგო კოშკი,გარეული ვირების საკუნტრუშოდდა ფარების საიალაღოდ იქცა.+ 15  ასე იქნება, სანამ მაღლიდან არ გადმოვა ჩვენზე სული,+უდაბნო ხილნარად არ იქცევა,ხილნარი კი ტყესავით არ იქნება.+ 16  უდაბნოში სამართლიანობა დამკვიდრდებადა ხილნარში სიმართლე დაისადგურებს.+ 17  მშვიდობას მოიტანს ჭეშმარიტი სიმართლე,+მუდმივი სიმშვიდე და უსაფრთხოება იქნება ჭეშმარიტი სიმართლის ნაყოფი.+ 18  ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში,უსაფრთხო სამკვიდრებელში და წყნარ მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს.+ 19  სეტყვა მოასწორებს ტყესდა მიწასთან გასწორდება ქალაქი. 20  ბედნიერნი ხართ, ვინც თესლს წყლის პირას თესავთ,ვინც ხარსა და ვირს ნებაზე უშვებთ“.+

სქოლიოები