ესაია 33:1—24
33 ვაი შენ, დამაქცევარო, თავად რომ არ დაქცეულხარ,+და მოღალატევ, ჯერ რომ არ უღალატიათ შენთვის!
როცა დააქცევ, თავადაც დაიქცევი,+
როცა უღალატებ, შენც გიღალატებენ.
2 იეჰოვა, წყალობა გვიყავი!+
შენზე ვამყარებთ იმედს.
ჩვენი ძალა იყავი+ ყოველ დილით,მხსნელად მოგვევლინე გასაჭირში.+
3 გარბიან ხალხები აურზაურის ხმაზე,
როცა წამოიმართები, იფანტებიან ერები.+
4 თქვენი ნაძარცვი ისე გაიხვეტება, თითქოს გაუმაძღარმა კალიებმა გახვეტესო;კალიების გუნდივით დააცხრება მას ხალხი.
5 აღზევდება იეჰოვა,რადგან მაღლაა დავანებული;
სამართლიანობითა და სიმართლით აავსებს სიონს.
6 ის გაცხოვრებს უსაფრთხოდ,მისგანაა არნახული ხსნა,+ სიბრძნე, ცოდნა და იეჰოვას შიში+ —ესაა მისი საუნჯე.
7 აი, ქუჩაში გაჰყვირიან მათი გმირები,მწარედ ტირიან მშვიდობის მაცნეები.
8 გაუკაცრიელდა გზები,აღარავინ დადის ბილიკზე.
მან* დაარღვია შეთანხმება,შეიზიზღა ქალაქები,არაფრად აგდებს მოკვდავ კაცს.+
9 გლოვობს და ხმება მიწა.
შერცხვა+ და დალპა ლიბანი;
უდაბნოს დაემსგავსა შარონი;ბაშანსა და ქარმელს ფოთლები სცვივათ.+
10 «ახლა აღვდგები, — ამბობს იეჰოვა, —ახლა განვდიდდები,+ახლა აღვზევდები.
11 თივა ჩაგესახათ და ნამჯას გააჩენთ.
ცეცხლივით გშთანთქავთ თქვენივე სული.+
12 კირის ნამწვს დაემსგავსებიან ხალხები;
აკაფული ეკლებივით მოეკიდებათ ცეცხლი.+
13 მოისმინეთ, შორს მყოფნო, რას გავაკეთებ!
აღიარეთ, ახლოს მყოფნო, ჩემი ძალა!
14 შიშმა შეიპყრო შემცოდველნი სიონში,+აკანკალდნენ განდგომილები:
„რომელი ჩვენგანი გაჩერდება შთამნთქმელ ცეცხლთან?+
რომელი ჩვენგანი გაჩერდება ჩაუქრობელ ალთან?“
15 ვინც მუდმივად სიმართლეს იქმს,+ვინც სიმართლეს ლაპარაკობს,+ვინც უარს ამბობს უპატიოსნო, უკანონო მონახვეჭზე,ვინც ხელს არ ჰკიდებს ქრთამს,+ვინც ყურს არ უგდებს სისხლისმღვრელებსდა ვინც თვალს არიდებს ბოროტებას,
16 ის დამკვიდრდება სიმაღლეებში;მიუვალ კლდეებში ექნება თავშესაფარი.პური არ მოაკლდებადა წყლის მარაგი არ გამოელევა».+
17 საკუთარი თვალით იხილავ მეფეს თავისი ბრწყინვალებით,იხილავ შორეულ ქვეყანას.
18 გაგახსენდება შიშის მომგვრელი დრო:
„სად არის მწერალი?
სად არის ხარკის ამწონი?+
სად არის კოშკების დამთვლელი?“
19 მეტად აღარ დაინახავ თავხედ ხალხს,გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხს,რომლის ბორძიკით ნათქვამი არ გესმის.+
20 შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს!+
შენი თვალები იხილავს იერუსალიმს, მყუდრო სავანეს,კარავს, რომელიც არ აიშლება.+
არასოდეს ამოაძრობენ ამ კარვის პალოებსდა არცერთი მისი თოკი არ გაწყდება.
21 იქ დიდებული ღმერთი, იეჰოვა,დაგვიცავს მდინარეებივით და განიერი არხებივით,სადაც ვერ გაივლიან ნიჩბიანი ხომალდებიდა ვერც დიდებული გემები.
22 იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე,+იეჰოვაა ჩვენი კანონმდებელი,+იეჰოვაა ჩვენი მეფე;+ის გვიხსნის.+
23 მოეშვება შენი თოკები;ვეღარც ანძას დაიჭერს და ვეღარც იალქნებს გაშლის.
იმ დროს განაწილდება უხვი ნადავლი,კოჭლებიც კი ბევრს დაიტაცებენ.+
24 არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო.+
იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული.+
სქოლიოები
^ იგულისხმება მტერი.