ესაია 37:1—38
37 როგორც კი მეფე ხიზკიამ ეს ყოველივე შეიტყო, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოს სამოსით შეიმოსა და იეჰოვას ტაძარში შევიდა.+
2 გაგზავნა მან მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი, მწერალი შებნა და უფროსი მღვდლები, ჯვალოს სამოსით შემოსილნი, წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის ძესთან.
3 უთხრეს მას: «აი, რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების, შეურაცხყოფისა და სირცხვილის დღეა, რადგან მოაწია მშობიარობის ჟამმა, მაგრამ არ შეგვწევს ძალა გასაჩენად.+
4 იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ, გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, მოისმინა! ლოცვა აღავლინე+ ამ მიწაზე დარჩენილთათვის!“»+
5 როცა მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან მივიდნენ,+
6 ესაიამ უთხრა მათ: «აი, რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურებმა+ შეურაცხმყვეს.
7 აი, აღვძრავ მას, რომ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში,+ როცა ამბავს შეიტყობს. თავისივე ქვეყანაში დავცემ მას მახვილით!“»+
8 ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ, რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან აყრილიყო, მასთან დაბრუნებულმა კი ნახა, რომ ის ლიბნას ებრძოდა.+
9 მეფეს ამბავი მიუტანეს, ეთიოპიის მეფე თირჰაკამ შენ წინააღმდეგ გამოილაშქრაო. მაშინვე გაუგზავნა მან მაცნეები ხიზკიას+ და შეუთვალა:
10 «იუდას მეფე ხიზკიას გადაეცით: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ, რომ გეუბნება, იერუსალიმი ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის მეფეს.+
11 ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი?!+ შენ როგორღა გადარჩები?!
12 განა იხსნეს თავიანთმა ღმერთებმა ის ხალხები, ჩემმა მამა-პაპამ რომ გაანადგურა?!+ სად არიან გოზანის, ხარანისა+ და რეცეფის მკვიდრნი ან ედემელები, თელ-ასარში რომ ცხოვრობდნენ?!
13 სად არიან ხამათისა და არფადის მეფეები?! სეფარვაიმის+ მეფე ანდა ჰენისა და ივის მეფე რაღა იქნენ?!“»
14 გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა. შემდეგ მივიდა ხიზკია იეჰოვას ტაძარში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+
15 ლოცვით მიმართა ხიზკიამ იეჰოვას:+
16 „ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთო, ქერუბიმებს ზემოთ* ტახტზე მჯდომო, მხოლოდ შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ჭეშმარიტი ღმერთი! შენ შექმენი ცა და დედამიწა.
17 ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე, იეჰოვა, და დაინახე!+ მოისმინე ცოცხალი ღვთის დასაცინად შემოთვლილი სინახერიბის სიტყვები!+
18 იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც ააოხრეს ყველა ქვეყანა,+ თავიანთი ქვეყანაც კი.
19 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები,+ რადგან ღმერთები კი არ იყვნენ, არამედ ადამიანთა ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი.
20 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ მხოლოდ შენ ხარ ღმერთი, იეჰოვა!“+
21 შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგანაც ლოცვით მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო,+
22 აი, რას ამბობს იეჰოვა მასზე:
არაფრად გაგდებს სიონის ქალწული,
თავს აქნევს და დაგცინის იერუსალიმის ასული.
23 ვის დასცინე+ და ვინ შეურაცხყავი?!
ვისზე აღიმაღლე ხმა+და ვის შეხედე ქედმაღლურად?!
ისრაელის წმინდას?!+
24 შენს მსახურთა პირით დასცინე იეჰოვას+ და თქვი:„ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლითავალ მაღლა, მთებში,+ლიბანის შორეულ მხარეებში,
მოვჭრი მის მაღალ კედრებსა და მის რჩეულ ღვიას.
ავალ მის მწვერვალებზე, შევიჭრები მის უღრან ტყეებში.
25 ამოვთხრი ჭებს და დავლევ წყალს,ეგვიპტის ნილოსის არხებს ფეხისგულებით ამოვაშრობ“.
26 განა არ გსმენია?! დიდი ხნის წინ გადაწყდა ეს. წარსულში განვიზრახე,+
ახლა კი მოვახდენ ამას!+
შენ ნანგრევების გროვად აქცევ გამაგრებულ ქალაქებს.+
27 მათი მკვიდრნი უმწეონი იქნებიან,შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.
მინდვრის მცენარეებსა და ბალახს დაემსგავსებიან,ბანზე ამოწვერილს, აღმოსავლეთის ქარი რომ ხრუკავს.
28 კარგად ვიცი, როდის ჯდები, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ,+
და ისიც, როდის მირისხდები,+
29 ვინაიდან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+ამიტომ ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი!
30 ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია: წელს ნაგერალს შეჭამთ, ნაგერალს შეჭამთ მეორე წელსაც, მესამე წელს კი დათესავთ და მოიმკით, ვაზს ჩაყრით და მის ნაყოფს შეჭამთ.+
31 გადარჩენილი იუდასტომელები+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.
32 დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან და გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მოშურნეობის წყალობით მოხდება ეს.+
33 ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის მეფეზე:+
ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ვერც ისარს გაისვრის აქ,ვერც ფარს დაუხვედრებს
და ვერც მიწაყრილს გააკეთებს, ქალაქს რომ შეუტიოს.+
34 რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა,ვერ შემოვა ამ ქალაქში, — ამბობს იეჰოვა, —
35 დავიცავ ამ ქალაქს+ და დავიხსნი+ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის!“»+
36 წავიდა იეჰოვას ანგელოზი და 185 000 კაცი გაანადგურა ასურელთა ბანაკში. დილით რომ ადგა ხალხი, ნახეს, რომ მკვდარი იყო ყველა.+
37 მაშინ ასურეთის მეფე სინახერიბი ნინევეში+ გაბრუნდა და იქ დარჩა.+
38 როცა ნისროქის, თავისი ღვთის, ტაძარში პირქვე ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, თავისმა ვაჟებმა, მახვილით განგმირეს იგი+ და არარატის ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს.+ მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი გამეფდა.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „შორის“.