ესაია 38:1—22

  • ხიზკიას ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება (1—22).

    • ხიზკიას სამადლობელი სიმღერა (10—20).

38  იმ დროს მძიმედ დასნეულდა ხიზკია და სიკვდილის პირას იყო.+ მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ძე, და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „მიეცი მითითებები შენს სახლეულობას, რადგან მოკვდები, ვერ გამოჯანმრთელდები!“»+  მაშინ კედლისკენ იბრუნა პირი ხიზკიამ და ლოცვით მიმართა იეჰოვას:  „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე,+ როგორ გემსახურებოდი ერთგულებითა და მთელი გულით,+ და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“, და მწარედ ატირდა ხიზკია.  იეჰოვას სიტყვა ეუწყა ესაიას:  «დაბრუნდი და უთხარი ხიზკიას,+ ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის, ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა+ და დავინახე შენი ცრემლები;+ გაგიხანგრძლივებ სიცოცხლეს 15 წლით+  და დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან შენც და ამ ქალაქსაც; დავიცავ ამ ქალაქს.+  ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამს:+  აი, ახაზის კიბეზე* მზის ჩრდილს ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან“».+ ჩრდილიც დაბრუნდა კიბეზე უკან ათი საფეხურით.  აი, რა დაწერა იუდას მეფე ხიზკიამ მაშინ, როცა დაავადდა და გამოჯანმრთელდა: 10  „ვთქვი: ჩემი სიცოცხლის შუაგზიდანმომიწევს სამარის* კარიბჭეებში შესვლა. წამერთმევა დარჩენილი წლები. 11  ვთქვი: ვეღარ ვიხილავ იაჰს*, იაჰს ამ ცისქვეშეთში.+ ვეღარ დავინახავ კაცთა მოდგმას,როცა სიკვდილის ქვეყნის მკვიდრებს შორის აღმოვჩნდები. 12  აიშალა ჩემი სამყოფელი და გამეცალა+მწყემსის კარავივით. როგორც მქსოველმა ქსოვილი, ისე გადავახვიე ჩემი სიცოცხლე.გადამჭრა მან ქსელის ძაფებივით, დილიდან დაღამებამდე მიღებს ბოლოს.+ 13  დილამდე ვიმშვიდებ თავს. ის ლომივით მიმტვრევს ძვლებს,დილიდან დაღამებამდე მიღებს ბოლოს.+ 14  ნაღვლიანად ვგალობ ნამგალასავით, შაშვივით*,+მტრედივით ვღუღუნებ.+ დაღლილი თვალებით შევყურებ ზეცას:+ იეჰოვა, შავ დღეში ვარ,მხარში ამომიდექი!+ 15  რა ვთქვა?! ის მელაპარაკა და მან იმოქმედა. ჩემი გასაჭირის გამოთავმდაბლად გავლევ დარჩენილ წლებს. 16  იეჰოვა, ამით* ცოცხლობს კაცი;მეც ამით მიდგას სული. შენ განმკურნავ და მაცოცხლებ.+ 17  მშვიდობის ნაცვლად ბევრი სიმწარე ვიგემე;მაგრამ, რაკი გიყვარდი,სიკვდილის ორმოდან დამიხსენი.+ ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა.+ 18  ხოტბას ვერ შეგასხამს სამარე,+ვერ განგადიდებს სიკვდილი!+ საფლავში ჩამავალთ ვერ ექნებათ შენი ერთგულების იმედი.+ 19  ცოცხალს, მხოლოდ ცოცხალს შეუძლია შენი განდიდება,როგორც მე განგადიდებ დღეს. მამა ასწავლის თავის ვაჟებს შენი ერთგულების შესახებ.+ 20  იეჰოვა, მიხსენი,და ჩემს სიმღერებს სიმებიან საკრავებზე შევასრულებთ+ მთელი ჩვენი სიცოცხლე იეჰოვას ტაძარში“.+ 21  თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის კვერი* და დაადეთ წყლულზე, რომ გამოკეთდეს!“+ 22  მანამდე ხიზკიამ იკითხა: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ მივალ იეჰოვას ტაძარში?“+

სქოლიოები

შესაძლოა კიბის საფეხურებს დროის გასაგებად იყენებდნენ, როგორც ეს მზის საათით ხდება.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ან შესაძლოა: „წეროსავით“.
იგულისხმება ღვთის სიტყვები და საქმეები.
იგულისხმება ერთად დაპრესილი და გამომშრალი ლეღვი.