ესაია 40:1—31
40 „ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, —
ამბობს თქვენი ღმერთი.+ —
2 გულში ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკეთ იერუსალიმსდა გამოუცხადეთ მას,რომ დასრულდა მისი იძულებითი სამუშაო,
რომ დაიფარა მისი დანაშაული.+
იეჰოვამ საკადრისი მიუზღო მას ყველა თავისი ცოდვისთვის“.+
3 უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის:
„მოამზადეთ იეჰოვას გზა!+
მოასწორეთ ჩვენი ღვთისთვის სავალი,+ ხრიოკზე რომ გადის.+
4 ამაღლდეს ყოველი ველიდა დადაბლდეს ყოველი მთა და გორა.
უსწორმასწორო მიწა გავაკდესდა ოღროჩოღრო ადგილები მოსწორდეს.+
5 გაცხადდება იეჰოვას დიდება+და ყოველი ხორციელი იხილავს მას,+რადგან იეჰოვა ამბობს ამას“.
6 ყური დაუგდე! ვიღაც ამბობს: „დაიძახე!“
ვიღაც პასუხობს: „რა დავიძახო?“
„ყოველი ხორციელი მწვანე ბალახივითაა,
მათი სიყვარული* — მინდვრის ყვავილივით.+
7 მწვანე ბალახი ხმებადა ყვავილი ჭკნება+იეჰოვას სუნთქვის მონაბერზე.+
ნამდვილად მწვანე ბალახივითაა ხალხი.
8 მწვანე ბალახი ხმება,ყვავილი ჭკნება,ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად რჩება“.+
9 მაღალ მთაზე ადი,სიონისთვის კარგის მაუწყებელო ქალო!+
ძლიერ აღიმაღლე ხმა,იერუსალიმისთვის კარგის მაუწყებელო ქალო!
ხმა აღიმაღლე, ნუ გეშინია!
განუცხადე იუდას ქალაქებს: „აი, თქვენი ღმერთი!“+
10 აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვადა იმეფებს თავისი მკლავით.+
აი, მასთანვეა მისი ჯილდოდა მის წინაშეა მისი გასამრჯელო.+
11 მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას.+
თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებსდა უბით ატარებს მათ.
მზრუნველობით გაუძღვება მაწოვარ ცხვრებს.+
12 ვინ არწყა წყალი პეშვით?!+ვინ გადაზომა ცა მტკაველით?!
ვინ ჩაატია საწყაოში დედამიწის მტვერი?!+ვინ აწონა მთები სასწორზედა გორები — პინებზე?!
13 ვინ გაზომა* იეჰოვას სული?!ვინ დაუდგება მას მრჩევლად?!+
14 ვის სთხოვა რჩევა გონიერების შესაძენადან ვინ ასწავლის მას სამართალს?!
ვინ აძლევს მას ცოდნას
ან გონიერებას?!+
15 აი, ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის წვეთს ჰგვანან
და სასწორის პინებზე დაფენილ მტვერივით არიან მისთვის.+
აი, მტვერივით მსუბუქია მისთვის კუნძულები.
16 მთელი ლიბანის ხეებიც კი არ კმარა, ცეცხლი რომ არ ჩაქრეს,და იქ მობინადრე ცხოველებიც არ იქნება საკმარისი დასაწვავ მსხვერპლად.
17 ყველა ხალხი არარაობაა მის წინაშე;+არაფერი და არარსებული არიან მისთვის.+
18 ვის შეადარებთ ღმერთს?!+
ვის მიამსგავსებთ მას?!+
19 ოსტატი ქანდაკებას ასხამს,მჭედელი ოქროთი ავარაყებს მას+და ვერცხლის ჯაჭვებს ჭედავს.
20 შესაწირავად ირჩევს ხეს,+ულპობ ხეს.
ეძებს ოსტატს, რომ გამოათლევინოს ქანდაკება,რომელიც მყარად იდგება.+
21 ნუთუ არ იცით?!
ნუთუ არ გსმენიათ?!
ნუთუ თავიდანვე არ უთქვამთ თქვენთვის?!
ნუთუ ვერ მიმხვდარხართ დედამიწის დასაბამიდან?!+
22 ის დედამიწის წრის ზემოთ მკვიდრობს,+კალიებივით არიან დედამიწის მკვიდრნი;
მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცასდა საცხოვრებელი კარავივით შლის მას.+
23 ის არარაობად აქცევს მმართველებს,არაფრად აქცევს დედამიწის მოსამართლეებს.
24 ის-ის იყო, დაირგნენ,ის-ის იყო, ჩაითესნენ,ის-ის იყო, ფესვი გაიდგეს,რომ ერთ შებერვაზე გახმნენდა ბზესავით წაიღო ქარმა.+
25 „ვის შემადარებთ და ვის გამიტოლებთ?! — ამბობს წმინდა. —
26 ზეცად აღაპყარით თვალები და შეხედეთ.
ვინ შექმნა ეს ყველაფერი?+
მან, ვისაც თვლით გამოჰყავს მათი ლაშქარი,სახელით უხმობს თითოეულ მათგანს.+
მისი განუზომელი ძლიერებისა და შიშის მომგვრელი ძალის გამო+არცერთი მათგანი არ აკლდება მას.
27 რატომ ამბობ, იაკობ, და რატომ აცხადებ, ისრაელო,ჩემი გზა დაფარულიაო იეჰოვასთვისდა სამართალს არ მიჩენსო ღმერთი?+
28 ნუთუ არ იცი?! ნუთუ არ გსმენია?!
სამარადისოდ ღმერთია იეჰოვა — მისი შექმნილია დედამიწა კიდით კიდემდე.+
არასოდეს იღლება და იქანცება.+
ჩაუწვდომელია მისი გონიერება.+
29 ის ძალას აძლევს დაღლილსდა ძალ-ღონით ავსებს ძალაგამოცლილს.+
30 ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან,ჭაბუკები წაიბორძიკებენ და დაეცემიან,
31 იეჰოვაზე მინდობილები კი ძალ-ღონეს მოიკრებენ.
არწივივით გაშლიან ფრთებს,+
ირბენენ და არ დაიქანცებიან,ივლიან და არ დაიღლებიან“.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „შეიცნო“.