ესაია 41:1—29
41 „დადუმდით და მომისმინეთ, კუნძულებო!ძალ-ღონე მოიკრიბონ ერებმა.
მომიახლოვდნენ და მაშინ ილაპარაკონ;+
შევიკრიბოთ სამსჯავროზე.
2 ვინ მოუხმო მას მზის ამოსავლიდან?+ვინ მოიხმო მან თავის ფერხთით სამართლის აღსასრულებლად,რომ მისთვის გადაეცა ხალხებიდა დაემორჩილებინა მეფეები?+
ვინ გააცამტვერა ისინი თავისი მახვილის წინაშე,ვინ დაამსგავსა ისინი ქარწაღებულ ბზეს თავისი მშვილდის წინაშე?
3 ის სდევნის მათ, დაუბრკოლებლივ გადის გზებს, რომლებზეც აქამდე ფეხი არ დაუდგამს.
4 ვინ მოიმოქმედა და ვინ აღასრულა ეს?ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან?
მე, იეჰოვამ! მე ვარ პირველი;+უკანასკნელთათვისაც იგივე ვიქნები“.+
5 კუნძულებმა დაინახეს და შეშინდნენ,
შიშისგან აკანკალდნენ დედამიწის კიდეები;
იკრიბებიან და გამოდიან.
6 თითოეული თავის მეგობარს ეხმარებადა თავის ძმას ეუბნება, გამაგრდიო.
7 ხელოსანი მჭედელს ამხნევებს,+უროთი ლითონის გამსწორებელიგრდემლზე ჩაქუჩის დამრტყმელს ამხნევებს.
ის შედუღებულზე ამბობს, კარგიაო.
ბოლოს ლურსმნებით ამაგრებენ მას, რომ მყარად იდგეს.
8 „შენ კი, ისრაელო, ჩემი მსახური ხარ,+იაკობ, ჩემო ამორჩეულო,+ჩემი მეგობრის, აბრაამის, შთამომავალო,+
9 დედამიწის კიდეებიდან რომ წამოგიყვანე+და მისი შორეული მხარეებიდან მოგიხმე.
გითხარი, ჩემი მსახური ხარ,+მე ამოგარჩიე, არ უარგყავი-მეთქი.+
10 ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ!+
ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ!+
მე გაგამაგრებ, მე დაგეხმარები,+ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ!
11 აი, შერცხვება და დამცირდება ყველა, ვინც შენზეა განრისხებული;+
არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენთან მებრძოლნი.+
12 ძებნას დაუწყებ მათ, ვინც გებრძვიან, მაგრამ ვეღარ იპოვი,აღარ იარსებებენ და არარაობად იქცევიან ისინი, ვინც გმტრობენ,+
13 რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა
და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!+
14 ნუ გეშინია, მატლო* იაკობ!+ისრაელის ხალხო, მე დაგეხმარები, — ამბობს იეჰოვა, შენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა. —
15 აი, კევრად გაქციე,+ახალ კევრად, ორლესული კბილებით.
შენ გალეწავ და შემუსრავ მთებს,ბზედ აქცევ გორებს.
16 გაანიავებ მათდა ქარი წაიღებს,ქარიშხალი გაფანტავს.
გაიხარებ იეჰოვათი,+იამაყებ ისრაელის წმინდით.+
17 წყალს ეძებენ ღარიბები და საწყლები, მაგრამ არსად არის,
ენა გაუშრათ წყურვილისგან.+
მე, იეჰოვა, ვუპასუხებ მათ,+
მე, ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ მათ.+
18 შიშველ გორებზე მდინარეებს გადმოვაჩქეფებ,+ველებზე — წყაროებს.+
ლერწმიან ტბორად ვაქცევ უდაბნოს,წყაროებად — უწყლო მიწას.+
19 უდაბნოში დავრგავ კედარს,აკაციას, მირტსა და ფიჭვს.+
ხრიოკზე დავრგავ ღვიასდა მასთან ერთად იფანსა და კვიპაროსს,+
20 რათა ყველამ იხილოს და გაიგოს,დაუკვირდეს და ჩასწვდეს,რომ იეჰოვას ხელმა გააკეთა ეს,ისრაელის წმინდამ მოიმოქმედა.+
21 წარმოადგინეთ თქვენი საქმე, — ამბობს იეჰოვა. —
წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებულებები, — ამბობს იაკობის მეფე. —
22 წარმოადგინეთ და გვითხარით ის, რაც უნდა მოხდეს.
მოგვიყევით, რა მოხდა უწინ,რომ ჩავუკვირდეთ და გავიგოთ მათი დასასრული,
ან იქნებ გვაუწყოთ მოსახდენი.+
23 გვითხარით, რა მოხდება მომავალში,რათა მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ.+
ან კარგი გააკეთეთ, ან ცუდი,რომ გაგვაოგნოს ნანახმა.+
24 აი, არარაობა ხართდა არაფრისთვის მიგიღწევიათ.+
საძაგელია, ვინც თქვენ აგირჩიათ.+
25 ვიღაცას მოვუხმე ჩრდილოეთიდან და მოვა,+მზის ამოსავლიდან წამოსული+ მოუხმობს ჩემს სახელს.
თიხასავით გათელავს მმართველებს,+
როგორც მეთუნე ზელს სველ თიხას.
26 ვინ თქვა ეს დასაწყისში, რომ გვცოდნოდა,ან წარსულში, რომ გვეთქვა, ის მართალიაო?+
ნამდვილად არავის უთქვამს,
არავის გაუცხადებია!
თქვენგან არავის არაფერი სმენია!+
27 მე ვიყავი პირველი, ვინც სიონს უთხრა, აი ისინი-მეთქი.+
იერუსალიმს გავუგზავნი მახარობელს.+
28 ვიყურებოდი და არავინ ჩანდა,არავინ იყო მათ შორის რჩევის მომცემი,
მე კი პასუხს ვითხოვდი.
29 აი, ყოველი მათგანი არარსებულია.
არარაობაა მათი საქმეები.
ქარი და არარაობაა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები“.+
სქოლიოები
^ იგულისხმება მისი დაუცველობა და სისაწყლე.