ესაია 45:1—25
45 აი, რას ეუბნება იეჰოვა კიროსს,+ თავის ცხებულს,რომლის მარჯვენაც მიჭირავს,+რომ დავუმორჩილო მას ერები,+იარაღი ავყარო მეფეებს,გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები,რომ არ დაიხუროს კარიბჭეები:
2 „შენ წინ წავალ+და მოვასწორებ გორებს.
დავლეწავ სპილენძის კარებსდა დავამტვრევ რკინის ურდულებს.+
3 მოგცემ სიბნელეში შენახულ საგანძურსდა დამალულ განძს,+რათა იცოდე, რომ მე ვარ იეჰოვა,ისრაელის ღმერთი, რომელიც სახელით გიხმობს!+
4 ჩემი მსახური იაკობისა და ჩემი რჩეული ისრაელის გამოსახელით გიხმობ.
საპატიო სახელი გიწოდე, თუმცა არ მიცნობდი.
5 მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!
ჩემ გარდა არავინ არის ღმერთი!+
გაგაძლიერებ, თუმცა არ მიცნობდი,
6 რათა ხალხმა იცოდესმზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე,რომ არავინ არის ჩემ გარდა!+
მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!+
7 მე ვქმნი სინათლეს+ და სიბნელეს,+მომაქვს მშვიდობა+ და უბედურება,+მე, იეჰოვა, ვიქმ ამ ყოველივეს!
8 ცანო, აწვიმეთ ზემოდან,+ღრუბლებიდან წამოვიდეს სიმართლე!
გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს,ერთდროულად აღმოცენდეს ხსნაც და სიმართლეც!+
მე, იეჰოვამ, შევქმენი ეს“.
9 ვაი მას, ვინც თავის შემქმნელს ეკამათება,რადგან ის თიხის ჭურჭლის ნატეხივითაამიწაზე დაყრილ თიხის ჭურჭლის სხვა ნატეხებს შორის!
განა თიხა თავის შემქმნელს უნდა ეუბნებოდეს, რას აკეთებო?!+
განა შენი ნახელავი შენზე უნდა ამბობდეს, ხელები არა აქვსო*?!
10 ვაი მას, მამას რომ ეუბნება, ვისი მამა ხდებიო,
და ქალს რომ ეუბნება, ვის აჩენო.
11 აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის წმინდა,+ მისი შემქმნელი:
„თქვენ მეკითხებით მომავალზედა მიბრძანებთ, როგორ მოვექცე ჩემს ძეებსა+ და ჩემს ნახელავს?!
12 მე შევქმენი დედამიწა+ და ადამიანი, მისი მკვიდრი.+
ჩემი ხელით გადავჭიმე ზეცა,+მე ვაძლევ მითითებებს მთელ მის ლაშქარს.+
13 გამოვიყვანე კაცი ჩემი სიმართლით,+მე მოვუსწორებ მას სავალს.
ის ააშენებს ჩემს ქალაქს+და საფასურისა და ქრთამის გარეშე+ გაათავისუფლებს ჩემს გადასახლებულებს“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
14 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ეგვიპტის მოგება* და ეთიოპიის სავაჭრო საქონელი*შენი გახდება,
სებელებიც, ტანმაღალი ხალხი, შენთან მოვლენ და შენი საკუთრება გახდებიან.
ისინი შენ უკან ივლიან ბორკილდადებულნი.
მოვლენ და შენ წინაშე დაემხობიან.+
კრძალვით გეტყვიან: ნამდვილად შენთან არის ღმერთი+და არ არის სხვა, არ არსებობსო სხვა ღმერთი!“
15 ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი, რომელიც ყოველთვის არ აცხადებს თავის გზებს,ისრაელის ღმერთო, მხსნელო!+
16 შერცხვებიან და დამცირდებიან ყველანი;შერცხვენილნი წავლენ კერპების გამკეთებლები.+
17 ისრაელს კი იხსნის იეჰოვა, მარადიულად დახსნილი იქნება ის.+
მარადიულად არ შერცხვებით და არ დამცირდებით.+
18 აი, რას ამბობს იეჰოვა,ცის შემოქმედი,+ ჭეშმარიტი ღმერთი,დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, მისი მტკიცედ დამფუძნებელი,+რომელსაც ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია ის, დასასახლებლად შექმნა:+
«მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!
19 არ მილაპარაკია დაფარულ ადგილას,+ წყვდიადის მიწაზე;არ მითქვამს იაკობის შთამომავლისთვის,ტყუილუბრალოდ მეძებდით-მეთქი.
მე ვარ იეჰოვა, ვინც ყოველთვის იმას აცხადებს, რაც სწორი და მართალია.+
20 შეგროვდით და მოდით!
ერთად მოდით, ერებისგან გადარჩენილნო!+
არაფერი გაეგებათ მათ, ვინც გამოთლილ კერპებს დაატარებენდა ლოცვით მიმართავენ ღმერთს, რომელსაც შველა არ ძალუძს.+
21 გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ თქვენი საქმე!
ერთად ითათბირეთ!
ვინ გვიწინასწარმეტყველა ეს დიდი ხნის წინათ?ვინ გამოაცხადა ძველი დროიდან?
განა მე არა, იეჰოვამ?!
ჩემ გარდა არ არის ღმერთი;
ჩემ გარდა არ არსებობს+ მართალი ღმერთი და მხსნელი!+
22 დამიბრუნდით და გადარჩით+ ყველანი დედამიწის კიდით კიდემდე,რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინ არის!+
23 საკუთარი თავი დავიფიცე,ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვა მართალიადა არ გამტყუნდება.+
ყოველი მუხლი ჩემ წინაშე მოიდრიკებადა ყოველი ენა ერთგულებას შემომფიცებს,+
24 იტყვიან: „ნამდვილად მართალი და ძლიერი ღმერთია იეჰოვა.
ყველა, ვინც მას ურისხდება, შერცხვენილი მივა მის წინაშე.
25 იეჰოვას წყალობით გამართლდება ისრაელის ყველა შთამომავალი;+მისით იამაყებენ ისინი“».
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „განა თიხა უნდა ამბობდეს, შენს ნაკეთობას სახელურები არა აქვსო?!“
^ ან შესაძლოა: „მუშები“.
^ ან შესაძლოა: „ვაჭრები“.